War broke out in August 2008 when Georgia attacked Russian-backed separatists in Tskhinvali, the capital of South Ossetia. Russia responded by sending troops into South Ossetia and Abkhazia, and then driving deep into Georgia.
Human Rights Watch released a comprehensive report of the brief war in January 2009, accusing both Russia and Georgia of using indiscriminate force on civilians.
In March 2009, Georgian authorities arrested nine members of an opposition party on weapons charges, as tensions mounted ahead of April protests to call for President Mikheil Saakashvili to step down.
http://topics.nytimes.com/top/news/interna...=georgia&st=cseრას ფიქრობთ? რუსეთუმეა ეს გამოცემაც? გაზპრომმა მოისყიდა არა?
უბრალოდ საშინელებაა, როცა ასე ვიტყუებთ თავს. რატომ არ გვინდა, რომ სიმათლეს თვალი გავუსწოროთ და ახალი, სწორი პოლიტიკა შევიმუშავოთ ქვეყნის გაერთიანებისა და წინსვლისათვის? ნუთუ არავის არ განაღვლებთ ეს და ყველანი მიშას ან ოპოზიციის დასაცავად ხართ მომართულნი?
ან ვინც ობიექტურია ხოლმე შეფასებებში რატომ იმსახურებს თქვენს ცინიზმს და დაცინვას?
არ ვგულისხმობ არცერთი მხარის მომხრეს აი ისინი ვინც ხვდება და ღიად აფიქსირებს რა ნაგავიცაა საქართველოში ხელისუფლებაც და ოპოზიციის ნაწილიც.
ან საერთოდ ვერ წარმომიდგენია ხელისუფლების მომხრე და ყველაფერში დამცველი როგორ უნდა იყოს ადამიანი? არ ვგულისხმობ მხოლოდ საქართველოში, ნებისმიერ ადგილას. როგორ შეიძლება იმდენად კმაყოფილი იყო ყველაფრით, რომ არაფერში არ აკრიტიკებდე ხელისუფლებას და საკუთარი აზრი ობიექტურად მიგაჩნდეს?
"აბა გრეჩიხა ჯობია?" მიდგომით გინდათ ქვეყნის შენება?
ეგრე სტალინი ჰიტლერს ჯობდა და გვეძახა აბა ჰიტლერი ჯობია და დაგვეკიდებინა ქვეყანა და არ გვებრძოლა თავისუფლებისთვის?
ნუ საქართველოს შემთხვევაში ხო საერთოდ არც ღირს ლაპარაკი. როგორ შეიძლება ადამიანი იმდენად იყო დაბრმავებული ან იბრმავებდე თავს, რომ მხოლოდ ოპოზიციას ლანძღავდე, რომლის უდიდესი ნაწილი, რასაკვირველია არ ვარგა, მაგრამ ქვეყანაში ოპოპზიციაა პრობლემა? არ მოგწონს არ აირჩევ რა პრობლემაა, მაგრამ ქვეყანაში არსებულ პრობლემებს ოპოზიცია უნდა აგვარებდეს? ხელისუფლება რისთვისაა?
მემგონი უნიკალური ქვეყანა ვართ მაგ მხრივ, რომ ქვეყანაში არსებული პრობლემებისთვის ოპოზიციას ლანძღავენ და ხელისუფლებას ადიდებენ.
საერთოდ რა გვინდა ვიცით? ესეთი დაუნები უნდა ვიყოთ სულ? ეს გვინდა?
არ გვინდა რომ ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ? დემოკრატია ავაშენოთ და ქვეყანას მივხედოთ? რატომ ასეთი სიძულვილი ერთმანეთისადმი პოლიტიკოსთა გამო? ნათესავია თქვენი თუ რა არის ასეთი, რომ შეგიძლიათ მის დასაცავად სხვა ადამიანი ლანძღოთ?
უბრალოდ თქვენ შემხედვარეს იმდენი კითხვები მიგროვდება აღარ ვიცი რამდენი ჩამოვთვალო. უბრალოდ მითხარით რატომ უნდა ვიყოთ ბრმები?
არცერთI ხელისუფლების დროს არ ხდება ისე, რომ არაფერი არ გააკეთოს მან.(როგორც არ უდნა გაგიკვირდეთ შევარდნაძის დროსაც კი გაკეთდა ბევრი რამ, მაგალითად მხედრიონის მოცილებაც კმარა) მაგრამ ხელისუფლების გაკეთებულ საქმეებზე კი არ უნდა ლაპარაკობდე ადამინი თუკი ქვეყნის წინსვლა და უკეთესი მიმართულებით განვითარება გინდა, არამედ იმაზე თუ რა არის გასაკეთებელი და როგორ უდნა გააკეთოს ეს ხელისუფლებამ.
რით ვერ შეელიეთ ამ საბჭოთა აზროვნებას, რომ ხელისუფლებას უნდა იცავდე მხოლოდ?
პ.ს. გვეშველება რამე?