L1v3rManჰაჰაჰა.... არაა ეგ მართალი მგონი... რა სერიოზული ვარ

ტიპი სამოთხეში ზის და ხარხარებს. მივა მიქელა
__ რას იცინი?
__ უკვე 2 საათია მკვდარი ვარ და ეს ჩლუნგი ექიმი კიდე ოპერაციას მიკეთებს
*********
დიდი ბრიტანეთი. სასამართლო ჩანაწერი 12659. ფეხმძიმე ქალის საქმე.
ორსულობის მე-8 თვეში მყოფი ქალი ავტობუსში ჩაჯდა. მან შეამჩნია, რომ წინ მჯდომი მამაკაცი მას შეცქერის და იღიმის. ორსული მყისვე სხვა ადგილას გადაჯდა. მამაკაცმა უფრო მეტად გაიღიმა, ქალი ისევ გადაჯდა. მამაკაცმა ახლა სიცილი დაიწყო. როდესაც ქალი უკვე მე-4-ჯერ გადაჯდა, მამაკაცმა ისეთი ხარხარი ატეხა, მთელი ავტობუსის ყურადღება მიიპყრო.
ქალმა მძღოლთან იჩივლა და მამაკაცი დააპატიმრეს.
შემთხვევა სასამართლოს გადაეცა. მოსამართლემ 20-ოდე წლის მამაკაცს სთხოვა რამე ეთქვა საკუთარი თავის გასამართლებლად.
„თქვენო მოწყალებავ, – დაიწყო მამაკაცმა – ყველაფერი ასე მოხდა. როცა ქალი ავტობუსში ამოვიდა, არაფერი გამიკეთებია, მაგრამ მისი მდგომარეობა შევამჩნიე. ის დაჯდა სარეკლამო ნიშნულის ქვეშ, რომელზეც ეწერა: „მალე გამოვა ორმაგი პიტნის ტყუპი“ და გამეღიმა. შემდეგ იგი გადაჯდა ადგილზე, რომელსაც ამშვენებდა ნიშნული: „ეს მაზი შებერილობას შეამცირებს“, იძულებული გავხდი კიდევ გამეღიმა. ამის შემდეგ ის გადაჯდა ადგილას, სადაც რეკლამა იუწყებოდა: „უილიამის დიდმა ჯოხმა თავის მიზანს მიაღწია“ (William’s Big Stick did the Trick), აქ სიცილი ამიტყდა, მაგრამ როდესაც ქალი კიდევ ერთხელ გადაჯდა, სადაც ეწერა: „Goodyear-ის რეზინას შეეძლო ეს ინცინდენტი თავიდან აეცილებინა“ („Goodyear Rubber“ could have prevented this accident), უკვე გადავბჟირდი.
მოსამართლე: – ვამართლებ!
********
წმინდა პეტრე სამოთხეში თავისთან დაიბარებს მართმადიდებლებს, კათოლიკეებს და პროტესტანტებს.
სათიტაოდ შეიყვანს თავის კაბინეტში. ჯერ სევლენ კათოლიკეები, იმსჯელებენ კაი ხანი წყნარად რაღაცაზე და გამოვლენ, სემდეგ მართმადიდებლები სევლენ ისინიც რამოდენიმე საათი იმსჯელებენ და გამოვლენ. შევლენ შემდეგ პროტესტანტები, გავა ერთი დრე, გავა მეორე, არ ჩანს არავინ.
მესამე დღეს კი პეტრე გამორბის კაბინეტიდან წიგნებით ხელში თმაგაწეწილი და ყვირის:
-რას მასწავლიიიიით, ჩემი დაწერილიააა ჩემიიიი!
******
მოსე გამოდის სინას მთიდან და დაბლა ებრაელები ელოდებიან.
მოსე ეუბნება, ორი ამბავი მაქვს, კარგი და ცუდი რომლით დავიწყო?
კარგითო უთხრეს.
კარგი ისაა რომ 15 მცნებიდან 10-ზე ჩამოვაყვანინე
ცუდი?
მრუშობა დატოვა
*******
ლენინი მოკვდება, მოხვდება ჯოჯოხეთში, ცოტა ხანში სატანა უკავშირდება ღმერთს: "ღმერთო მომაშორე ეს კაცი, მიტინგებს აწყობს, ხალხს ამიჯანყებს..."
ღმერთს გაეცინა და ლენინი სამოტხეში გადმოიყვანა...
ცოტა ხანში სატანა უკავშირდება ღმერთს: "ბატონო ღმერთო როგორ ხართ, როგორ მიდის საქმეები?"
ღმერთი: " ჯერ ეს ერთი- ბატონო კი არა ამხანაგო ღმერთო, და მეორეც ღმერთი არ არსებობს..."
This post has been edited by Socket on 23 Oct 2010, 03:31
მიმაგრებული სურათი