<< სულ რაღაც თვენახევრის წინ სოხუმის ხელისუფლების "კურორტებისა და ტურიზმის სახელმწიფო კომიტეტის" ხელმძღვანელი ბარციცი იმედოვნებდა, რომ
წლევანდელ ზაფხულს აფხაზეთში შარშანდელზე ორჯერ მეტი - 2 მილიონი ტურისტი ჩავიდოდა. რეალურად კი, 2009 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, წელს აფხაზეთს 30 პროცენტით ნაკლები ტურისტი ეწვია. ექსპერტთა აზრით, ამის მიზეზი სოჭის აეროპორტიდან დასასვენებელი ადგილების სიშორე, საგზურების სიძვირე და ადგილზე ცუდი მომსახურებაა. ამას ემატება მოსკოვი-ადლერის ავიარეისზე ბილეთების საკმაოდ ძვირი ფასი - 15 ათასი რუბლი, რომელიც აგვისტოში, როგორც ვარაუდობენ, 20 ათას რუბლამდე გაიზრდება. >>
ეს არის ციტატა სგაზეთ "24 საათის" სტატიიდან:
http://24saati.ge/index.php/category/news/...07-20/8641.html მე არ ვიცი, რას ეფუძნება ეს ციფრები, მაგრამ წელს ელოდებოდნენ შარშანდალზე 2-ჯერ მეტ ტურისტს, ანუ 2 მილიონს, მაგრამ , როგორც ჩანს , შარშანდელთან შედარებით 30%-ით ნაკლები ტურისტი შევაო. ანუ 700 000. გინდა 1 მილიონი თქვი, გინდა 700 000. ერთიბეწო აფხაზეთისთვის უზარმაზარი რიცხვია და ამ სტატისტიკიდან გამოდის, რომ აფხაზეთში პირდაპირ ყვავის ტურიზმი.
This post has been edited by gimmelle on 24 Jul 2010, 10:56
Nihil nobis metuendum est, praeter metum ipsum.