დავწერ მაინც, თემის სათაური მომეწონა.

ქართველები კიდევ ვერ იაზრებენ, რა ხდებოდა, რა მოხდა და რა შეიძლება მოხდეს აფხაზეთში. ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ჯადო გვაქვს გაკეთებული ან ჰიპნოზი, ან ვიღაცამ დაგვწყევლა. ყველაფერზეა საუბარი, გარდა მთავარი მიზეზისა, რომელიც იმდენად ნათელია და ზედაპირზე დევს, რომ წარმოუდგენელია, როგორ ვერ უნდა დაინახოს კაცმა.
აფხაზეთი ჩვენთვის უიმედოდ დაკარგული იყო დაახლოებით სამი საუკუნის განმავლობაში. მე-15-მე-16 საუკუნიდან დაიწყო ე.წ. მთის ჩამოწოლა, რის შედეგად აბაზინურ-ადიღეური მოსახლეობის დიდი მასები გადმოსახლდნენ აფხაზეთში. საქართველო იმ დროს დაქუცმაცებული და დაუძლურებული იყო და მთიელთა გადმოსახლებას ვერ ეწინააღმდეგებოდა.
დაიწყო აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული იდენტობის, კულტურის და ქრისტიანობის შესუსტება. მათ ადგილს იკავებდა წარმართობა, ისლამი და ადიღეურ-ჩერქეზული იდენტობა. აფხაზეთის მთავრები, შარვაშიძეები, რომლებიც წინათ ქართველი დიდი ფეოდალები იყვნენ, გადაიქცნენ დამოუკიდებელ მთავრებად. ისინი ებრძოდნენ დადიანებს, რათა გაეფართოებინათ თავიანთი ტერიტორია. სამეგრელოს მთავარმა ლევან II დადიანმა მე-17 საუკუნეში "აფხაზეთის დიდი კედელი" ააგო აფსუათა ექსპანსიის შესაჩერებლად, მაგრამ ესეც ამაო გამოდგა. აფხაზეთის საზღვარმა მდინარე ენგურამდე გადმოიწია. ამავე დროს, მეგრელი გლეხების ნაწილი გარბოდა აფხაზეთში, სადაც ფეოდალური ექსპლუატაცია უფრო მსუბუქი იყო და ხდებოდა აფხაზი ფეოდალების "ახაშალა", ზოგს ტყვეებად იტაცებდნენ. პარალელურად, ოსმალეთის იმპერიამ დაამყარა კონტროლი ზღვისპირა ზოლზე და სოხუმის ციხეზე, ასევე მთელ რიგ საყრდენ პუნქტებზე.
რატომ იყო აფხაზეთი საქართველოსთვის უიმედოდ დაკარგული? იმიტომ, რომ დანაწევრებული ქვეყანა ძლივს იგერიებდა ლეკების და მუსულმანური სახანოების მოძალებას აღმოსავლეთიდან, და მას არანაირად არ შეეძლო ოსმალეთის იმპერიასთან და მრავალრიცხოვან ადიღეურ მოსახლეობასთან გამკლავება. ოსმალეთს კონტროლის ქვეშ ჰყავდა აყვანილი არა მხოლოდ აფხაზეთის სანაპირო ზოლი, არამედ მთელი სამეგრელო-გურიის სანაპიროც, ყულევის, ფოთის, ქობულეთის და ბათომის ჩათვლით. არანაირი, თეორიული შანსიც კი იმისა, რომ ქართლ-კახეთი, იმერეთი და სამეგრელო ოსმალეთის იმპერიას და ჩრდილო კავკასიელ ტომებს, რომლებიც ოსმალების მოკავშირეები იყვნენ, თავისი ძალებით გამოგლეჯდა ხელიდან აფხაზეთს, არ არსებობდა.
ამ პირობებში, მოხდა სასწაული და გამოჩნდა რუსეთი, რომელმაც თავისი მოქმედებებით, მისდა უნებურად, საქართველოს მოაცილა ის მაჯლაჯინა, კიბო და უბედურება, რასაც წარმოადგენდა ჩვენთვის ოსმალეთი და ადიღეური ტომები, ასევე ლეკები აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში. რუსეთმა გააფთრებული ბრძოლების შედეგად, რომლებიც ათწლეულობით გრძელდებოდა და ორივე მხრიდან დაიღუპა ასიათასობით ადამიანი, გაანადგურა და დაიმორჩილა დასავლეთ კავკასიის ჩერქეზული ტომები. ნაწილი ამოწყვიტა, ნაწილი გადაასახლა ოსმალეთში, დანარჩენი დაიმორჩილა და თავის იმპერიაში შეიყვანა. ამავე დროს რუსეთმა მრავალრიცხოვან ომებში დაამარცხა ოსმალეთის იმპერია და განდევნა ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ შავიზღვიპირეთიდან. ახლა წარმოიდგინეთ, რა მსხვერპლის ფასად დაუჯდა უზარმაზარ რუსეთის იმპერიას ოსმალეთ-ჩერქეზების დამარცხება მე-18-მე-19 საუკუნეებში და მიხვდებით, რომ საქართველო ამას ათასი წლის განმავლობაშიც ვერ მოახერხებდა თავისი ძალებით.
ახლა ვნახოთ, ამის შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები. რუსეთს, რა თქმა უნდა, აფხაზეთი ქართველებისთვის არ გაუნთავისუფლებია. ქართველებზე უფრო მეტად ისინი ენდობოდნენ კაზაკებს, სომხებს, ბერძნებს და თავად რუსებსაც, ცხადია. მაგრამ ქართულმა თავადაზნაურობამ და ინტელიგენციამ მოახერხა ის, რომ რუსეთის გარკვეული ნდობა მაინც მოიპოვა, მათ შორის შამილის წინააღმდეგ ბრძოლებში გამოჩენილი უნარებით. ასევე იმით, რომ დაიწყო რუსულის სწავლა, ეზიარა რუსულ და ევროპულ კულტურას და სხვა. ამის შედეგად, რუსეთის პოლიტიკა პირდაპირ არ კრძალავდა ქართველების ჩასახლებას აფხაზეთში, თუმცა არც ახალისებდა მას. ხდებოდა კაზაკების და სომხების წახალისება, რომ ჩასახლებულიყვნენ აფხაზეთში.
მაგრამ მოხდა საოცარი რამ. მეფის რუსეთის პირობებშიც კი, მას შემდეგ რაც აფხაზეთი გაიწმინდა ადიღეურ-მუსულმანური ჭარბი ელემენტისგან (ე.წ. მუჰაჯირები), აფხაზეთში დაიწყო ქართული ეთნიკური ელემენტის და ქართული იდენტობის ნელი, მაგრამ სტაბილური ზრდა. კაზაკები ვერ სახლდებოდნენ ჭაობიან ადგილებში, სამაგიეროდ, ამას ადვილად აკეთებდა მეგრელი გლეხობა. შედეგად, ხდებოდა არა მარტო გალის თანდათანობითი ქართველიზაცია და ქართულ-მეგრული ენების პოზიციების გაძლიერება, არამედ იგივე დაიწყო ოჩამჩირეში და სოხუმშიც კი. მეგრელების ნაწილი, რომელიც წინა საუკუნეებში იყო გადასახლებული აფხაზეთში, და ნაწილობრივ გააფხაზებულ-ასიმილირებული იყო, ნელ-ნელა უბრუნდებოდა მეგრულ-ქართულ იდენტობას. მაგალითად, იგივე ლავრენტი ბერია ქართულ-მეგრულ ოჯახში დაიბადა 1899 წელს, ანუ მეფის რუსეთის დროს გულრიფშის რაიონში.
ეს არის უმნიშვნელოვანესი დასკვნა: ქართველებს არ სჭირდებათ რუსეთის პირდაპირი სანქცია და ხელშეწყობა აფხაზეთში "მცოცავი ექსპანსიის" განხორციელებისათვის. საკმარისია რუსეთის ნეიტრალური პოზიცია, რომ მან აქტიურად ხელი არ შეუშალოს ქართველების დამკვიდრებას აფხაზეთში, რომ დანარჩენი უკვე ტექნიკის საქმეა. სწორედ ასეთი სიტუაცია იყო მეფის რუსეთის დროს აფხაზეთში, მუჰაჯირობის შემდეგ.
ახლა მივადექით 1918-21 წლებს. წარმოიქმნა მენშევიკური საქართველო, თავისი ოპერეტული დამოუკიდებლობით, ევროპასთან ჩახუტებით, რუსეთის გინებით, მასთან ომებით და მთელი სიყვარულობებით. პირველი, რაც მოხდა, იყო ის, რომ აირია აფხაზეთში სიტუაცია. რა თქმა უნდა, რუსეთს იმისთვის არ დაუღვრია ამდენი სისხლი, რომ თურქებისგან და ადიღეებისგან გაენთავისუფლებინა აფხაზეთი და ის უომრად საქართველოს ჩავარდნოდა ხელში. მენშევიკები მაინც იხტიბარს არ იტეხდნენ და ჯერ გერმანელებისგან შეგულიანებული, მერე ინგლისელებისგან, არათუ აფხაზეთში შეიჭრენ და სამხედრო ძალით დაიკავეს, არამედ სოჭი-ტუაპსეს მიდამოებსაც კი გადასწვდნენ. თუმცა, აქ მენშევიკების ჯარმა სასტიკი მარცხი იწვნია ჯერ დენიკინის ნაწილებისგან, შემდეგ კი ბოლშევიკებისგან. მაგრამ აფხაზეთი მაინც შეინარჩუნეს, თუმცა სულ ორიოდე წლით. ცოტა ხანში მთელი საქართველო დაიპყრო რუსეთმა.
აფხაზეთი უკვე დაკარგვის პირას იყო.
წყალში იყრებოდა ის, რაც ქართველობამ თავისი ჭკუით და მოხერხებით ნახევარი საუკუნე აშენა - აფხაზეთის მცოცავი კოლონიზაცია და ხელახალი გაქართველება. საბედნიეროდ, მაშინ ქართველი ბოლშევიკების ნაწილმა, კერძოდ სტალინმა და ბერიამ, მოახერხეს სიტუაციის გადარჩენა. სტალინმა აფხაზეთი ჯერ ფორმალურად შეიყვანა საქართველოს სსრ-ში 1925 წელს, შემდეგ კი ავტონომიადაც გადააკეთა 1931 წ. ბერიამ კი აფხაზი სეპარატისტული ელიტა ამოჟლიტა, ნესტორ ლაკობას მეთაურობით.
გაგრძელდა მეფის რუსეთის დროს დაწყებული პროცესი აფხაზეთის დაბრუნებისა ქართულ კულტურულ სივრცეში და იდენტობაში. თანაც ეს ხდებოდა არა მარტო სტალინ-ბერიას, არამედ შემდგომ პერიოდებშიც. ხრუშოვის დროსაც კი, მჟავანაძემ მოახერხა ამ "ბელადის" რისხვის ჩაცხრომა ქართველების მიმართ. ბრეჟნევის დროს, მითუმეტეს, ქართველების პოზიციები აფხაზეთში განუწყვეტლივ ძლიერდებოდა.
აი იწყება ისევ პრიმიტიული და ზედაპირული მსჯელობები. აიო, ქართველები აფხაზდებოდნენ მაგ დროსო, აფხაზები პრივილეგირებული იყვნენო და ა.შ. ვინც ამ სულელურ არგუმენტებს გაიძახის, სტატისტიკა მაინც არ უნახავს? გინდა დემოგრაფიული, გინდა ეკონომიკური, გინდა ვითარება კულტურის სფეროში და ა.შ. სინამდვილეში, მიუხედავად გააფხაზებისა და ა.შ.,
ქართველები მაინც უგებდნენ კონკურენციას აფხაზებს. ქართველების წილი მოსახლეობაში ნელა, მაგრამ იზრდებოდა და 1989 წელს 45 პროცენტს მიაღწია. ამასთან, ქართველები დასახლებული იყვნენ, ერთი მხრივ, აფხაზეთის ყველა სტრატეგიულ წერტილში, მეორე მხრივ კი, ყველაზე შემოსავლიან ადგილებში. ეს იყო გალის რაიონი - უმდიდრესი რაიონი, ენგურჰესით, გაგრის ზონა, განსაკუთრებით ლესელიძე-განთიადის მონაკვეთი - საზღვარი, გულრიფშის რაიონი კოდორის ხეობით, რომელიც აფხაზეთს შუაზე ჰყოფს და სოხუმის მისადგომს წარმოადგენს და თავად სოხუმი და მისი შემოგარენი, ასევე ოჩამჩირის ზღვისპირა ზონა. ყველა ამ ადგილში ქართველები ჭარბობდნენ. ხოლო აფხაზები ცხოვრობდნენ ყველაზე ღარიბ და იზოლირებულ რეგიონებში - ტყვარჩელი, ოჩამჩირის ზედა (არაზღვისპირა) ზონა და გუდაუთა. ერთადერთი ძალიან შემოსავლიანი ადგილი, რაც აფხაზებს ჰქონდათ, იყო ბიჭვინთა, თუმცა იქ რუსები, სომხები და ქართველებიც სახლობდნენ.
ქართველები დომინირებდნენ მაშინდელ "ბიზნესში". უმრავლესობა შემოსავლიანი ადგილების, ყველაზე "მაყუთიანი" მეურნეობები, ჩაის ფაბრიკები, სასტუმროები ქართული კონტროლის ქვეშ იყო. ქართველები იკავებდნენ ასევე ადმინისტრაციული და მმართველობითი ორგანოების ქვედა და შუა რგოლების (ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლების) დიდ ნაწილს, თუმცა ზემო რგოლებში აფხაზები ჭარბობდნენ. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ზუსტად მეორდებოდა მე-19 საუკუნის სცენარი, ოღონდ კიდევ უფრო ფორსირებულად:
ქართველები უგებდნენ აფხაზებს კონკურენციას მშვიდობიანობის პირობებში, სანამ რუსეთი შედარებით ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა. კიდევ ერთხელ დავწერ განსაკუთრებით ჭკვიანებისთვის:
ქართველები უგებდნენ აფხაზებს კონკურენციას მშვიდობიანობის პირობებში, სანამ რუსეთი შედარებით ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა. ამაზე ეროვნული მოძრაობის, სააკაშვილის, ირაკლი წერეთლის და ნუგზარ წიკლაურის მომხრეები იტყვიან ალბათ, რომ რუსეთი ნეიტრალიტეტს კი არ ინარჩუნებდა, არამედ აფხაზებს უჭერდა მხარს და პრივილეგიებს აძლევდაო.
ამ ხალხს არ გაუგია, ეტყობა, ისეთი რამ, როგორიცაა
პოზიტიური დისკრიმინაცია. აი ამერიკა-ამერიკას რომ იძახის ზოგი, მოძებნოს გუგლში პოზიტიური დისკრიმინაცია ან Affirmative action. ეს ნიშნავს უმცირესობის პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებას. სხვათა შორის, ამგვარი პოლიტიკა ტარდება რუსეთის ზოგიერთ რესპუბლიკაშიც. მაგალითად, ადიღეს რესპუბლიკაში ადიღეველები შეადგენენ მოსახლეობის 30 პროცენტზე ნაკლებს, მაგრამ ხელმძღვანელობის 60 პროცენტამდე ადიღეველია, მათ შორის პრეზიდენტიც.
რომ არა ეს პოზიტიური დისკრიმინაცია, ქართველები უბრალოდ "შეჭამდნენ" აფხაზებს, იმდენად დიდი იყო ჩვენი უპირატესობა რიცხოვნობაში, და სხვადასხვა უნარებში. აფხაზები არ გამოირჩევიან შრომისმოყვარეობით და ბიზნესის ნიჭით, ამ მხრივ ქართველებიც კი ბევრად ვჯობნით. )) ამიტომ რუსეთი ბალანსს იცავდა, რომ აფხაზური მოსახლეობა ძალიან არ გაბოროტებულიყო და გამწარებულიყო რუსეთის მიმართ.
როგორც იქნა, მივედით ერგანმომდე (ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა). ესე იგი, დაიწყო ერგანმო. მოხდა 9 აპრილი. იმავე წლის ივლისში აფხაზეთში ხდება სისხლიანი შეტაკებები აფხაზებსა და ქართველებს შორის. რუსებმა გაგვაფრთხილეს: ტავარიშჩი, ბევრს იხტუნავებთ, დაკარგავთ აფხაზეთს. გორბაჩოვმა პირდაპირ უთხრა კაკოის (ასათიანს): გექნებათ პრობლემები ავტონომიებში-ო.
არავინ ყური არ შეიბერტყა. კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმით გაგრძელდა ძიიირს, ძიიირს, ჯოოოს, ჯოოოს და .აშ. კაი ბატონო, არ გინდათ, ნუ გინდათ. დასვეს გამსახურდია და დაახოცინეს ქართველებს ერთმანეთი, მერე აფხაზებს დაახოცინეს ქართველები.
ბოლოს, ეს ნაბოზარი ედიკა, როგორც იქნა, შევიდა დსთ-ში. მას შემდეგ შევიდა, როცა აფხაზეთი თითქმის დაიკარგა და 250 ათასი კაცი ლტოლვილად იქცა. მანამდე ირაკლი წერეთელი, ნოდარ ნათაძე და ლუიზა შაკიაშვილი არ აძლევდნენ ამის გაკეთების საშუალებას. იმელის შენობაში ჰქონდათ წივილ-კივილი და "პარლამენტის სხდომები".
შევიდა ედიკა დსთ-ში, ჩამოვიდა ელცინი 1994-ში, რუსეთმა ცნო საქართველო, დააკვირდით:
საბჭოთა საზღვრებში! დაიდო ჩარჩო-ხელშეკრულება, ოღონდ რუსეთის პარლამენტმა დაიტოვა რატიფიკაციის საშუალება. თუ საქართველო ჭკვიანურად მოიქცევა, გააგრძელებს რუსეთთან დაახლოებას, იქნება შემდეგი ნაბიჯები. არა და თვენს თავს დააბრალეთ.
ახლა რას შვება ნაბოზარი ედიკა, 1972 წლიდან ცრუ-ს აგენტი. ერთი მხრივ, რუსეთთან ცდილობს თითქოს ნორმალური ურთიერთობების დამყარებას, მეორე მხრივ, ჩვეულ ნაბოზრობას და გველობას განაგრძობს.
1995 წელს შევარდნაძემ ჩაიდინა ის, რამაც საქართველო მინიმუმ 20 წლის მანძილზე დაღუპა და გასწირა: ხელისუფლებაში შემოუშვა ე.წ. ჟვანია-სააკაშვილის ჯგუფი. ეს იყო შევარდნაძის ერთ-ერთი უბინძურესი თესლობა, ამ ბანდის მოყვანა ხელისუფლებაში. რაც გაკეთდა ამერიკის უშუალო მოთხოვნით და ზეწოლით. როგორ შეიძლებოდა ან ფანატიკოსების, ავანტურისტების და გიჟების მოშვება ხელისუფლებაში? თავად საცოდავი ჟვანია სააკაშვილს გიჟს უწოდებდა და კარგად იცოდა, რაც იყო. იმიტომაც მიაკლეს.
ან ბოკერია? ბოკერია დღეს არის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი.

ეს არის რაღაც წარმოუდგენელი რამ. პათოლოგიური ტიპი, ფანატიკოსი და ულტრამარგინალი, თალიბანის მსგავსი რადიკალი იყოს პატარა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე.

მაშინ როცა ასეთ ქვეყნებს განსაკუთრებული სიფრთხილე, სიბრძნე, ელასტიურობა და შორსმჭვრეტელობა სჭირდებათ საგარეო პოლიტიკაში.
მოკლედ, რომ არ გავაგრძელო, ყველამ იცის, რაც ჩაიდინა ამ ბანდამ: აფხაზეთი მთლიანად ჩააბარეს რუსეთს და სამარცხვინოდ გასწირეს მიუდგომელი კოდორის ხეობაც კი. სამი ათასი კბილებამდე შეიარაღებული სპეცნაზი თუ სპეცთამილა რომ ჰყავდათ იქ და ეგონათ, სამ დივიზიას შევაკავებთო. მთელი იარაღი დაყარეს და ისე გამოვიდნენ, ერთი პანჩური არ ამოუტყიათ რუსებს და აფხაზებს.
აფხაზეთის დაბრუნების
ეეეეერათდერთი, უერთადერთესი გზა არის რუსეთთან დაახლოების პოლიტიკა. ეს იმდენად ნათელია, რომ ამაზე კამათი უბრალოდ არასერიოზულია. თუ არ გინდათ, აფხაზეთი და გინდათ ევროკავშირის ასოცირებული წევრობა თუ რაც ჰქვია (ნამდვილ წევრობას, რა თქმა უნდა, არ მოგვცემენ

) - მაშინ კი ბატონო. სკაწერწიუ დაროგაო, გვეტყვიან რუსები.
ნუგზარ წიკლაურის ფანები იტყვიან ამაზე ალბათ - როგორო, რუსეთი დაგვიბრუნებს აფხაზეთსო? და ცინიკურად გაიცინებენ და თავში ტყაპუნს დაიწყებენ. არ დაგვიბრუნებს.
პუტინის ან ვინც იქნება, იმისი ბრძანება, რომ დავუბრუნოთ ქართველებს აფხაზეთიო, არ იქნება. მაგრამ აფხაზეთის დაბრუნება მაინც დაიწყება, რუსეთთან მეგობრობის პირობებში. როგორ? ძალიან მარტივად. რუსეთი, როგორც იმპერია, ყოველთვის აწარმოებს მათრახის და თაფლაკვერის პოლიტიკას. დაუპირისპირდები რუსეთს? აგახევს აფხაზეთს. გამოუცხადებ ერთგულებას? დაიწყებს თაფლაკვერის პოლიტიკის გამოყენებას. ყველაფერი ძააალიან მარტივია. რუსეთს აწყობს ბალანსის დაცვა. ის არ ენდობა ბოლომდე არავის, მათ შორის, რა თქმა უნდა, არც აფხაზებს. აფხაზებს რუსეთი აბალანსებს სომხებით. რატომ არ უნდა დააბალანსოს თავის მხრივ სომხებიც - ქართველებით? რას კარგავს ამით? კი არ კარგავს, ბევრსაც იგებს. ქართველებს აჩვენებს რუსეთისადმი ერთგულების სიკეთეს, ხოლო თუ დასჭირდება, იმ დაბრუნებულ ქართველებს ისევ გამოაყრევინებს აფხაზეთიდან. ესეც მათრახის კომპონენტი. ამიტომაც დააბრუნეს თავის დროზე ხალხი გალის რაიონში. ჩვენ რომ თუნდაც იანუკოვიჩის ნაირი პოლიტიკა გვქონდეს, 5-7 წელში, ოჩამჩირეს რაიონშიც, რუსების ნეიტრალიტეტის და თვალის დახუჭვის პირობებში, დაბრუნდება საკმაოდ ბევრი ქართველი - 10-15 ათასიც კი. ასევე კოდორის ხეობაშიც. შემდეგ უკვე გულრიფშის და სოხუმის ჯერიც დადგება. ამასობაში გზებიც გაიხსნება, რკინიგზაც, ამ პირობებში "მცოცავი ანექსიის" განხორციელება კიდევ უფრო გაადვილდება, ეს კი ჩვენ კარგად გამოგვდის. ეს მაინც გამოგვდის.

მაგრამ სანამ სააკაშვილი იქნება, აააააარაფერი არ გამოვა, ბიძიკოოო.

ვისაც უნდა, ნიძლავს დავუდებ, რომ სანამ საქართველო ნატო-კატოს გაიძახის, აფხაზეთის საკითხის გადაწყვეტა არათუ ერთი ნაბიჯითაც ვერ წაიწევს წინ, არამედ კიიიიდევ ბევრი სიურპრიზი გველოდება, მათ შორის შესაძლოა სხვა რეგიონებშიც.
ასეა ეს. ))