უახლოესი 5-10 წელი რუსეთის მხრიდან საქართველოზე გააფრთებული შემოტევების პერიოდი იქნება http://new.interpressnews.ge/ge/eqskluzivi...odi-iqneba.html"უახლოესი 5-10 წელი რუსეთის მხრიდან საქართველოზე გააფთრებული შემოტევების პერიოდი იქნება. ამის თქმის საშუალებას ის სტრატეგიული დოკუმენტები იძლევა, რომელიც რუსეთში ამ ბოლო ორი წლის განმავლობაში იქნა მიღებული. ესენია - რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია, ეკონომიკური განვითარების ახალი კონცეფცია, მოსკოვის მიერ დასავლეთისათვის ევროპული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შეთავაზებული კონცეფცია. ყველა ეს დოკუმენტი თავისი არსით საკმაოდ ამბიციურია. ხაზგასმულია მრავალი საფრთხეები, რომელიც მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია ჩვენთვის. მათ შორის გამოვყოფდი ამ დოკუმენტებში ისეთ ასპექტებს, სადაც საუბარია იმაზე, რომ მომავალი კონფლიქტები შეიძლება დაიწყოს წყლის რესურსებისათვის, ან რუსეთის ფედერაციის სამხრეთ ნაწილში და ამდაგვარი მინიშნებები. ეს მესიჯები საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს.
ამიტომ ვამბობ, რომ უახლოესი 5-10 წელი რუსეთის მხრიდან საქართველოზე გააფრთებული შემოტევების წლები იქნება და ჩვენ საკმაოდ კარგად უნდა მოვემზადოთ იმისათვის, რომ თავი დავიცვათ".
This post has been edited by Geronti on 21 Aug 2010, 20:42