მოვესწარით. ევროპის არხით, არტეზე, ეხლა ფილმია აგვისტოს ომზე. აქედან უნდა იყოს : arte.tv
ჯერ ნინო კირთაძის მასალებია
შემდეგ კი მისი ვიდეოკრიტიკა, დაკვეთილი რუსების მიერ გერმანიაში.
აგერ ბატონო ვიდეო:
http://www.arte.tv/fr/Comprendre-le-monde/3343534.html#0http://www.arte.tv/fr/70.htmlნუ გგონიათ პროქართული, ჯერ ვითომ ჩვენს მხარეზე არიან, ჩვენ გვალაპარაკებენ, მერე კი დაგვცხებენ და დასკვნასაც პრორუსულს გამოიტანენ, ჩვენ კი ტყუილსა და თავის მსხვერპლად მოკატუნებაში "გვამხელენ.
ცუდია, რომ ჯერ ქართული ვერსია დადეს.
მერე რუსული ვერსიაა და ასეთივეა "ევროპული" დასკვნაც.
საქმე ისაა, რომ საქართველოა გახლეჩილი და კიდევ ვითომ ორ აზრს გვიჩვენებენ ართეთი.
მაშ, ჯერ იყო პირველი ფილმი, სადაც ჩანს, თუ როგორ ემზადება მიშა საინფორმაციო ომისათვის. აჩვენებენ დიდი ზუმით მიშას პირს ტელევიზიის წინაშე გამოსვლისას, სადაც მიშა ამბობს სიტყვას რუსთ აგრესიაზე. შემდეგ კი მიშას სატელეფონო საუბრებს, თუ როგორ ემზადება არჩევნებისთვის.
ეხლა კი გადის მეორე დოკფილმი საინფორმაციო ომზე.
აქ სინანულით ამბობენ, რომ ეს საინფორმაციო ომი მოიგო თბილისმა, რადგან დაიქირავა დასავლეთის მედიის წარმომადგენლები, სააგენტოებიო, ხოლო რუსებმა კი არაო. ასე გაგვაიდიოტეს ქართველებმა ჩვენ, ჟურნალისტები, დასავლეთიო. გერმანელების გაკეთებული ფილმებია, ფრანგებიც ჩანან მანდ.
შემდეგ ამბობენ :
ამიტომ დასავლეთმა მოუსმინა თბილისსო, ხოლო მეორე მხარეს კი არაო.
მოკლედ, ვერ მოვუსმენ, ნერვები მომეშალა : მსხვერპლი ჩვენა ვართ და კიდევ ჩვენ გვამტყუნებენ.
(აი, ბატონო ტელიავინის დასკვნის შედეგიც).
აჩვენეს ის გრადები, თბილისმა რომ დაუშინა ცხინვალს, რასაც მოყვა ქალაქის აღება. გვიჩვენეს ოსი დაზარალებულებიც.
აბა, მონახოს ეს ფილმი რუსთავი2-მ და გადასცეს ჩაუჭრელად, გულს "გაგიხარებთ".
მოკლედ, ტენდენციაა, ჩვენ გაგვაშავონ, რუსები და ოსები კი გაათეთრონ.
ქართველებს ოფიციალურმა თბილისმა ტყუილების გროვა აჭამაო, არწმუნებენ, რომ კორუფცია საერთოდ მოისპოო. თბილისში ჩავიდნენ : ბუში, მერკელი, სარკოზი, სხვებიც კი, ზოგს ნატოში მიღებაც კი უნდოდაო საქართველოში.
მიშამ ოპოზიციას და "იმედი"ს წინააღმდეგ ძალა გამოიყენაო.
გამოვიდა სალომეც,
ეხლა იაკობაშვილი ამბობს რაღაცას, თავს იმართლებს, ჩვენ პირველებმა არ ვისროლეთ, რუსული ტანკები გავაჩეროთ მხოლოდო.
დიქტორი წყვეტს თემურის ნათქვამს და ამბობს, ტყუილს ამბობსო, რუსული ტანკები თბილისურ არტილერიამდე არ იყო საქართველოშიო.
უჩვენებენ დანგრეულ ცხინვალს და ეს მოხდა ქართველი ჯარის გამოსვლის მერეო. ქართველებმა აქ მხოლოდ საცხოვრებელი სახლები დაანგრიესო.
ეს ომი მიშამ დაიწყო სამხედრო სასწავლო მანევრების დამთავრებისთანავე და ამ მანევრებზე ამერიკელებიც ჰყავდაო მიშას ჩუმად მოყვანილი.
უბრალო ოსებს ორი ოსეთის გაერთიანება უნდათო.
რუსებმა გვიშველესო.
თუმცა ისიც თქვეს, რომ მოსკოვური ფულადი დახმარებიდან არაფერი მიიღეს ქართველთა მსხვერპლმა ოსებმაო.
იმის გამო, რომ ცხინვალი დაანგრიეს ქართველებმა, ცხინვალელი ოსები მოვედით და ქართული სოფლები დავანგრიეთო, ამბობს ვინმე ოსი.
არტეს კომენტატორი კი გვმოძღვრავს : ეს რუსმა ჯარებმა არ იცოდნენ, ისე მოხდა ქართული სოფლების დანგრევაო.
არტეს კომენტატორი "ობიექტურობასაც" მიმართავს : ქართველთა სტუმართმოყვარეობა ლეგენდარულიაო.
საინფორმაციო ომი კი გრძელდება ორივე მხრიდანო.
ქართველები პუტინის ტელეგამოსვლისას პუტინის თავს ჰიტლერით ცვლიან, რუსები კი ქმნიან ფილმს, რომ თითქოს ქართველი მილიცია ოსების მოსაკლავად ემზადებაო.
ვნახოთ, როდის დაზსრულდება ეს ინფორმაციული ომიო.
ისე, უფრო სეპარატისტებს უჩვენებენ, ალაპარაკებენ. ქართველებსაც, მაგრამ ისეა გაკეთებული, უცხოელმა უფრო ჩვენ რომ გაგვამტყუნოს.
მოკლედ, ვერ ვუყურებ რა ბოლომდე,
This post has been edited by badriko on 4 Aug 2010, 03:02