ძლიერ ოპოზიციაში რას გულისხმობ ისე? თარგამაძის ნაირ პერსონებს? ან ბაღათურიას ნაირებს? ოღონდ უფრო მეტი რაოდენობით? რომელიც რაც სათქმელია და რაზეც ყურადღებაა გასამახვილებელი 100 წელი ხმას არ ამოიღებენ?
მე მესმისიმ ხალხის ვისაც არანაირად არ მოსწონს ოპოზიცია, სიმართლე გითხრა არც მე მომწონს, თუ გინდა ჩამოვთვალოთ ვინ ვინაა. და უცნაურ რამეს აღმოვაჩენთ რომ ყველა მათგანი 1 საწყისიდან მმოქალაქეთა კავშირიდან მოდის. მთელი პრობლემაც ეგაა. დიდი ვარიანტია რომ ეს ხალხი ვინც იბრალებს დღეს ოპოზიციას და გულანთებული ილანძღება ტელევიზიიდან თუ მიტინგზე, იმავე მიშასგან იმართება როგორც მარიონეტი, იმისათვის რომ ნამდვილი ოპოზიციური აზრი არ აღმოცენდეს.
დღევანდელი ხელისუფლება კიდე ნამდვილად არაა კეთილშობილი, ჩვენდა სამწუხაროდ. და ამათი მისწრაფება შემთხვევითი არაა უზურპაციისკენ. იმიტომ რომ იციან რომ თუ ვთქვათ აღმოჩნდებიან თამაშგარე, აუცილებლად წარსდგებიან სასამართლოს წინაშე. სხვათაოშორის იმ მოსამართლეებით გასამართლდებიან დღეს რომ თვითონ ხმარობენ თოჯინებივით. ამიტომაც ამათი დღის წესრიგიდან არასოდეს მოიხსნება მთავრობაში განუსაზღვრელი ვადით დარჩენა. გამოსავალი სამწუხაროდ თითქმის არ არსებობს. იმიტომ რომ თუ ძალადობრივი მეთოდით მოვინდომებთ ამ ხელისუფლების მოშორებას, დიდი ვარიანტია რომ ვინმე უფრო მეტად ნაძირლა მოვიდეს. ან უარესი, რომელიმე სხვა ქვეყნის შეფუთული მარიონეტი. მაგრამ უარესობისკენ რომ მივდივართ დღითი დღე თვითონ რატომ ვერ ხედავთ ამ ხელისუფლების მომხრეები (ანუ ვარ ჩვენი კლასიფიკაციით მიშისტი, მიშარასტი და ა. შ.), არ გინდა ოღონს ახლა მიშას ნაირი საუბარი იმ თემაზე რომ ჩვენი ეკონომიკა ყვავის და ასეთი კარგი ქვეყანა არასოდეს ყოფილაო. თქვენ თუ მარტო თბილისის და ბათუმის ცენტრალურ უბნებს უყურებთ იცოდეთ არაა ეგ საქართველო, ადგილი რომელსაც თქვენ უნდა უყურებდეთ პერიფერიებია, და იქაურ პროვლემებზე უნდა ფიქრობდეთ. დანარჩენი ეს რაც გაკეთდა (მე არ ვამბობ საერთოდ არაფერი გაკეთებულაო, ბოლო ბოლო პატრული მაინც საუკეთესო გამოვიდა რაც გინდა ვთქვათ.) უბრალოდ ზიზილ პიპილო სამკაულებია, რომლებიც ქვეყანას ყველაზე ნაკლებად სჭირდებოდა და სჭირდება. ის ქვეყანა სადაც პოლიცია და ბანკები ყვავის, იმ დროს როცა სხვა დანარჩენი არაფერი არ ფუნქციონირებს, დაღუპული ქვეყანაა.
გამოსავალი გინდა? გეტყვი გამოსავალს (იმედია ამ მთავრობასი ხარ და რაღაც შეგიძლია). გამოსავალი ისაა რომ თქვენ ბოლოს და ბოლოს საქმეს უნდა მიხედოთ. ქვეყანას მიხედეთ. არ უშვებ არავის სათავეში? მოდი რა ისე ქენი რომ ქვეყანად მაინც დარჩეს და არ დაიშალოს მარტივ მამრავლებად. ადექით და დაიარეთ უბრალო ხალხში, ვის რა უჭირს გაიგეთ. არ მიხვიდეთ როგორც მთავრობა, გადაიცვით მდაბიოთ და ისე იარეთ. წადით იმერეთში ან კახეთში, მიდით რომელიმე გლეხს ხელი გაუმართეთ. დაელაპარაკეთ, საქმეში მოეხმარეთ. გასაკეთებელი რა არის თვითონ ნახავთ. თუ ფიქრობთ რომ მთავარი დედაქალაქია ძალიან ცდებით. დედაქალაქი როგორც სხეულზე თავი ისეა, მას თუ კიდურებს და ორგანოებს მოაჭრი მოკვდება. თქვენ დღესდღეისობით მიზანმიმართულად კლავთ ამ ქვეყანას. გადასახადებით თუ არასწორი სამეურნეო პოლიტიკით. მარტო არჩევნების დროს რომ გაგახსენდებათ და დაშინებით და უამრავი საზიზღრობებით აიძულებთ ხოლმე ადამიანს თქვენი ნომრის შემოხაზვას და 20 ლარში ყიდულობთ ზოგს კიდე, იცოდეთ რომ ადრე თუ გვიან ეს ხალხიც აღდგება და იარაღს აიღებს ხელში.
არ გეგონოს მე ვინმეს ვაშინებდე ან რამეს მოვუწოდებდე, მე უბრალოდ გეუბნები რა არის მოსალოდნელი, თუ ვერ ხედავ მე დაგანახებ. ხალხი ნამეტანი მომსპარია, ოპოზიციის იმედი მოკვდა, მთავრობისა მანამდეც არ ქონიათ. დღითიDღე კიდე ეს მთავრობა უფრო და უფრო ბლატაობს. უფრო მეტ ფულს ხარჯავენ 1000 გვარ იდიოტიზმში რომელიც არავის არ სჭირდება. ხო და ერთ დღეს უმართავი სიტუაცია შეიქმნება, რომელსაც ლიდერი არ ეყოლება, შესაძლოა მთავრობამ დააშოშმინოს კიდეც მაგრამ რის ფასად? 1000 ობით მოქალაქის სიკვდილის ფასად? თუმცა როგორც ვუყურებ მიშას მომხრეებისთვის ოპონენტურად განწყობილი ადამიან თანამოქალაქედაც არ აღიქმება, საერთოდ ადამიანადაც კი არ აღიქმება. ჩემი სიტყვები არ გჯერა? გადაავლე აქ თვალი შენი თანამოაზრეების პოსტებს სხვადასხვა თემებში და ნახავ, სიბინძურის და სიბილწის ჭაობად აქციეს ფორუმი.
გამოსავალი ისევ შიგნიდან გასაკეთებელი საქმეა. ადექი და მართლა მიხედე საქმეს შე დალოცვილო. ამდენი უსახლკარო ადამიანი დადის თბილისში. ადექი და ის ფული რომელიც რიგით ზიზილპიპილოში უნდა დახარჯო, არ დახარჯო იქ და ბინები უყიდე ასეთ ხალხს, გრძელვადიანი განცადება მიეცი თუ გინდა, ისეთი ინსტიტუტი შექმენი კომუნისტებს რომ ქონდათ და კორპუსებში ხალხს რო ქირას ახდევინებდა. დამიჯერე ამისთანა რამის გამო ხალხი მადლობას სინამდვილეში იტყვის. ისევე ადექი და ახალი ოლვეის ულტრას ნაირი სირობის მაგივრად დააფინანსე კერძო ბიზნესი, ხოლო საბაჟო კანონი შეცვალე ისე რომ ადგილობრივ წარმოებას ხელი შეუწყო. ნუ ეღირება შემოტანილი ნაგავი აქაურ პროდუქტზე იაფი და ხელმისაწვდომი. სოფლელი თუ ნახავს რომ მისი ნამუშევარი და ნაოფლარი საღდება და შემოსავალი არის ისეთი რომ ქალაქში ელიავაზე დგომა არ სჭირდება, დარჩEბა თავის სოფელში და აქ აღარ დაიკავებს ადგილს. აღარც ამდენი რაოდენობის ტაქსი და მარშუტკა ივლის. პროდუქტებიც უფრო გემრიელი და ეკოლოგიურად სუფთა იქნება, გააკონტროლე რომ კონტრაბანდა არ შემოვიდეს და ფალსიფიკაციას არ ჰქონდეს ადგილი, აღადგინე ისევ კოლმეურნეების ბაზრის მაგვარი რაღაც, სადაც გადამყიდველი მაიმუნი კი არა მართლა გლეხი ჩამოვა და ივაჭრებს საკუთარი ჭირნახულით. უფრო იაფად გაასაღებს და მოუტყუებლად დამიჯერე ვიდრე დღევანდელი მაიმუნი ქორვაჭრები. თუ სოფელს მიხედავ, თბილისი უბრალოდ 2 წელიწადში გაიწმინდება და დაიცლება გარემოვაჭრეებისგან და სხვის ხელში შემყურე ადამიანებისგან. თუ სოფელს ეშველა მერე უკვე ქალაქებშიც გამოჩნდება საქმე ისე რომ უსაქმურები არ იქნებიან უმრავლესობა როგორც ახლაა. იმავე სოფლის მეურნეობისთვის საჭირო ტექნიკაზე იმუშავე შენით, შექმენი საგანგებო ინფრასტრუქტურა, საქართველოს აქვს იმის რესურსი რომ მინიმუმ 1 სახეობა ტრაქტორი მაინც აწარმოოს, ბოლო ბოლო მოკვდება ეს საბჭოეთიდან შემორჩენილი ჯართად ქცეული ტექნიკა. ავიაციის დარგსაც აქვს თავისი როლი ამ სოფლის საქმეში, შეგიძLია საავიაციო ქარხანა თავისი პროფილით ამუშავო. რამდენი რამის კეთება შეიძლება ადამიანო. რას მივარდით ამ დედაარღნიან ზიზილპიპილოებს. ტურიზმიო რო ამბობ, არა გრცხვენიათ რომ 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს გვერდით მშიერი ადამიანი ხელგაშვერილი დგას? ან მაჩვენე ქვეყანა სადაც ტურიზმის მეშვეობით ბიუჯეტს ავსებენ? ჰა ჰა 10 15% ტურიზმიდან. ან რა სატურიზმო ადგილი შენა გაქვს იმდენი?
თუ რაციონალურად დაიხარჯებოდა ის კოლოსალური ფული რაც საქართველომ 2004 წლის მერე დახარჯა, ახლა ჩვენ რეგიონის ნომერი 1 ქვეყანა უნდა ვიყოთ. მაგრამ არა. 100 ლარიდან 50 ჯიბეში ჩაიდა. დარჩენილი 50 დან ჩინოვნიკებმა აიღეს წილი. ხო და ხალხი რო გაბრაზდა კიდე რუსეთს დააბრალეთ. ან რა ნამუსით ამბობთ რომ რუსეთის აგორებული ტალღებიაო ეს საპროტესტო აქციებიო? იმავე თქვენს მიერ მართული ოპოზიცია რომ არა ბატონებო, მე კარგად ვხედავდი რა ხდებოდა იმ 300 000 იან აქციებზე. ბევრჯერ შეაჩერეს ხალხი, თორე მთავრობის ძალისმიერი დამხობა უნდოდათ იქ მოსულებს. 13 იანვარს რო გამოაცხადა მაგ საცოდავმა გამარჯვება ხალხი მოვიდა რიყეზე მინიმუმ ქვები ეჭირათ ხელში, რკინის ხელკეტებით და რავი კიდე, ელოდნენ რომ მთავრობის სასახლისკენ წავიდოდნენ.
ისე მეც ვარ რა

. დაგიწერე დიდის ამბით. ამის ნახევარსაც არ წაიკითხავ. ან უარესი წაიკითხავ და დაიკიდებ

. თქვენ ხომ ასეთი გაგება გაქვთ, რომ თქვენი გაკეთებული და ნათქვამი ყველაფერზე და ყველაზე მართალია. ჩემი სამშობლო მეცოდება, ნარკომანი რომ ოჯახს გააუბედურებს ისე უშვებით. და მალე აღარც ვიარსებებთ ალბათ თქვენის გამოისობით.