არ არის ეგრე კომრად,
ხუბუას ადრე ვიცნობდი, რევოლუციამდე (

).
სამართლის ინსტიტუტში იყო (ჯერ მეცნიერ-მუშაკი, მერე რაღაც მიმართულების ხელმძღვანელი, მერე დირექტორი), ახალგაზრდა იურისტებში კითხულობდა ლექციებს, უნივერისტეტშიც (როინის) და ა.შ.
ნორმალური ტიპი იყო, ნორმალური სამეცნიერო ბაზა და საკმაოდ კარგი საერთაშორიოს კონტაქტები ჰქონდა.
სამეცნიერო სტაჟირებაზე იყო რამდენჯერმე ნამყოფი გერმანიაში და
სხვა თუ არაფერი ელინეკი და კელზენი მაინც ჰქონდა ორიგინალში წაკითხული.
ერთი სიტყვით იმის თქმა მინდა, რომ 0 ნამდვილად არ ყოფილა.
არც მოვლენა არ იყო რა თქმა უნდა ქართულ მეცნიერებაში (მოვლენა ვინ არის? არის ვინმე კი?).
ანუ იყო ერთი საკმაოდ მიზანდასახული და საქართველოს პირობებში საკმაოდ კარგი სამართალმცოდნე/მეცნიერი.
ეს იყო გია ხუბუა 2002 წლამდე.
ახლა როგორი რექტორი იყო, მენეჯერი, როგორ ჩაატარა კონკურსები, ტენდერები და ეკონომიკურ საკითხებს როგორ მართავდა არ ვიცი.
თუმცა უნივერისტეტის სტაფს გადავხედე ამ ბოლო ხანს და მამენტ ყველა ნორმალური ვინც იყო როინის უნიშI - დარჩნენ და დაჟე დაწინაურდნენ.
ახლა ოდიოზური ფიგურები წიპა ვალიკო მეტრეველი, მერაბ ვაჩნაძე, ამირან გომართელი, ხუროძე და კიდე რამდენიმე ჩრდილოვანი "ფულის მღუნავი" გაყარეს.
ეგენი გასაყრელები იყვნენ.
სხვა საქმეა, რომ ვინ დატოვეს და ვინ მოიყვანეს?
ან საერთოდ კარგ სპეციალისტს საქართველოს მეცნიერება/განათლებაში საიდან მოიყვან?
ვინც მეტ-ნაკლებად ნორმალურია - ის საქართველოს განათლება/მეცნიერების სისტემაში არ გაჩერდება, წავა ევროპა/ამ,ერიკაში. უნდა იცოდე შენ მგონია საკმაოდ ახლო მაგალითებიდან (

).
ანუ გვინდა თუ არა ცუდსა და უარესს შორის უნდა იყოს არჩევანი.
ჰოდა ახლა ცუდს დასვამ თუ უარესს პროფესორად დიდი განსხვავება არ უნდა იყოს.
xronopi