მე ხელი ჩავიქნიე, ჩემო ქალბატონო
chiwawaეჰ
თავჩაღუნული მოვდევდი ფერდობს,
წვიმდა, წვიმაში წვებოდა ბინდი,
თვალებში წყვილი ცრემლი მენთო
და აი ისიც -ნაცნობი ხიდი.
გამოვუტანე მკაცრი ბედს
განაჩენი და ვერ ვწყვეტდი დიდხანს ,
უკან უცნობი მომადგა კაცი,
-მეგობარო, აქ რას დგახარო , მკითხა.
შემოვბრუნდი, დაიწვა ცოდვით
უმალ მიმიხვდა მოსული ფიქრებს,
-ვილაპარაკოთ , ძმობილო, მოდი
გადაიფიქრო სიკვდილი იქნებ.
ვილაპარაკეთ და გულით წრფელით
ვთქვით ყოველივე, რაც უნდა გვეთქვა,
მერე ჩავკიდეთ ერთმანეთს ხელი
და ღმერთო ჩემო, ორივემ ერთად
პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ხანდახან მეც კარგი მამაძაღლი ვარ.
დაე, მე მოვკვდე ღია თვალებით...
მიგელ დე უნამუსო ლიც-დონ-გიჟ-ჟუანი.