#21576532 · 13 Sep 2010, 21:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ke-isari ზვიადისტი კი არა, რაც არ უნდა მაგარი სიტყვა მიიკერო, მაინც ცდები და აი რაში:
QUOTE | ---1992 წელს გჯეროდათ, რომ შევარდნაძე აგაყვავებდათ და ხელფასებს "დოიჩე მარკებში" მოგცემდათ (განსაკუთრებით უნივერსიტეტის ლექტორებს სჯეროდათ)! ... |
ავტომატების ოჩერედებს რომ გადაგატარებენ, დაიჯერებ, მა რა იქნება?
QUOTE | ---დაიჯერეთ იმედის არჩევნების! ... |
რომ თავადაც არ სჯეროდათ, იმიტომაც გახდა საჭირო 1995 წლის არჩევნების დანიშვნა და ტოტალური გაყალბება...
QUOTE | ---დაიჯერეთ, რომ აფხაზეთში რკინიგზის დასაცავად შევიდნენ! ... |
არავის არაფერი არ დაუჯერებია - იქ ზვიადისტების მოსაშთობად შეგრიალდნენ ბიჭები და თანაც, ხელისუფლებაში დარჩენის საფასურად ვანიას აფხაზეთით გაურიგდნენ... ეს ყველამ ვიცით - ზოგი ვაღიარებთ, ზოგი - არა...
QUOTE | ---რომ ედუარდი გადაფურთხებულს არ ალოკავდა! ... |
რომელმა სულელმა დაიჯერა, რომ არ ალოკავდა? რეებს გვაბრალებ?
QUOTE | ---გჯერათ, რომ მას დაუჩოქეს! ... (არა და ხალხმა სალოცავად მუხლი მოიყარა) ... |
სწორედაც რომ დაუჩოქეს - ზუსტად მაგ ბრბოს შუაგულში ვიდექი და არავინ არ ლოცულობდა - ყველამ მონურად დაუჩოქა!
QUOTE | ---დაიჯერეთ 1995 წლის არჩევნების!... |
აქაც ტყუილია - ხალხი ერთი კვირის განმავლობაში ელოდა პატიაშვილისაგან მოწოდებას და აჯანყებისთვის მზადყოფნაში იყო - სან-ზონაში დიდი და პატარა ვმორიგეობდით პროსპექტის გასწვრივ, რომ სიგნალის მოსვლისთანავე გადაგვეკეტა გზა ბარიკადებით...
QUOTE | ---დაიჯერეთ, რომ ბაქო თბილისი ჯეიჰანი აგვაყვავებდა! ... |
მაგისიც არავის არ სჯეროდა, ისევე როგორც მილიონი სამუშაო ადგილის...
QUOTE | ---გჯეროდათ, რომ თბილისის დინამო თასებს ჩამოხსნიდა (ნეტავი რატომ? გამრჯე პროფესიონალები იყვნენ თუ რა?) ... მერე კი მივხდი რატომაც გეიმედებოდათ ... ირლანდიელების მოსყიდვა გადაწყვიტეთ! .. და კიდეც დაგვსაჯეს!) ... |
შენ რომ იმ გათახსირებული მერაბ ჟორდანიას ახლობელი იყო, ჩვენი რა ბრალია? ირლანდიელების მოსყიდვა რად უნდოდა ვარსკვლავიერ გუნდს? საერთოდ, ფეხბურთი ტელევიზორში მაინც თუ გინახავს?
ეგ პროვოკაცია ჩაწყობილი იყო ქართული მხარის მიერ - დისკვალიფიკაცია გაიჩალიჩეს, რათა ვარსკვლავიერი გუნდი ტრანსფერებზე დაეხურდავებინათ და მაყუთი ეშოვათ - ეგ იყო და ეგ...
QUOTE | ---1999 გჯეროდათ, რომ გიხაროდათ! ... |
უხაროდათ მხოლოდ რუსულენოვან უმცირესობას...
QUOTE | ---2001 თქვენ მიშას შუქი და გაზი დაუკვეთეთ, თორემ კანონის უზენაესობა გეკიდათ! ... |
მიშა სახურავებზე დარბოდა... ვინც მას შუქი და გაზი დაუკვეთა, მაჩვენეთ ერთი...
QUOTE | ---2009 წელს გჯეროდათ, რომ არსებული პოლიტიკური ელიტა გიშველიდათ! ... |
კი არ გვიშველიდა, არ გაგვყიდიდა... და კი არ გვჯეროდა, არამედ - ვიმედოვნებდით...
QUOTE | თან ვირაც უგვანო უცნობი და გრეჩიხა!... |
უცნობი რაც არის, ისიც ეყოფა, მაგრამ უგვანი ცოტა გადაჭარბებულია...
QUOTE | ამ მცირე მიღწევებს კი დაუფიქრებლად წყალში ყრიდით! ........ |
ჰააა?
QUOTE | მაგრამ ჩემო ჟოპო-პოებო ეს წუთითაც არ ნიშნავს, რომ მოვითხოვ ხელისუფალის გადაყენება! .... |
ამდენ ტყუილში გამხილე - რა ვიცი, იქნებ ამაშიც იტყუები და აპირებ მოითხოვო ხელისუფალის გადაყენება? (ჰმ! ხელისუფალი არა ისა კიდე...)
QUOTE | სანამ არ მიხვდებით, რომ რაც ერია, ის ხელისუფალია!.... |
ერი ახლა ხელახლა იქმნება, ხოლო ეგ გამოთქმა შეეფერება ისეთ სიტუაციას, სადაც ერი ირჩევს ხელისუფალს... არც ერია და არც არჩეული ხელისუფლება - შეეშვი დემაგოგობას - შენს ავატარს არ უხდება!
--------------------
საქართველო მარადიულია! © პრეკურსორი
"ვირი გინდა ნაცებში დააბი, გინდა ქოცებში - მაინც ერთი ბიძინააო!"
“იარე წინ და შეჭამე ყველაფერი, რაც მოძრაობს! რაც არ მოძრაობს, ეგეც: ხეებიც, ბოძებიც… მოსახვევშიც არ მოუხვიო - მოსახვევიც შეჭამე!” (C) OKELA84
|