#21150971 · 16 Aug 2010, 22:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
glaxuna
| QUOTE | | ზოგიერთმა ჰარვარდიც რო დააამთავროს იდიოტად დარჩება |
ჰარვარდს იდიოტები ვერ ამთავრებენ, ნამდვილად. ყოველ შემთხვევაში, პჰდ-ს მანდ ნამდვილად ვერ გააკეთებს იდიოტი, იმხელა კონკურენციაა.
| QUOTE | | იმიტომ რომ ცხოვრებაში არსებობს გარკვეული სიტუაციები, როდესაც შენ შეიძლება ერთსა და იმავე დაცვის წინადადება შეიტანო რამდენიომე ადგილას |
რა ასეთი სიტუაციაა? როცა ეძებ სასწავლებელს, სადაც შეიძლება გააკეთო დოქტორანტურა, ან დაიცვა დისერტაცია (თუ შრომა უკვე დამთავრებულია, მაგრამ იმ დაწესებულებას, სადაც შრომა შესრულდა, არ აქვს დოქტორანტურა), მოლაპარაკებებს მართავ, ან ეძიებ ინფორმაციებს-რა მოთხოვნები გექნება დოქტორანტურის/დაცვისათვის, არა? ჰოდა, მერე აირჩევ შენთვის სასურველს. მოლაპარაკებების დონეზე არავინ არ გამოწმებს-ვის და როდის ელაპარაკე. საუბარია საბუთების შეტანაზე.
| QUOTE | | ამ თემაზე პარალელურად და არც ადრე არსად არ უნდა ჰქონდეს მცდელობა მუშაობისაო. |
ეგ არ წერია.
წერია, რომ თუკი უარი არ გეთქვა საბუთების შეტანაზე ერთ უმაღლესში, მეორეში ვეღარ შეიტან. იმიტომ, რომ უარის ართქმა 99.99%-ში ნიშნავს, რომ დაგეთანხმებიან და მოხვდები იმ სასწავლებლის დოქტორანტურაში და მეორე სასწავლებელმა რაღატომ უნდა დახარჯოს დრო შენი საბუთების ამბებზე? კომისია უნდა აშეიქმნას, რომელიც განიხილავს შენს სადისერტაციო წინადადებას და დაამტკიცებს შენს თემას, ან განიხილავს უკვე შენს მიერ დაწერილ დისერტაციას. ამისთვის ხალხმა უნდა იშრომოს და ეგრე სადაა? ჩემი თანამშრომლის გამზადებული ნაშრომის განხილვას საუნივერსიტეტო კომისია 4 თვეს მოუნდა (ნაშრომი სხვა დაწესებულებაში იყო შესრულებული)..
გასაგებია, რომ თსუ-ში ყველაფერი ფიქციად აქვთ ქცეული, მაგრამ წესი წესია...იმ წესის უკან თუ ფიქცია დგას, ეგ გარედან არ ჩანს.
| QUOTE | | მე პირადად საერთოდ უაზროდ მიმაჩნია საქართველოში დოქტორანტურის გაკეთება. |
ჰოდა, წადი კაცო საზღვარგარეთ, ღმერთმა ხელი მოგიმართოს. თსუ-ზე უკეთესს ბევრგან შეხვდები ნამდვილად, თუნდაც აღმოსავლეთი ევროპის მასშტაბით (ჩეხეთი, პოლონეთი, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი...)
--------------------
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი
"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
Vita nostra brevis est, brevi finietur, venit mors velociter, rapit nos atrociter, nemini parcetur!
|