sexi-bicola
სექსი-ბიცოლები ვჭამოთ?

        
ჯგუფი: Members
წერილები: 42669
წევრი No.: 24050
რეგისტრ.: 5-October 06
|
#20998137 · 5 Aug 2010, 23:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
_ ნინო, როგორ შეცვალა შენი ცხოვრება პრეზიდენტმა და რამ განაპირობა შენი მისდამი ასეთი დიდი სიყვარული? _ კარგად მახსოვს, 90-იანი წლები, შიმშილი, სიცივე, უშუქობა ქურდობა, ყაჩაღობა შეიარაღებული ბანდების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის დაწიოკება ჩვეულებრივი მოვლენა იყო. დღემდე გულში მაქვს ჩარჩენილი, საახალწლო ზეიმზე სკოლა რომ დამიცხრილეს და გოზინაყზე ნასწავლი ლექსი ვერ მოვყევი. ჩემს უბანში განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია იყო. ნაძალადევში ვცხოვრობ, აქ პოლიციელებიც კი ქურდული ტრადიციების მიხედვით ცხოვრობდნენ. ხუდადოვის ქუჩის ბოლოს მათი ბლოკ-პოსტი იდგა და ყველა სამარშუტო ტაქსს ავლა-ჩამოვლაზე ფულს ართმევდნენ, გასდიოდით და იმიტომ... 16 წლის ვიყავი, პირველად კორუმპირებულ ადამიანებთან რომ მომიწია შეჯახება. პოლიციის სამართველოში, პირადობის მოწმობის ასაღებად მისული საშინლად გამაწამეს, წინ და უკან მარბებნინეს, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას ჯიბეში 15 ლარი არ ჩავუდე. Aახლახანს კი პასპორტი ყოვეგვარი პრობლემის გარეშე ავიღე. სააკაშვილმა ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დაიწყო რეფორმების განხორციელება, მენტალურადაც კი შეცვალა ხალხი. ადრე გოგონებს ქურდული მენტალობის, ნარკომანი ბიჭები მოსწონდათ, ახლა მათკენ აღარავინ იხედება. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ნახალოვკელი ბიჭი ხმამაღლა იტყოდა _ ქურდობა არ მინდა, პოლიციელი ან სამხედრო უნდა გავხდეო.
_ სააკაშვილი იმიტომ გიყვარს, რომ ქვეყანაში რეფორმები გაატარა თუ როგორც მამაკაცი ისე გხიბლავს? _ როგორც მამაკაცი ისედაც მხიბლავს, მაგრამ ჩემი ყურადღება თავისი რეფორმებით მიიპყრო. გახსოვთ, იუსტიციის მინისტრი რომ გახდა და ამ უწყების შესასვლელში ფორმიანი დარაჯები დააყენა? თავი ევროპაში მეგონა... სხვათა შორის, მე ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვინც რეფორმებს შეეწირა. ეკონიმიკის სამინისტროში, კახა ბენდუქიძესთან ვმუშაობდი. მართალია შემცირებაში მომაყოლეს, მაგრამ მაშინაც ვამბობდი და დღესაც იმ აზრზე ვარ, _ ეკონომიკის სამინისტროში ძალიან კარგი, დროული და საჭირო რეფორმა გატარდა. ზოგიერთებივით არ დავბოღმილვარ, სწვალა გავაგძელე, მარკეტინგი შევისწავლე. მერე საბაჟოზე დავიწყე მუშაობა, მაგრამ იქაც შემცირებაში მომაყოლეს და თითქმის 2 წელი უმუშევარი ვიყავი.
_ მიხეილ სააკაშვილომა როგორც მამაკაცმა, რითი მოგხიბლა? _ მისი ყველაფერი მომწონს, სიმაღლე, გარეგნობა, მანერები, სპორტული სტილი.
_ სპორტული სტილი? _ დიახ სპორტული სტილი. ვარჯიშობს, ტელეკომპანია `კავკასიამაც~ ხომ გაავრცელა შემთხვევით გადაღებული კადრები, სადაც ის ტრენაჟორებზე ვარჯიშობს. გარდა ამისა, მე ისიც ვიცი, რომ კარგად ცურავს, ფრენბურთს თამაშობს, ციგურებზე სრიალობს, თხილამურებზეც კარგად დგას. მისი ფიზიკური აქტიურობა ჩვენი ახალგაზრდებისთვის კარგი მაგალითია. სააკაშვილი სიგარეტით ხელში რომ დავინახო ალბათ გავგიჟდები.
_ მისი ჩაცმის სტილზე რას იტყვი? _ ძალიან კარგი სტილი აქვს. ქართველ მამაკაცებში, ქურდული ტრადიცის გავლენით, ძირითადად შავი პერანგით, შავი შარვლით, შავი ლაკის ტუფლებით დადიოდნენ, ცხვირსახოციც კი შავი ჰქონდათ, მათ ფონზე ვარდისფერ მაისურსა და მწვანე შარვალში გამოწყობილი სააკაშვილი არაორდინალური გამოჩნდა.
_ ე.ი. თუ მე შავი ფერის სამოსი უფრო მომწონს ვიდრე, მწვანე ან ვარდისფერი, ეს ქურდული ტრადიციის გავლენაა? _ (იცინის) არა, მე მამაკაცები მყავს მხედველობაში. მე არც იმას ვამბობ, რომ ვისაც შავი ფერის სამომი აცვია, ყველა ქურდული ტრადიციის მატარებელია, უბრალოდ ეს სტილი ადრე იყო მოდაში., ქართველები კი ბუნებით კონსერვატორები ვართ და სიახალეს ძნელად ვეგუებით
_ ევროპელი ლიდერებზე რას იტყვი, მწვანე შარვლებით და ყვითელი, ან ვარდისფერი პერანგებით არც ისინი დადიან. _ სხვათა შორის, მაგაზეც მიფიქრია... ოფიციალური შეხვედრების ფოტოებზე ჩვენი პრეზიდენტი სხვებისგან ყოველთვის გამოირჩევა, როგორც სიმაღლით ისე, ჩაცმის სტილით. თავისი გარეგნობით და მანერებით ის ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. მგონია, რომ ჩვენს ქვეყანას ასე სჭირდება. იცით ის რუსებს რატომ სძულთ? არაფრისგან სახელმწიფო შექმნა. ისე ქართველები რა უცნაური ხალხი ვართ, რამდენიმე დღის წინ ჩემთვის ფვიქრობდი, ხომ შეიძლება, როგორც სხვა ქვეყნებში, ჩვენთანაც იყიდებოდეს სუვენირები _ პრეზიდენტის გამოსახულებით-მეთქი? ეჰ, ვინ გაბედავს აქ ამის გაკეთებას, ოპიზიცია ერთ ამბავს ატეხავს...
_ მარტო ოპოზიცია? _ არამარტო ოპოზიცია, ხალხიც, იტყვიან ესეც სააკაშვილის ბიზნესიაო.
_ სააკაშვილის სურათების შეგროვება რამ გადაგაწყვეტინა, სუვენირების არ იყოს, ისიც ერთ შვენიერ დღეს მოიფიქრე? _ დაახლოებით ასე იყო: ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩინე, რომ სააკაშვილის სიყვარულით 50 სურათი დამიგროვებია. ვიფიქრე, რადგან ამდენი სურათი მაქვს მოდი კოლექციას შევაგროვებ-მეთქი და 7 თვეში უკვე 1200 ფოტო მქონდა. მისი პოლიტიკური მოღვაწეობის ყველა პერიოდის ამსახველი ფოტო მაქვს, _ დაწყებული კმარას აქციებიდან დამთავრებული ამ ბოლო კვირაში სამინისტროებში ვიზიტით.
_ ის ფოტოც გაქვს, მიწაზე რომ ფოფხავს ან ჰალსტუხს რომ ღეჭავს? _ შენ წარმოიდგინე, მაქვს. ჩემი პრეზიდენტი ისეთი მიყვარს როგორიც არის. მე თუ მკითხავთ მისი საქციელი ორივე შემთხვევაში ადეკვატური იყო. როდესაც ქვეყანას გიბომბავენ, უნდა ინერვიულო აბა რა უნდა ქნა? ასეთ დროს შეიძლება ჰალსტუხიც დაღეჭო... რაც შეეხება, გორში გადაღებულ კადრებს, მე ისიც კი გამიკვირდა, იქ რომ ჩავიდა... ამ ხალხს მთავარსარდალი ცხენზე ამხედრებულ, ხმალ ამოღებული დევგმირად წარმოუდგენია, ახლა სხვა დროა...
_ გორში, სააკაშვილთან ერთად კუშნერიც იყო, მაგრამ ის არ გაქცეულა... _ კიდევ კარგი, რომ სააკაშვილი გაიქცა. როგორც გავიგე, საფრთხე მართლაც საკმაოდ რეალური იყო. Dდა დაცვამაც სწრაფი და სწორი რეაგირება მოახდინა . ძალიან მაინტერესებს, მსგავს სიტუაციაში ის ხალხი როგორ მოიქცეოდა, ვინც სააკაშვილს მშიშარად მიიჩნევს? მე ერთი რამ ვიცი, ქვეყანა ოკუპირებულია, მაგრამ მაინც ვითარდება... ეს კი სააკაშვილის დამსახურებაა. ადამიანმა, რომელმაც ამდენი კარგი საქმე გააკეთა, სულაც არ არის საკუთარი თავით კმაყოფილი, ძალიან თავმდაბალი, უბრალო ადამიანია. მისი რეზიდენციის გახსნაზე შემთხვევით აღმოვჩნდი. იქ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ძალიან უშუალოა. _ რეზიდენციის პრეზენტაციაზე შემთხვევით როგორ აღმოჩნდი?
_ `ფეიბუქიდან~ დაპატიჟეს ხალხი, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მომივიდა მეილით მოწვევა თავიდან ხუმრობა მეგონა, მაგრამ მაინც წავედი. ძალიან გამიხარდა, როდესაც დავრწმუნდი, რომ მართლა დაპატიჯებული ვიყავი.
_ შენი აზრით, სააკაშვილს რაიმე ნაკლი თუ აქვს? _ მიჭირს ამის თქმა (ფიქრობს) რა არ მოწმონს იცით? რეფორმები რომ შეაჩერა. იმედი მაქვს, ეს პაუზა დროებითია. ძალიან მომწონს, რომ იუმორის გძრნობა აქვს. ვაფასებ იმასაც რომ ტირილი შეუძლია. ერთხელ ნოდარ ქუმარიტაშვილის გამო იტირა, ერთხელ მოხუცი პენსიონერი შეეცოდა.
_ მის ტირილზე შენ რა რეაქცია გაქვს, დამშვიდების სურვილი ხომ არ გიჩნდება? _ სიამოვნებით დავამშვიდებდი. _ როდესაც მის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები იმართებოდა, შენი სულიერი მდგომარეობა როგორი იყო? _ ძალიან მშვიდად ვიყავი, ვიცოდი რომ ოპოზიცია,თუნდაც გარე ძალებიდან მართული ვერაფერს მიაღწევდა. ეს თავად ხელისუფლებამაც იცოდა და ამიტომაც "აიგნორებდა".
_ ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს რომ `აიგნორებდა~ მოგწონდა? _ სხვათა შორის, მე ვფიქრობდი, რომ აქციის ორგანიზატორები უნდა დაეჭირათ. საშინელება იყო... გახსოვს, რას დაამსგავსეს განახლებული თავისუფლების მოედანი? პუშკინის სკვერი სანაგვედ აქციეს, ახალგარემონტებული მიწისწვეშა გადასავლელი სულ მიანგრ-მოანგრიეს.
_ 7 ნოემბერს ხალხი რომ დაარბიეს, მაშინ რას ფიქრობდი? _ ვფიქრობდი, რომ ხელისუფლება სავსებით სწორად იქცეოდა. ახლაც ამ აზრზე ვარ. როდესაც ქვეყანაში გადატრიალება მზადდება ხელსიფლებამ გადამჭრელი ზომები უნდა მიიღოს.
_ როგორ ფიქრობ, პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით რატომ გამოვიდნენ ქუჩაში ის ადამიანები, რომელთა მხარდაჭერითაც სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა? _ იმიტომ რომ რეფორმების შედეგად ბევრი მათგანი უმუშევარი დარჩა და დაიბოღმა. მეც შემამცირეს, თანაც ორჯერ მაგრამ ამის გამო რეფორმატორი ხელისუფლების კრიტიკის სურვილი არ გამჩენია. _ შენი ოჯახი თუ თანაგიგრძნობს პრეზიდენტის სიყვარულში? _ არ თანამიგრძნობენ, მაგრამ არც აღშფოთებულები არიან ამის გამო. _ სააკაშვილის ექსკლუზიური ფოტოები თუ გაქვს? _ ერთი მაქვს და იმასაც თქვენ გაძლევთ. _ პრეზიდენტის ფოტოების გარდა, სხვა რამის კოლექციაც ხომ არ გაქვს? _ მიხეილ სააკაშვილის სურათებამდე არასდროს არაფერი შემიგროვებია. `ფეისბუქში~ ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა `მიშატელისტი~ დამარქვა. _ პრეზიდენტზე მოგონილი ჭორების შეგროვებაზეც ხომ არ გიფიქრია? _ არა, მისი ოპონენტების მიერ გავრცელებული ჭორების ნამდვილად არ მჯერა. _ მექალთანე არისო რომ ამბობენ და ეს გჯერა? _ ისე, კაცს ქალები რატომ უნდა იზიდავდეს?!ბერლუსკონი,სარკოზი და პუტინი ამის გამო არავის შეუჩვენებია. მით უმეტეს პუტინი თითქმის შვილსი ტოლა გოგონაზე, 19 წლის ტანმოვარჯიშეზე იყო შეყვარებული.
_ ისე, პუტინი რომ სააკაშვილს დაემუქრა არ შეგეშინდა? _ არა, დარწმუნებული ვარ სააკაშვილს ვერც პუტინი დააკლებს რამეს და ვერც სხვა ვინმე. მიუხედავად იმისა რომ რუსეთიდან მომავალი საფთხეები დიდია. სხვათა შორის, პუტინის მუქარას ჩვენმა პრეზიდენტმა ძალიან მოსწრებული პასუხი გასცა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ იუმორის დიდი გძრნობაც აქვს და საკმაოდ გაბედული ადამიანიცაა. დარწმუნებული ვარ, სხვა რომელიმე ერს ჩვენი სააკაშვილივით სიმპატიური, ახალგაზრდა, გონიერი, გამბედავი და რეფორმატორი პრეზიდენტი რომ ჰყავდეს უსაზღვროდ იმაყებდა. ეს ჩვენ, ქართველები ვართ ზედმეტად კრიტიკულები და ზოგჯერ, უმადურებიც.
--------------------
შალახო და ელექტრონული მუსიკა, ქალიშვილობა და თავისუფლება, ბიკინები და კაი ბიჭობა არ გამოდის ერთად (c)SIDCFC ▄ █ ▄ █ ▄ სინამდვილეში სექსი-ბიცოლა არ არსებობს, ის მხოლოდ ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია (ც) ვიღაც ფორუმელი ერთ-ერთი ობიექტური მიშისტი ხარ ამ ფორუმზე(c)abelo █ ▄ █
|