დედა რეები წავიკითხე ამ თემაში.

რამდენი მეზღაპრე ხალხია.

მოკლედ დავწერ თუ კი დაიწერება.
ვინ შეიძლება იყოს შემდეგი პატრიარქი?
1. დიმიტრი შიოლაშვილი - ყველაზე მეტი შანსი მას აქვს. იგი დღეს უკვე დე ფაქტო პატრიარქია, რომელსაც აქვს გავლენა, არის საკმაოდ ჭკვიანი და მოხერხებული და რაც მთავარია სწორედ იგი ფლობს სახელმწიფოს მიერ ეკლესიისათვის გამოყოფილი თანხების უდიდეს ნაწილს, შესაბამისად მას აქვს ფული და ამით ძალიან ბევრ რამეს გააკეთებს, ბევრს მოისყიდის და ა.შ.
თუ დიმიტრი გახდება პატრიარქი: ა) მმკ გაძლიერდება და ზოგადად მმკ-ს იდეოლოგია გახდება ეკლესიის მთავარი იდეოლოგია. ასევე გაძლიერდება ერეტიკოსის, KGB-ს აგენტის არქიმანდრიტ რაფაელ კარელინის მოძღვრება, რომელსაც ძალიან ჰყვარობს დიმიტრი შიოლაშვილი. ბ) კიდევ უფრო გაღრმავდება იზოლაცია დანარჩენ საქრისტიანოსთან. გ) კიდევ უფრო გაღრმავდება ურთიერთობები რუსულ ეკლესიასთან.
ეს ყველაფერი გამოიწვევს ეკლესიაში მყოფი ნორმალური ადამიანების გაქცევას ეკლესიიდან, ნელნელა დაიწყება ის კრიზისი რომელიც საქართველოს ეკლესიის ტაძრებს დააცარიელებს.
2. დანიელ დათუაშვილი - აქვს შანსები, მით უმეტეს სინოდის წევრთა გარკვეული ნაწილი სწორედ მისი მრევლი იყო, მისი პირადი რეკომენდაციით ეკურთხნენ ეპისკოპოსებად, თუმცაღა დიმიტრის გავლენა და ფინანსები ბევრს წყვეტს.
დანიელის გაპატრიარქების შემთხვევაში, ცვლილებები ნაკლებად მოსალოდნელია. უბრალოდ აღარ იქნება შორენა და მსგავსი, მაგრამ იქნება სხვა. არანაირი რეფორმები, არანაირი გარღვევა იზოლაციაში და ა.შ. უსარგებლო კანდიდატურაა ათეული წლების მანძილზე მდორე სიტუაციას შეინარჩუნებს ეკლესიაში.
3. აბრაამი გარმელია - ყველაზე ამბიციური, ყველაზე ეშმაკი და სასტიკად ფულის მოყვარული ადამიანი. ერთადერთი რაც მას აქვს კარგი, არის ის რომ სასტიკად ვერ იტანს რუსეთს და რუსულ ეკლესიას. არ ვიცი ზნეობრივი დონე როგორი იქნება ეკლესიაში მისი გაპატრიარქების შემთხვევაში, მაგრამ აბრაამისაგან რეფორმების მსგავსი მაინც არის მოსალოდნელი და ასევე იზოლაციის გარღვევა. სასტიკად გაუსწორდება მმკ-ს, მიწაში ჩადებს და უკან მიაყოლებს ყველა სხვა ფანატიკოსს.
4. პეტრე ცაავა - ამბიციური, თუმცა ასაკით ძალიან პატარა, ყველაზე პოპულარული ნაციონალურ მოძრაობაში. იმედები აქვს ხელისუფლების მხარდაჭერის. თუმცა შანსები უმცირესი.
ორგანულად ვერ იტანს მმკს და დეკანოზ ისაკაძეს, პეტრეს პატრიარქობა ნიშნავს მმკ-ს დასასრულს.
5. იობი აქიაშვილი - ჯოჯოხეთი თუ გინდათ ცოცხლად საქართველოში, იობის არჩევა ინატრეთ. აქ სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ.
აქ ნახსენები იყო ეპისკოპოსი ზენონი თავისი ვერსიებით და ა.შ. მიუხედავად ჩემი მისდამი დიდი პატივისცემისა, ზენონი გამორიცხულია პატრიარქი გახდეს, იგი ბოლო პერიოდში სინოდის სხდომებსაც კი აღარ ესწრება, არათუ მისი კანდიდატურა განიხილოს ვინმემ. ზენონის მსგავსი ადამიანები პატრიარქები არ ხდებიან საქართველოში, ეს ერთხელ მოხდა უახლეს პერიოდში, კირიონ II როცა აირჩიეს.
კიდევ ნახსენები იყო ეპისკოპოსი იოანე გამრეკელი - თუ გინდათ კარელინის ფანატიზმი და რუსული სადისტური ქრისტიანობა, მაშინ ილოცეთ გამრეკელის არჩევაზე.
და ბოლოს, არსებითად დიდი მნიშვნელობა არ აქვს თუ ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი, ვინაიდან სინოდის არც ერთ წევრს (30-ზე მეტია) არათუ დოქტორის ხარისხი თეოლოგიაში, მსგავსი განათლებაც კი არ აქვს. ეს ადამიანები არიან სრული უვიცები თეოლოგიასა და რელიგიაში. მათ გააჩნიათ მხოლოდ თვითგანათლება, სხვადასხვა წიგნებიდან, უმეტესწილად რუსული თეოლოგიიდან და მსგავსი და მათი აზროვნების დონე, მათი ქრისტიანული მსოფლმხედველობა არის უკიდურესად დაბალი და ცუდი.
ვერც ერთი ამათგან ვერ მოახერხებს სერიოზულ რეფორმებს, რომელიც ძირეულად შეცვლის ეკლესიაში ბევრ რაღაცას და პირველ რიგში რელიგიურ კულტურას თუნდაც მრევლში და თუნდაც სასულიერო პირებში.
ამიტომ ყველაზე კარგი სიტუაცია იქნება სტატუს-კვოს შენარჩუნება, ყველაზე უარესი ეკლესიის რამდენიმე ნაწილად გახლეჩვა.
და ანამჩის მოსაზრებაზე რომ საქართველო გახდეს კათოლიკური ან პროტესტანტული:
ძვირფასო ანა, საქართველო ვერასოდეს გახდება კათოლიკური ქვეყანა, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ისტორიულადაც არ ვიყავით ასეთი, კი იყო პერიოდები რომ კათოლიკე ქართველთა რიცხვი უტოლდებოდა მართლმადიდებლთა რიცხვს განსაკუთრებით 15-16 საუკუნეებში, მაგრამ დომინანტი ყოველთვის მცხეთის საკათალიკოზო იყო. ის რაც ჩვენ კათოლიკობაზედ გვაქვს სასტიკად მიჩუმათებული და დამარხულია, პირველ რიგში სწორედ ეკლესიას არ აწყობს ამისი გამომზეურება, ვინაიდან სიკვდილზე მეტად ეშინიათ რომ ხალხი არ დაინტერესდეს კათოლიკური ეკლესიით.
რუსეთის დახმარებით მთელი 200 წლის მანძილზე საკმარისად ჩადეს ლაფში და ამოსვარეს კათოლიკური ეკლესია, ამიტომ კიდევ დიდხანს იქნება საქართველოში ბიზანტიურ-სლავური ქრისტიანობა დომინანტი.
წლების შემდეგ, როდესაც საქართველოს ეკლესია თავის დათესილს მოიმკის და ტაძრების დახურვას დაიწყებს მრევლის სიმცირის გამო, აი შეიძლება მაშინ კათოლიკე ქართველთა რიცხვი გაიზარდოს, ისიც იმ მრევლის ხარჯზე ვისაც აზროვნების და საღად განსჯის უნარი აქვს და სულის ცხონება უნდა, თორემ უმრავლესობა უბრალოდ მოდას მოეშვება და ეკლესიაში აღარ ივლის. შესაბამისად როდესმე რომ კათოლიკობა დომინანტ აღმსარებლობა იქცეს საქართველოში ეს არასოდეს მოხდება.
This post has been edited by IVERA on 31 Aug 2010, 16:37