აუ, კალათბურთის ტელევიზორში ყურებას რა მუღამი აქვს ვერ ვხვდები... დარბაზში მაგარია, კი ბატონო...
დღეიდან კი საერთოდ აღარ მევასება კალათბურთი...
კახეთში ვარ და მაგარი სუფრაა გაშლილი... მწვადი (წალამზე შემწვარი), ყაურმა, ხაშლამა(ღორის), შოთის პურები, ყველი, მწნილი, თბილისში რო ვერ შეჭამ ისეთი პომიდორი, რქაწითელი (რო იტყვიან მირონივით), "დაჟე" პიცაც

(კახეთშიც შემოაღწია, არადა ამ სოფლის მერე დაღესტანია უკვე)... და 7 საათზე მთელი საკაცეთი აიშალა და ტელევიზორთან გაიქცა კალათბურთის საყურებლად... და კახეთშიც კი იძულებული გავხდი ვირტუალურ სამყაროში შემოვსულიყავი...
ეხლა ველოდები (შორიდან) როდის დამთავრდება...
იმედია მოვიგებთ...
Mens sana in corpore sano...