#20942283 · 2 Aug 2010, 13:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Junge19
| QUOTE | | და რომელი კანონის მიხედვით იბეჭდება საქართველოში მიმდინარე არჩევნებზე ბიულეტინები სომხურ ენაზე? |
ამ ფრაზის მნიშვნელობა გაუგებარია?
| QUOTE | | რაც კანონით აკრძალული არ არის, ყველაფერი ნებადართულია. |
იქნებ გადაიკითხო კიდევ ერთხელ.
| QUOTE | | შენ დიდი პრეტენზია გამოთქვი ურეკში გავრცელებულ სომხურ წარწერებზე და თქვი რომ ამით კანონი დაირღვა,რადგან ქართული წარწერა მაინც უნდა ყოფილიყოო. |
დიახ, რადგან დანამდვილებით ვიცი, რომ კანონი პირდაპირ არეგულირებს კომერციულ თუ სარეკლამო წარწერებს.
| QUOTE | | აქ სად ხედავ ქართულ წარწერას და რატომ არ აკრიტიკებ მმართველი პარტიის მიერ კანონის დარღვევას? |
აკი თავიდანვე ვიკითხე - კანონი როგორ არეგულირებს საარჩევნო მასალების ენობრივ მხარეს-მეთქი? ამაზე პასუხი არ მიმიღია. თუ ზუსტად არ იცი, თქვი და მეცა და სხვამაც ეგებ მოვძებნოთ რამე. მაგრამ არც დაინტერესებულხარ, რეგულირდება თუ არა კანონით, ეგრევე დოინჯი შემოირტყი და პრეტენზია გამოთქვი. კი ბატონო, არ არის სასიამოვნო სანახაობა, მაგრამ თვალს თუ ფართოდ გავახელთ, მაგ პლაკატის არსებობას არასასიამოვნო რეალობა უდევს საფუძვლად. სამართლებრივი მხარე კი ჯერჯერობით გაურკვევლად გვაქვს დარჩენილი. ამიტომ ვერც მოვიწონებ და ვერც დავგმობ მაგ თვალსაზრისით. პოლიტიკური თვალსაზრისით კი მოგახსენე უკვე.
| QUOTE | რა თქმა უნდა,ხოლო ამ მემკვიდრეობისათვის გაფრთხილება მოქალაქეთა კავშირისა და ნაციონალების დამსახურებაა... უკვე 7 წელია ეს პარტია მართავს საქართველოს,მანამდეც ესენი იყვნენ მაგრამ სხვა სახელით, ჰოდა ააშენონ 25 000 000-იანი ხიდები,ხოლო ენის პრობლემა ისებ საბჭოთა კავშირს დააბრალონ... |
შენს გასანაწყენებლად არ ვამბობ, მაგრამ სსრკ-ის დაშლის შემდეგ შენმა მსგავსმა მეტისმეტად პატრიოტებმა, ეროვნულ-პატრიოტული მიზნების მომიზეზებით რაც დამართეს საქართველოს, იმიტომაც დასჭირდა მერე მეტისმეტი ფერება ეთნიკურ უმცირესობებს.
მერე კიდევ, კონკრეტულად ამ ხელისუფლებისთვის დაბრალება, რომ იმ რეგიონებში ქართული ენის სწავლის საკითხი დაიკიდესო - ან უცოდინრობაა, ან შეგნებული სიცრუე. დიახ, ვარსკლავები არ მოუწყვეტიათ, მაგრამ ნამდვილად ეცადნენ და ცდილობენ.
This post has been edited by Geronti on 2 Aug 2010, 13:51
--------------------
ეს საიტი გინახავთ? http://gmirebi.ge/
|