vaxushtiiეს უკვე მოსაზრებაა და მადლობა
მსურს უბრალოდ გითხრა რის მჯერა: არის ასეთი მეცნიერი _ ედვარდ დე ბონო : კრეატიული აზროვნების თეორიის ფუძემდებელი და შესაბამისად , კრეატიული აზროვნების სკოლის დამაარსებელიც. მთელი მსოფლიოს მაშტაბით ჰპოვა ამ სკოლამ გავრცელება და სხვადასხვა მეთოდიკა აქტიურად გამოიყენება როგორც მეცნიერებაში, ასევე, რუტინულ საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც.
ჰოდა ამ თეორიის უმთავრესი პარადიგმაა, რომ გარდა ლოგიკური აზროვნებისა, როცა საკითხი 5 თითივით უნდა გქონდეს შესწავლილი და ნხოლოდ თანმიმდევრულად გამომდინარე დასკვნებით მიდიოდე წინ, არსებოიბს კიდევ ე.წ. ლ ა ტ ე რ ა ლ უ რ ი ა ზ რ ო ვ ნ ე ბ ა ც, რომლისთვისაც საინტერესო საკითხსი განრშემო ნებისმიერი მოსაზრება ღირებულია, რადგან შეიძლება საფუძველი მისცეს ახალ ლოგიკურ ჯაჭვს. _ მერე უკვე ირთვება ლოგიკური აზროვნების ჯაჭვი.
ხალხში ამაზე ამბობენ _ თითო სიბრძნეს გიჟებიც იტყვიან ხოლმეო. ყველასთან ბოდიში და გიჟებად არვის მივიჩნევ, უბრალოდ რა ვქნა, რაფინირებული ბრძენი ვეძებო, რომ ჭკუა ვკითხო, თუ განდეგილი, რომელსაც სხვა პრობლემა არ აწუხებს და აქვს თანამედროვე ჩვენს ყოფაში ისტორიისა და კულტურის 5 თითივით კვლევის საშუალება.
იმედია ასეთები არიან. ღმერთმა მოგვცეს, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, _ ჩემთვის ჩემნაირი მოკვდავების აზრიც მნიშვნელოვანია. თან ახლა, თორემ აქამდე არ შემიწუხებიხართ.

ტვინების შტურმის შესახებ ხომ ვიცით?
რაც შეეხება ბავშვებს და რაო-რაოს, _ ბავშვის პირით ღმერთი გვესაუბრებაო, უთქვამთ.

ასე რომ გთხოვ ნუ დააკომპლექსებ სხვასაც და გვითხარი თამამად რას ფიქრობ.