დავუშვათ და დაგიჯერეთ ...
ავიყვანე მოძღვარი (რომელიც მყავდა, ჯერ კიდევ ბნელი რომ ვიყავი)...
უცოლო ვარ, შესაბამისად ნაკურთხი სექსი არ მაქ და უარი ვთქვი რაცხა შემთხვევით ჩავკრავ ფეხს, იმ ბედნიერ დღეებზეც ...
შევინახე მარხვები, ოფიციალური მარხვები და ოთხშაბათი - პარასკევის მარხვები ...
დავიწყე ლოცვა, მეტანიები, აღსარებები ვაბარე ღრმად შეჭმუჭნული სახით თავზე გადაფარებული მოძღვრის ნამწვავი სანთლის აირებით გაჟღენთილი წინსაფრის ქვეშ ...
იქამდე ვილოცე რუსეთში მშვიდობიანი მოსახლეობის გადასარჩენად და იმ სადისტური გრძნობებისგან გავთავისუფლდი, რომლებიც უდიდეს სიამოვნებას მგვრიან ყოველი კატასტროფის დროს .. ან თუნდაც უმნიშვნელო არასასიამოვნო შემთხვევისას ...
ამას გარდა შევიცვალე ცხოვრების სტილი, მაგალითად დავიწყე პირჯვრის გადაწერა ყოველ გზაჯვარედინზე სარეჯგველასავით დარჭობილ ჯვრის ფორმის ჯართზე ...
ყველა ანაფორიან და წვრებიან პიროვნებას, არა აქ მნიშვნელობა ყოფილი ძველი ბიჭია, მისი მრევლის წარმომადგენელს ხმარობს თუ უბრალოდ იდიოტია და ხალხს გონია ხილვები აქ, ვეამბორები ხელზე და დალოცვას ვთხოვ ...
უსასრულოდ შემიძლია გავაგრძელო, ამ საკითხში ბაზა მაქვს, ასე რომ ვთქვათ ...
მაგარია დავტკბი კითხვით... ტიპიური ფარისევლის პორტრეტი..

ბევრს ვიცნობ ეგეთს ამას ყველაფერს აკეთებს და ჯოჯოხეთის მაშხალებია...
საკუთარი მშობლები არ უყვართ .. არა და "ქველმოქმედებენ".. ანუ ობლებთან დარბიან და ეხმარებიან..
ზემორე ძამა ტიპიური ფარისეველია.... და სამოთხე არ ეჭყანება..
თუ პარალელურად მთავარ მცნებებს უგუველყობს.. მაგალითად თავმდაბლობას და მოყვასის სიყვარულს..
ეს გზა არის მხოლოდ გადარჩენისკენო..----თავმდაბლობას არ შეიცავს.. და შენ კი არა მე ვარ მართალიო ----მოყვასის სიყვარულს..
თუმცა ზემორეს თუ მისდევ და რაც მთავარია მცნებებსაც იცავ.. მოყვასის სიყვარულს პირველ რიგში..
სხვას არ ახვევ კიდევ შენს შეხედულებებს.. აგრესიულად...
თუმცა ზემორეს დაცვა ვგონებ მაინც ფარისევლობაა.. რადგან გვითხრეს დაფარულში ილოცეთო...
ისე ვფიქრობ რუსეთს, რომ მიჰყიდეს სამშობლო და ეხლა ეკლესიებში დარბიან.. ან იქ მღვდლობენ კიდეც.. არ მგონია ესეთი ხალხი საერთოდ გადარჩეს..
სამშობლოს ერთგული ათეისტი და მოყვასის მოყვარული უფრო გადარჩება ვიდრე ოთხშაბათობით ხორცის არ მჭამელი. სულგაყიდული სამშობლოს მოღალატე.... ვგონებ...
ხოდა მაგათ ნუ უსმენთ.. თუ გული გთხოვს მიდი ეკლესიაში..არ დაბრკოლდეთ ამ ცრუ ქრისტიანების მომრავლებით.. თუ არა ნუ მიხვალ.. თუ მიხვალ და ეშმაკებს არ დაუტოვებ შენს ეკლესიას უფრო კარგი იქნება...
მაგრამ თუ სამშობლო და მოყვასი ისედაც გიყვარს... დაგიცვია მცნებები .. უფალს შენაირები უფრო უყვარს ვიდრე ეს ოხერი ფარისევლები..