#20798444 · 23 Jul 2010, 11:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ე ი რასაც გინდა უპასუხებ, რასაც არა ვითომც არ გაგიგია არა?
ერთხელ უკვე დაგისაბუთე, რომ ტყუიალად არაფერს ვიძახი, გაიგე ეს შენ თუ არა. კიდევ გავიმეორებ 5ტიპის ხარკის თაობაზეც წაკითხული მაქვს და სიცილი ამის პასუხი არაა. თან მაგასაც ვიპოვიდი, მაგრამ აზრი არა აქვს - გამგები მაინც არ ხარ, ან ისევ რამეს იპოვი პასუხში, რომ მთავარიდან გადაუხვიო და მე ესე სად გდიო?
და რაღაცა კითხვა დამისვი, მაგრად არ მაინტერესებს
... ყოველი შემთხვევეისთვის, პატარა განმარტებას დავართავ, რომ ჩემი პიროვნება უკეთ გაიგო:
პრინციპში თავისუფლად შეიძლება ითქვას დოგმებიდან გამომდინარე, რომ ქრისტიანი არ ვარ... მაგრამ მე მწამს ქრისტესიც და იმისაც, რასაც ქრისტე იძახოდა - გიყვარდეს, რადგან მასთან ესეთი აშკარა ტყუილი, როგორც დედამიწა ბრტყელია არსად მინახავს... არც მისი უშუალოდ ნათქვამ, ახსნილი მინახავს - მუჰამედისგან განსხვავებით. მიმდევრებს კი თავისებურად შეეძლოთ გაეგოთ ყველაფერი, მით უმეტეს, რომ ახალ აღთქმაში ყველა მისი მოწაფის ვერსია არაა. თან გულით მწამს რომ ორმა ადამიანმა!!! შეიძლება ერთმანეთს გაუგოს, თუ ნება ექნათ ამისი... ნება კი მაშინ ექნებათ თუ ეყვარებათ და თუკი ორი ერთმანეთს გაუგებს და ერთმანეთის ტკივილს გაიზიარებს, აღარ დარჩება პრობლემა ამ ქვეყანაზე და მშიდობაც მოვა. გაგება კი იძულებით არასდროს შედგება... ისევე როგორც ცოლის ცემით შენარჩუნებული ოჯახის ფასი ნოლია ჩემს თვალში, ან იძულებით რწმენის ფასი. რწმენა მაშინაა ღირებული, თუ ის ნებით მოვიდა. იძულებით კი ცხოვრება რას მოგიტანს არავინ იცის და არც თავი დადოს ამაზე არავინ
... თუმცა არის რაღაცეები, რაშიც ქრისტესაც კი არ ვეთანხმები - თუნდაც ის რომ ადამიანს ხორცის ჭამის უფლება ღვთისგან აქვს ბოძებული. არ ვიწამებ არავის, ვინც სხვისი ტკივილისადმი გულგრილია..უფრო სწორად არც ერთ არგუმენტს არ დავუგდებ ყურს, რაც ამ თემას ეხება. ჩემდა საბედნიეროდ უშუალოდ ქრისტესგან არ მსმენია ესეთი რამ. მხოლოდ მისი მოწაფეებისგან ... თუმცა, შეიძლება და ვუშვებ იმას, რომ იმ ეტაპისთვის არ იყო ადამიანი მზად საიმისოდ, რომ დაეჯერა მისთვის, ვინც ხორცის ჭამას დაუშლიდა... თუმცა არც დღესაა საამისოდ მზად
ადამიანი არ შედგა! განუსაზღვრელი ძალაუფლება იმას კი არ გულისხმობს, რომ ყველაფერი შენთვის არსებობს, არამედ პასუხისმგებლობას სუსტების მიმართ. აი რას ნიშნავს ჩემთვის ადამიანი
შენ კი რაღაც შენს სიმართლეს მემართლები... და რა გამოვა აქედან?
გწამდეს ვისიც გწამს და გიყვარდეს ვინც გიყვარს... მაგრამ არ დაგავიწყდეს: ჭეშმარიტება ერთია და რელიგია - ბევრი. შესაბამისად შეიძლება ყველა ტყუოდეს... ან ის, რომ ვინმე გიყვარდეს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს ვინმე აუცილებლად კარგი და მართალია ბევრი სისხლი დაიღვარა ქრისტეს და მუჰამედის სახელით. თუმცა მუჰამედის სისხლის წყურვილი არ მომეშვი და თავად ვნახე, რასაც ქრისტეზე ვერ ვიტყვი. მისგან არ წამიკითხავს ჩემი სახელით სისხლი ღვარეთო, მაგრამ მაინც დაღვრილა და ეს არ ამართლებს არც ერთ და არც მეორე მხარეს
ანუ ეს ყველაფერი იმიტომ მოვყევი, რომ თუკი მოინდომებ რომ უკეთ გაიგო რას ვიძახი ისლამისადმი ინტერესში არ ჩამითვალო.
თუ წინააღმდეგი არ იქნები მე დავამთავრე ჩემი სათქმელი. მაინც ყოველი შემთხვევისთვის შემოვალ და შენს კომენტარს ვნახავ, რომ არ იფიქრო ფეხებზე მკიდია რას იფიქრებ და რას არა, მაგრამ კომნტარს აღარ გავაკეთებ... ანუ შენი ნათქვამი ჰაერში არ დარჩება
მშვიდობა ყველას
--------------------
tu ara da arc ra... tu kaia
|