გუშინ დავიწყე ასმუსის წიგნის კითხვა. არ ვჩქარობ, პირველი თავს გავეცანი მხოლოდ.
- კიდევ ერთხელ გავიხსენოთ - აქტიური ფაზის დაწყების რუსების კოლონა გვირაბს აქეთ იყო თუ იქით, ეს სულაც არ იყო მთავარი. რუსების რაღაც ნაწილები უკვე შემოსული იყო, სხვა ნაწილები შემოდიოდა, დაძრული იყო შავი ზღვის ფლოტი, რუსებმა გადმოისროლეს მოიერიშე ავიაცია, კონფლიქტში იღუპებოდნენ სამოქალაქო პირები და ქართველი ჯარისკაცები სამშვიდობო ბატალიონიდან, რუსული ჯარი, ყველა სახეობის, ყველა მხრიდან მოიწევდა.
- ჩვენი მოქმედებების ხასიათი: ჩვენს ჯარს დაუსვეს თავდაცვითი ამოცანა - აგრესიის შეკავება. ერთი, ჯავიდან ცხინვალში მომავალი კოლონის, მეორე, გვირაბში მომავალი ძალების შეფერხება.
არანაირი რეგიონის აღების, გაკონტროლების და ა.შ. ამოცანა
არ დასმულა.
- მანამდე რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენი ჯარები მაღალ მზადყოფნაში, დაძაბული იყვნენ. და ივლისის ბოლოსთვის ფიქრობდნენ, რომ ვითარება განიმუხტა. დაიწყო მასობრივი შვებულებები როგორც უმაღლეს ოფიცრობაში, ისე ჯარისკაცებში. მათი ნაჩქარევად შემოკრება გახდა საჭირო.
- არმიას ბრძანება ხომ არ მიუღია და ცხინვალის რეგიონის აღების არც არანაირი გეგმა 6 აგვისტოსთვისაც კი არ ჰქონია. ოპერაციების გეგმები სასწრაფოდ გახდა შესადგენი. ქართული მხარე
არაფერს სამხედრო ესკალაციის თვალსაზრისით არ გეგმავდა რეგიონში, კრემლს რომ არ აეძულებინა - ეს იმ ქართველი ღორების საყურადღებოდ, საქართველო ომს გეგმავდა და ომს ესწრაფვოდაო, რომ ამბობენ.
- აღნიშნულია ნატოს-თან სამხედრო თანამშრომლობის "პარადოქსი": საქართველოს ნატო უსაფრთხოებისთვის სურდა, ნატო კი ითხოვდა ჯარების სამშვიდობო მისიებისთვის მომზადებას და არა ომისთვის. საქართველოს არმია იმ ამოცანებისთვის, რომელიც მის წინაშე 2008 წელს დაისვა, უბრალოდ მზად არ იყო! და პირადი შემადგენლობის მომზადების ამოცანებში ასეთი მზაობის მიღწევა არც შედიოდა. ნატოს მოთხოვნის შესრულება თავდაცვისუნარიანობას არგაძლიერებას ნიშნავდა.
- სააკაშვილს დაჟინებით ჩასჩიჩინებდა, წლების განმავლობაში, დასავლეთი და კონკრეტულად აშშ-ც, არ ჩაბმულიყო რუსეთან ომში. ხაზს უსვამდნენ, რომ არავითარ შემთხვევაში ომში დახმარების იმედი არ უნდა ჰქონოდა. ამას წლების განმავლობაში დაუღალავად უმეორებდნენ, მათ შორის, ომის წინა პერიოდშიც და და ცხადია, სააკაშვილსაც ეს კარგად მოეხსენებოდა. მეორე მხრივ კი მაშ რა უნდა გვექნა, თუ თვითონ რუსეთი დაგვარტყამდა, ამაზე პასუხი არ იყო. ბევრი მიზეზია ჩამოთვლილი, მათთვის უფრო მნიშვნელოვანი, სადაც მათი გონება ქროდა, თან არც რუსეთის თავდასხმა მიაჩნდათ რეალურად, და პლუს სააკაშვილის პირადი იმპულსურობითაც "იმშვიდებდნენ" თავს.
- 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილი არ იღებდა ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს.
- ეს არ ვიცოდი და ბოლო წლებში (ომამდე) დასავლეთიდან რანდენჯერმე ურჩევიათ ზოგ-ზოგებს ჩვენს ხელისუფლებისთვის - ნუ შესწირავდა კონფლიქტურ ზონებს თავის პოლიტიკურ კარიერასა და საქართველოს მომავალს დასავლური ინტეგრაციის გზაზე. ყოფილა რჩევა, ამ მიწების დაკარგვა "მიეწერა" წინა რეჟიმებისთვის, ეს კონფლიქტები ხომ მაინც მის გაპრეზიდენტებამდე მოხდა. ეს ნიშნავდა ტერიტორიების საბოლოოდ დაკარგვას. სააკაშვილი ამ რჩევების მიღებაზე არც დაფიქრებულა. საინტერესო ის არის, რომ ამ მიწების საქართველოსთვის დაბრუნებაზე დასავლეთში ბევრს ომამდეც ხელი ჰქონდა ჩაქნეული.
- ადრე ვპოსტავდი, რომ არ უნდა შეგვეტია და თავი უნდა დაგვეცვა. მაგრამ ოპერაცია ხომ სწორედ თავდაცვითი ხასიათის იყო, მტრის შეკავების ხასიათს ატარებდა და ცხინვალში გავლა, სამხედრო თვალსაზრისით, საშუალება იყო და არა მიზანი.
- ასმუსსაც მიაჩნია (ჩემი არ იყოს

) რომ უბრძოლველად ქართული ანკლავების დაცლა-დათმობაც საქართველოსგან თავის ტერიტორიებზე საბოლოო უარს ნიშნავდა. ანუ, აქაც არაერთხე;ლ დამიწერია და რუსულ ბლოგებშიც, რომ წინააღმდეგობის გაწევით ჩვენ შევინარჩუნეთ ნომინალური, თეორიული, მაგრამ პრეტენზიის უფლება ჩვენს მიწა-წყალზე.
This post has been edited by Geronti on 11 Aug 2010, 15:17