რა მოხდება 2013 წელს? ადრე მეგონა ეს არავინ იცოდა, ერთი კაცის გარდა. გუშინ იმ ერთმა კაცმაც, არ ვიცი და არც მაინტერესებსო...
http://new.interpressnews.ge/ge/politika/1...bebi-misca.html2013 წლის ფაქტორის ზეგავლენით ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრში არაერთი მოულოდნელი ცვლილება შეიძლება მოხდეს. კონსტიტუცია შეიცვლება. ახალი სახეებისა და იდეების მოზღვავება მოსალოდნელი არ არის - სამაგიეროდ, ძალების გადანაწილება-გადაჯგუფების უამრავი ვარიანტი არსებობს.
ერთ ვარიანტს მეც შემოვაგდებ... ცოტა პროვოკაციულს (ამიტომ ჩემს პირად სურვილებთან ნუ გააიგივებთ

):
როგორც საქართველოს ”დემოკრატიული იმიჯის”, ისე რეალური დემოკრატიის თვალსაზრისით, ამჟამინდელი პრეზიდენტის გაპრემიერება წამგებიანია.
მაგრამ დემოკრატია იმ შემთხვევაშიც იზარალებს, თუკი ასეთი გავლენიანი ფიგურა ჩრდილში გადაინაცვლებს, და კულისებიდან, უხილავი ძაფების მეშვეიბით შეეცდება სიტუაციის მართვას? უმჯობესია, საჯარო პოლიტიკაში დარჩეს, თანაც ისეთ როლში, რომელიც მეტნაკლებად მის პოლიტიკურ წონას შეესაბამება. რა როლზე საუბარი? ოპოზიციის ლიდერისა.
ამ მოდელის აღწერა ინგლისური პოლიტიკური ”ბრენდების” მეშვეობით შეიძლება:
მმართველი პარტია - პირობითად, ”კონსერვატიული პარტიის” სახელით: ხერხემლისა და ზარბაზნის უღვთო ალიანსი + ღვთისნიერი ქრისტიან-ჟურნალისტები. ანუ, ეტატისტურ-მონეტარისტული მენეჯმენტის კოალიცია ზომიერ მართლმადიდებელ იაპებთან. ბლოკის ამომრჩეველი: ქართული ”საშუალო კლასი”.
პრემიერი - მაგ., გიორგი ვაშაძე.
ოპოზიცია - მიხეილ საკააშვილის ლიდერობითა და ”დამტრყმელი” გუნდით, პლიუს ლეიბორისტების წვრილფეხობა, მინუს ლეიბორისტების ამჟამინდელი ბელადები. არ გაგიკვირდეთ: მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ღარიბია, მისი შეგნება პატერნალიზმისა და ”სოციალური დარვინიზმის” დოგმებს შორისაა გახლეჩილი. ეს იქნება New Labour-ს ანალოგი - ტეტჩერიზმით მოჯადოებული ხელმძღვანელობითა და ძველი სოციალისტური ინსტინქტების მქონე ამომრჩევლებით.
მთავარი კითხვა: რატომ და რისთვის? იმიტომ რომ სხვა პოლიტიკოსები არ იშოვება. როლების უჩვეულო გადანაწილებამ კი ნაცნობ გარემოშიც ახალ დინამიკა შეიძლება შექმნას.
ჩემი აზრით, აღწერილი კონფიგურაცია
ხელს შეუწყობდა საქართველოში ეკონომიკისა და ცხოვრების დონის უფრო წრაფ ზრდას - ანუ, ამ ეტაპზე ქვეყნისთვის უმთავრესი პრობლემის გადაჭრას.
გვეყოლებოდა ამბიციური, მიმწოლი, მაგრამ ”სისტემური” (არადამანგრეველი) ოპოზიცია და ცივსისხლიანი, ტექნოკრატიული მთავრობა, რომელიც იძულებულია ოპოზიციურ პრესინგს რეალური შედეგები დაუპირისპიროს - მკაცრი ეკონომიკური პრაგმატიზმი ქრისტიან-დემოკრატების ”გამართული ქართულის” სალბუნით.
ამ ყველაფერს დავამატოთ რესპუბლიკელები (ან მათი რაიმე კლონი), როგორც ბრიტანელი ლიბერალ-დემოკრატების შესატყვისი - ხელისუფლების სათავეში მოსვლის უნარს მოკლებული პარტია, რომელიც ამავე დროს, ფრიად სასარგებლოა ორპარტიული სისტემის დაბალანსებისთვის. (სხვათა შორის, გადავამოწმე, და ზუსტად გამირტყია: რესპუბლიკური პარტია სწორედ ”ევროპის ლიბერალურ-დემოკრატიული ალიანსის” წევრია.)
ვის მისცემს ხმას დღევანდელი (უფრო სწორედ, 2007-2009 წლების) ოპოზიციის მხარდამჭერი ფენა? ვფიქრობ, განაწილდებიან: ცოტა სნობი ტიპები - სახელისფლებო ”კონსერვატიულ პარტიას” (ქრისტიან-დემოკრატების "მეტყველების კულტურის" ხათრით), ცოტა მოუსვენარი, სოციალური პოპულიზმისკენ მიდრეკილი ნაწილი კი… მიშას

(რაკი ოპოზიციაში იქნება, აღარ გაუტყდებათ).
პარლამენტში - არანაირი ევროპული ამფითეატრი ან, მით უმეტეს, ის პარტიულ-სამეურნეო აქტივის სხდომათა დარბაზი, რაც დღეს გვაქვს. მხოლოდ და მხოლოდ ღია, ცალსახა და მკვეთრი გამიჯვნა: მმართველი პარტია და ოპოზიცია ერთმანეთის პირისპირ, დაუნდობელი სიტყვიერი პაექრობით, ხმაურით, ბრახუნითა და ა.შ. - ანუ ვესტმინსტერის ყველა დადებითი თვისებით.
ცერემონიული პრეზიდენტი: თუნდაც ნანი ბრეგვაძე - რა მნიშვნელობა აქვს?!
აბა... რას იტყვით?