ჯერ გავითვალისწუნე, შემდეგ კი მაინც გავითვალისწინე ლიკა-ხატიას ადრინდელი შენიშვნა.
აქვე დავდებ ცოტა ხანში.
ეხლა კი ეს (ჩამატება):
მიშამ თქვა : ამ ჩვენს ვეროჩკას, ვერც თვალს, ვერც ტანს, ვერც წონებსა,
ეგ ბანძი ოპოზიცია ვერაფერს დაუწონებსა !
ავდგეთ და აგი დავნიშნოთ ეკონომიკის მინისტრად,
მერმე სასწავლოდ გავუშვათ ამერიკაში მაგისტრად.
ჩვენი ბატონი მიშიკო არც თუ პატარა გურჯია,
მინისტრად ვერა დაგვისვა, დაჰკრა ხელი და გვირჩია :
ვერაჩკას გამოვუწერე ცნობა ხელშეუკარების,
ციხეში ჩავსვამ ვინც ვერას თითსაც კი დააკარების !
ეს რომ ვეროჩკამ გაიგო თავი ასწია მაღლა და
გვაუწყა : ეს ისტერია თქვენ გქონდეთ ამალგამადა !
ცნობას დამზირა და გვითხრა : დამფრთხალო ჩიჩილაკებო,
აწ ამდენს ვერ გამიბედავთ, გესმით, თქვე, გურჯულაკებო !
აქ ჩამოგიყვანთ პროტესტით აფხაზეთ-სამეგრელოსა,
და თუ წავედი, სხვა მოვა, ტურფასა საქართველოსა !
რად აღარ მიქებთ ტან-ფეხსა, თვალ-წამწამს, ვერ საკარებსა,
ვერავინ თქვენს ბრალდებებში ვერ გამოიტანს აზრებსა.
ერთს რომ გავივლი, კაცების ზანზარი გააქვთ შარვლებსა,
სულ რვიანებს ვარტყმევინებ რუსთაველს მიმავალებსა.
მიშამ კი სერვანტზე დამდო, ტკბება მზერითა ჩემითა !
სულ ერთიანად მოგდღანით თქვენც და კეთილნიც თქვენიცა !
დიპლომი მაქვს თუ არა მაქვს, ჩემი საქმეა ეს, ვფიცავ,
ეკონომიკის საფუძვლად უნდა დაწესდეს აქ პიცა !
ეგ ჩემი პიცის დიპლომი დაიკიდ-დაიჩურისეთ,
ისეთი მძიმე ჩარჩო აქვს, შეგცემთ, დაგასაჭურისებთ !
პიცას ნუ ურევთ ხაჭაპურს, იტალიური რამ არის,
ეს თქვენ ხართ შთამომავლები დიდი ილიას, თამარის ?!
მსოფლიო პიცას ეტრფობა, უოლ-სთრითი, გინდ მანატანი,
კეჩაფი, პეპსი, ბურგერი, ხორცი შუაგულ ნატანი...
ჩემს ცოდნა-გამოცდილებას რაღა თქვენ იკლებთ სიცილში?
უდიპლომობას გეთაყვა, რაღა მე მწამებთ თქვენ ცილში?
პიცაა კრიტერიუმი საზომად დაბალ გონეთა ?!
მაშ ეს ბინძური ჭორები, რა ჩემს ღლედ მოიგონეთა ?!
მჭამელნო ხაჭაპურისა, დაგივსოთ თვალი ამ პიცამ ?!
ბრძანა და ჩაიკისკისა ვერაჩკა მანიკენშიცამ.
- უძველეს დროში ხორბალი ჩემს პაპათ დაუთესიათ,
ამიტომ მე, ქობალია, დღეს გევლინებით მესიად!
* * *
დასაწყისი აქ :
ვერა ქობალია. ერთიანი (დროებითი) თემა.ისე, ხომ არ დამეწერა პოემა მიშაზე ვარდებიდან დღემდე ?
ჰა ?
მიშა, ვანიჩქა თუ არ გემეტება, დამსვი პოეზიის მინისტრად მაინც და ისეთ ლექსებს გიძღვნი, ოპოზიცია სულ გაიხიზნოს საქართველოდან...
ხალხო, სივი-ში ტექსტს სტრიპტიზის სურათებიც თან დავურთო ?
დიპლომები წარმოვაჩინო თუ ვმალო ?
სერიოზულად კი იმას დავამატებ, რომ ვერას მხარეზე ვდგები, მგონია, რომ შურიანობის ელემენტები უფროა, ვიდრე ჩვენგან ვითომ საქართველოზე ზრუნვის სურვილი. ვინც არ უნდა დასვა ეკონომიკის მინისტრად, მიშას საქართველოში ეს დარგი ვერ აყვავდება. მიშაა ყველაფრის მინისტრი და მიტომ. ისევ ვერა მირჩევნია იმ სხვას, ვინც მიშას აქვს სათვალავში. ეს ლამაზი მაინცაა და გაქცეული მეგრელის მობრუნებაც შეეძლება, საყველ-პურო, ჩემს სასიამოვნოდ. ვოტ ტაკ !
This post has been edited by badriko on 1 Aug 2010, 20:47