ხოო, საქართველო რომ მიწათმოქმედთა ქვეყანაა ეს უკვე ისტორიას ბარდება ნელნელა... უძველესი ჯიშებია აქ ნაპოვნი, როცა ხორბალი რუსეთიდან და უკრაინიდან შემოდის...
დღეს სამი ტომარა ფქვილი ვიყიდეთ, გაგეცინებათ და ვფიქრობ, რომ ზამთარში შეიძლება პურის ან ფქვილის დეფიციტი იყოს, ბოლო-ბოლო გავიჭირვებ და ვისწავლი მეც ამ პურის ცხობას და სახლში გამოვაცხობ ხოლმე. მგონია, რომ მძიმე ზამთარი გველის

პ.ს. უკრაინაში ვცხოვრობდი ადრე, ხოდა სახლში ვიყავით 5 ქართველი. სასაცილო ის იყო რომ როცა პურს ვყიდულობდით ხალხი თვალს გვაყოლებდა... ოთხ პურზე ნაკლები არ გვყოფნიდა, არადა იქ ხალხი 200 გრამს და 450 გრამზე მეტს არ ყიდულობდა. ერთხელ ერთმა გამაჩერა და მკითხა - რამდენი ხართ ოჯახშიო