#21133786 · 15 Aug 2010, 18:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Liverpool FC, შენი ქართულ-ინგლისური კილოკავი მეცნობოდა საიდანღაც და ეხლა გაგიხსენე, ვინცა ხარ. გრანტებზე რა ისმის ახალი, ამჯერად არ გაძლევენ ?
ბურჯანაძე რომ იყოს ეხლა ხელისუფლებაში, სხვანაირად აჟღურტულდებოდი. მე კი, ასეთ შემთხვევაში, გაქცეული ან დამხობილი მიშას დაცვას შევუდგებოდი, ბურჯანაძეს კი სამიზნედ ამოვიღებდი.
ესაა განსხვავება შენსა და ჩემს შორის :
შენ ბეზრაზმერნიი საცობი ხარ, ყველა მოქმედ ხელისუფალს ერგები და, როგორც გამოტყდი, ინგლისში ერთ დღეში 1200 ევროც არ გყოფნის... მე კი მარადმწვანე ოპოზიციონერი გახლავარ, აქედან გამომავალი შედეგებით...
ჰო, თუმცა ეს თქვენთვის დეტალია გალაქტიკაში.
ერთია "მტერი-მტერის" ძახილი და მეორე, როცა მტერს 4 დღეში სხაპასხუპით ჩაუთვლი ტერიტორიებს. მგლის და მეცხვარის ზღაპარი მაინც არ გახსოვს ? შენს მეორე სამშობლოში ინგლისშიც კი იციან. მეცხვარეც თავიდან ირონიით რომ გაიძახოდა : "მგელი, მგელიო"... ასე ყვიროდა, სანამ მართლა არ მოვიდა მგელი და ცხვარი არ შეუჭამა.
ნიანგის სინდრომს დავარქმევდი იმას, რაც მოხდა ჩვენში. ნიანგი ობსერვატორი (დამკვირვებელი, თანაც ჩუმი) ცხოველია და იმახსოვრებს ადგილს, სადაც პოტენციური მსხვერპლი მიდის ჩვეულებრივ. თუკი ჭაობში პირველად წახვედი, არის შანსი, რომ იქ ნიანგი არ დაგხვდება. მაგრამ თუკი ერთსა და იმავე ჭაობისკენ ყოველდღე ივლი, მანდ მეორე თუ არა მესამე დღეს მაინც მშიერი და ჩამალული ნიანგი დაგხვდება. მოგეპარება და ხახასაც დააღებს, იმოდენას, თანაც ისე, რომ... დანარჩენს არ დავწერ, მიმიხვდი, ალბათ...
აი, ეს ვერ გაითვალისწინა მიშამ. თუმცა ნიანგის ხახიდან კი გამოძვრა თავად, მაგრამ, ჩვენ, დევნილებმა, რაღა ვქნათ ?!
თუმცა, ესეც დეტალია თქვენთვის.
დიახ, სხვა გზით უნდა მისდგომოდა ჭაობს ანუ სხვანაირად უნდა გამოეაშკარავებინა მტერი, ზურგიდან. დიახ, სხვანაირი მიდგომა სჭირებოდა ძველ, ნაცად და ბოროტ მტერს !
მაგრამ უბედურება ისაა, რომ მიშას მაშინაც და ეხლაც მრჩევლებად შენნაირები (და არა ჩემნაირები) ჰყავს !
This post has been edited by badriko on 15 Aug 2010, 19:10
--------------------
მე მედრებით, ბადრიკოს, თქვე უბადრუკო ნაცებო?!
ნაცი უკვე სექტაც არაა, პათოლოგიაა.
ენით მედასავლეთენი, საქმით პრორუსები ! ვოვას პოლეზნი მერზავცები! საქართვ. ტერიტ. მთლიანობის აღდგენა გადის ამ მთლიანობის დამანგრეველი ნაცსექტის და მისი ბელადის სრულ იზოლაციაზე.
|