
:
მართლა გულიანად გამაცინეთ.
აქ მოაქტიურე ორნი ცდილობთ.
ისე თქვენ ან ლაზღანდარობთ ხოლმე, ან კარდუ უფრო, დემაგოგიური კუთხით ქაჩავს.
სინამდვილეში თქვენგან საუბარი ასე თუ ისე ხშირად მინახავს და დებატებში შემოული ადამიანი უფრო მოაზროვნეა, ვიდრე ციბ=ნიკოსი.
რაც შეეხება თემას, ალბათ პირველი მე უნდა დამეფიქსირებინა ჩემი აზრი. (რახან თემა გავხსენი).
ხელისუფლების მხრიდან ცინიკოს პოლიტიკოსებად მივიჩნევ:
მაჭავარიანი.
ნებისმიერ ოპონენტთან საუბრისას ცინიზმს იშველიებს ხოლმე.
ერთხელ, რაღაც განყენებულ საკითხზე დავისას ოპონენტს, მაშინ, როცა პასუხი აღარ ჰქონდ, უპასუხა: "თქვენ ილაპარაკეთ, ჩვენ საქმეს გავაკეთებთო".
ანუ ოპონენტსაც მოლაყბე უწოდა და თან მათი დევიზის რეკლამირებას შეეცადა.
ეს იმდენად იაფფასიანი ცინიკური ტრიუკი იყო და იმ დონეზე ცინიზმით გაჟღენთილი, რომ მას პირველ ადგილს მივაკუთნებდი.
ოპოზიციიდან ლევან ბერძენიშვილი.
გაიხსენეთ, მიუხედავად იმისა თუ რა შეხედულება აქვს ამა თუ იმ პიროვნებას ნაციონალ ქალებზე, მათი ცინიკურად მოხსენიება მისგან. ანუ განვლილ ნათქვამზე მისი კომენტარი, "მე ვახსენე ნაციონალი ქალები, მაგრამ ხომ არ მითქვამს როგორი?"
ამ ორ პიროვნებას შორის ის სხვაობაა, რომ მეორე პირველთან შედარებით გაცილებით ნიჭიერია.
ლევანს მართლა მოსაწონიც ბევრი უთქვამს, მარო ის რად ღირდა: "კირკიტაძემ ერთადერთხელ აიღო წიგნი ხელში და ისეც იმიტომ, რომ ვიღაცისთვის თავში ჩაერტყაო"

:
დანარჩენი გაურკვეველი პოლიტიკური ორიენტაციის ხალხიდანაც შეიძლება გამოვყოთ ქვეწარმავლებიდან(თავს "ქრისტიან-დემოკრატებს" რომ უწოდებენ), ერთი ქალბატონი, რომელიც ვაკეში იყრიდა კენჭს. მე ეგ პიროვნება ჯერ კიდევ ჯანდაცვის სამმართველოში მუშაობის პერიოდში მახსოვს.
ამ ქვეყნად თუ ვინმეა შესახედავი, ლამაზი, მაგრამ ცინიზმით გაჟღენთილი ქალი, მათგან ერთერთი პირველი ეგაა.სახელი და გვარი დამავიწყდა მისი. არც არასდროს ვცდილვარ დამემახსოვრებინა.
tomშეიძლება წყაროს ეძებს და კიდევ მეტი თავისი ფაქტებითაც მოიყვანოს
This post has been edited by omerta on 16 Jul 2010, 13:17