ზოგადად და უხეშად ორი გზა არსებობს ერის, როგორც სოციალური ორგანიზმის, მიზანმიმართული მართვის:
1. მისი მობილიზაცია ერთი იდესი გარშემო
2. მისი ორგანიზება გარკვეული (რამდენადმე თავისუფლად არჩევადი) მოტივაციებისა და მიზნების მიმართულებით, ასევე ნორმირებული ინსტრუმენტების პირობებში.
სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე მეორე გზა უნდა გამოირიცხოს ამ ეტაპზე მაინც.
ქართული სოციუმი მეტად ახალგაზრდა, გამოუცდელი, გაუნათლებელი და არაფრისმაქნისია ამისთვის.
აი პირველი გზა საკმაოდ ეფექტურად გამოიყენებოდა 2004 წლიდან -
პირველადი სამობილიზაციო იდეა იყოს "ჯარის გაძლიერება - აფხაზეთ/სამაჩაბლოს დაბრუნება" და აქეთკენ მიიმართა სრულად ერის მასტურბაციული პოტენციალი.
2008 წლის შემდეგ კი ეს მობილიზაციური იდეა "პლავნად" გადაიზარდა "მტერი 40 კილომეტრშია" და "სრულ დეოკუპაციამდე ცხენებს არ ცვლიან" იდეაში.
ანუ ეს მეთოდი მუშაობს.
რა თქმა უნდა ზიგ-ზაგებით, ჩავარდნებით, გარკვეული კორექტივებით და რევოლუციების მცდელობებით, მაგრამ განსაკუთრებით 2009 წლის გაზაფხულის შემდეგ ნათლად ჩანს ამ იდეის დომინანტურობა.
რა თქმა უნდა ეს არ განაპირობებს უშუალოდ სოციუმის შიგნით ინტერაქციების ოპტიმიზაციას ან თუნდაც ხელისუფლების დამოკიდებულების გაუმჯობესებას საზოგადოების მიმართ.
მაგრამ სამწუხაროდ ამის საჭიროება აღარ არის.
ყველაფერი ჩამპალია და მიედინება მდორედ.
ყველა პირობითად "გამტანი" ტიპი და ცოტა ჭკვიანიც ან ნაცმოძრაობაშია, ან საზღვარგარეთ ან თავის პონტში "კარგად", ასე თუ ისე მისაღები პირობები აქვს შექმნილი და არ უღირს ბრძოლა ცვლილებისთვის.
ვისაც უღირს რამის შეცვლა კი ან სულელია, ან მარგინალი ან ნაკლებად ორგანიზებული.
ერთი სიტყვით სუსტი.
ამ კონსტელაციაში სუსტებს "ცხარე სიძულვილით" შეეზიზღება ძლიერი, მაგრამ ჩაჩმორებული ვერაფერს ვერ შეცვლის.
ნიღაბს აიფარებს და ბოლოს, როდისმე ამოხეთქავს და უბედურებას დაატრიალებს.
დაახლოებით ისეთს, როგორიც მოხდა 90-იანებში.
რუსის ფარული სიძულვილით შეპყრობილმა ქართველმა ეს გრძნობა "ტანცი-შმანცებით", შაშლიკებით და სულიკობეით შენიღბული ათწლეულები ატარა
და ბოლოს ტაკ რვანულა, ტაკ რვანულა რომ დღესაც მაგ დროის მენტალური ტრამვებითა და სისხლით მოთხვრილები დავდივართ.
გამოსავალს კითხულობ და აქვე გულწრფელად გეტყვი:
არანაირი კოლექტიური ხსნისა და გამოსავალის - მე არც მომხრე და შესაბამისად არც მცოდნე არ ვარ.
საკმარისად ბევრჯერ მომხვდა წარსულიდან მოქნეული მითიურ-ქართული "ალიყური" - იმისთვის, რომ ისევ ქიმერებს გამოვედევნო და "ქართველი ერის ხსნის" გზაზე (

) ვიფიქრო.
ან მით უმეტეს ვაკეთო რამე.
ვინც ითხოვს - მას მიეცემა კიდეც.
ვიღაცა პატარა საცხობს გახსნის, ვიღაცა ნაცებში შეძვრება, ვიღაც დასავლეთში გააღწევს, ვიღაცა წამალს გაიკეთებს და ვიღაცაც ომში მოკვდება. ვირაც გაბოზდება და ვიღაცა გამინისტრდება, ვიღაცა ფულს იშოვის და ვიღაცას შიმშილითა და ლოთობით ამოძვრება სული.
იდეალისტები და მოაზროვნენი კი ყოველვის გაიჭყლიტებიან.
თემა რა თქმა უნდა რიტორიკულ-სალაყბოა, მაგრამ ტკივილები ალბათ ნამდვილები.
This post has been edited by Codex on 17 Aug 2010, 12:37