მიხეილ მაჭავარიანი - მოქალაქეებს კარგად უნდა განემარტოთ, რომ პუტინის კეთილგანწყობის სანაცვლოდ, ხელისუფლება ტერიტორიული მთლიანობის საკითხს არ გაცვლის
19:42 26-07-2010
პარლამენტის პირველი ვიცე–სპიკერის მიხეილ მაჭავარიანის აზრით , საქართველოს მოქალაქეებს კარგად უნდა განემარტოთ, რომ პუტინის კეთილგანწყობის მოპოვების სანაცვლოდ, ხელისუფლება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხს არ გაცვლის.
ამის შესახებ მიხეილ მაჭავარიანმა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების კომენტირებისას განაცხადა.
კვლევის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეების 58% მხარს უჭერს საქართველოს რუსეთთან დიალოგს. მიხეილ მაჭავარიანის თქმით, მოსახლეობას კარგად უნდა განემარტოს, რომ რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებამდე და ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაციამდე, საქართველო რუსეთთან მიმართებაში პოზიციასა და პოლიტიკას არ შეიცვლის.
მისივე განცხადებით, ის პოლიტიკოსები, რომლებიც რუსეთში ჩადიან, ამბობენ, რომ აღნიშნულ საკითხებზე საუბარი მათი საქმე არ არის. "თუმცა, ქართული მხარე ვერაფერში გაცვლის პუტინის კეთილგანწყობის მოპოვების სანაცვლოდ ტერიტორიული მთლიანობის საკითხს", – აღნიშნა მიხეილ მაჭავარიანმა.
რაც შეეხება ზოგადად კვლევას, რომელშიც მოცემულია მოქალაქეების დამოკიდებულება როგორც საგარეო პოლიტიკისადმი, ისე საშინაო პრობლემებისადმი, მიხეილ მაჭავარიანი ამბობს, რომ ეს კვლევა ხელისუფლებისთვის მიმართულების მიმცემია, ნათელს ხდის, თუ რა მიმართულებით მოითხოვს ქვეყანა ცვლილებებს.
http://new.interpressnews.ge/ge/politika/1...ar-gacvlis.html
პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ხანდახან მეც კარგი მამაძაღლი ვარ.
დაე, მე მოვკვდე ღია თვალებით...
მიგელ დე უნამუსო ლიც-დონ-გიჟ-ჟუანი.