ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირები მართვის მოწმობის მისაღებად გამოცდაზე ვერ გავლენ

მართვის მოწმობის მისაღებად გამოცდაზე არაფხიზელი გამოცხადება კატეგორიულად იკრძალება.
გამოცდაზე არაფხიზელ მდგომარეობაში გამოცხადება შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით აიკრძალა.

დღემდე მძღოლობის კანდიდატს გამოცდაზე ეკრძალებოდა მხოლოდ მობილური ტელეფონის, პეიჯერის ან სხვა ელექტრონული აპარატურის შეტანა; გამოცდაზე დამხმარე მასალის - სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების და სხვათა გამოყენება; გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება რაიმე ფორმით, სხვა გამოსაცდელ პირებისთვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა და გამოცდის ადგილის მიტოვება.
მინისტრის ბრძანებით, რომელიც უკვე ძალაშია, ამ ჩამონათვალს გამოცდაზე არაფხიზელ მდგომარეობაში გამოცხადებაც დაემატა.
აღნიშნული პირობების დარღვევისთვის კი, გამომცდელს უფლება აქვს, მძღოლობის კანდიდატი გააფრთხილოს ან გააძევოს საგამოცდო დარბაზიდან, რაზედაც გაკეთდება შესაბამის აღნიშვნა - "ვერ ჩააბარა". გაძევების შემთხვევაში გამოცდა ჩაუბარებლად ჩაითვლება.
"ინტერპრესნიუსი"
გამოცდაზეც კი ნასვამი გადიოდნენ კრუტოი ბიჭები????