ჰოდა აწყენს კაცო მილიონი დოლარი?
დაჯდება ერთ ოთახში და იტყვის - აი, ხვალ თქვენი ბუღალტრის მანქანას ზუბჩატი რემენი გაუწყდება. მეორე დღეს ჩაიდებს მილიონ დოლარს და წამოვა.
მიეცი ეს ლინკი.
http://www.randi.org/site/index.php/1m-challenge.htmlGerontiნუ ღელავ, ჩოხას "ხალხი ღლეა" განეიტრალებულია. მერის არჩევნების მერე თვითონ გაიძახოდა იგივეს
* * *
ამის დაწერის შემდეგ 150 წელი გავიდა, ხალხნო! თან როგორი 150 წელი.
გადაიკითხეთ და დაინახეთ საკუთარი თავი.
| QUOTE |
ცოლ-ქმარი მოუთმენლად ელოდნენ მკითხავსა, ბოლოს მკითხავიც მოვიდა. რა წამსაც ფეხი ოთახში შემოდგა და თავი დაუკრა, მაშინათვე ოსტატურად მოფიქრებული სიტყვები მიაყარა:
— ძერას ჰკითხეს: შვილები გირჩევნია, თუ ორი თვის წყალუსმელობაო? — წყლის უსმელობაო. ჯორსა ჰკითხეს: — შენ რაღაო? — უშვილობაო. თქვენთვის არავის უკითხავს და რატომ შვილი არა გყავთ? ვინ დაგწყევლათ ეგრე?
ცოლ-ქმარმა გაოცებით ერთმანეთს შეჰხედეს: საიდამ გაიგო ეგრე მალეო! ლუარსაბმა პირი დააღო ჯერა, მინამ სიტყვების აზრს მიჰხვდებოდა; როცა მიჰხვდა — თითქო შეშინდაო, პირჯვარი გადიწერა და სთქვა იმ სახით, როგორც ჭექა-ქუხილის დროს ვიცით ხოლმე:
— კურთხეულ არს სახელი უფლისა. ეს რა მესმის, თქვენი ჭირიმეთ!.. დედაკაცო! ჩვენ გულში იჯექ?..
მკითხავმა ხმა არ გასცა, თითქო ამისთანა ქებას ყურსაც არ ათხოვებსო. მიუბრუნდა რაღაც მზრუნველობით გოგოს და უთხრა:
— ჯამით წმინდა წყალი მომიტანე, ერთი შავტარა დანა, ნახშირი და ახალი ხორბალი.
მინამ გოგო ამას მოუტანდა, ლუარსაბი და დარეჯანი ენა-ჩავარდნილებსავით იყვნენ. ეგონათ, რომ თუ არ ეშმაკის მანქანებით, ამისთანა გულთმისნობა არ იქნება. მოდი და ეშმაკის ხსენებაზედ შიშისაგან ენა ნუ ჩაუვარდებოდათ!
გოგომ მოიტანა ყველაფერი. ბებერი ძირს ჩაჯდა. ჩააგდო ჯერ ერთი ხორბალის მარცვალი, აიღო ხელში დანა და ნახშირი და დაიწყო ტუჩების ცმაცუნი, მითამ-და ულოცავს. მერე გაუშტერა თვალი წყალსა. ჩვენი ცოლ-ქმარნი შიშით და კრძალვით ელოდებოდნენ, ჩვენი ბედისწერა რას იტყვისო.
— ქალაქში მკითხავთან გიკითხვინებიათ, — დაიწყო კუდიანმა, — მკითხავიც კარგი შეგხვედრიათ. სწორედ უთქვამს, რომ თელეთი ილოცეთო.
ეხლა კი მართლა შეშინდნენ ცოლიცა და ქმარიცა. ერთმანეთს ყურება დაუწყეს. ამისთანა გულთამხილაობა რომ არ გაეგონათ თავის დღეში! |
Stupidity is infinite.
Stupidity is eternal.