საქართველოს ავიაცია შესაძლოა, შავ სიაში აღმოჩნდეს
15:46 30-08-2010
საქართველოს ავიაცია ლიბერალური უსაფრთხოების გამო შესაძლოა, შავ სიაში აღმოჩნდეს , - ამის შესახებ ვერა ქობალიამ ბათუმში პრეზიდენტის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები და გუბერნატორები ესწრებოდნენ.
როგორც სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ვერა ქობალია ირლანდიაში იმყოფებოდა, სადაც მოლაპარაკებები გამართა კომპანია "რაიან ეარის" წარმომადგენლებთან კომპანიის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით.
როგორც ქობალიამ აღნიშნა, "რაიან ეარის" მოთხოვნაა, საქართველომ ხელი მოაწეროს ერთიანი საჰაერო სივრცის ხელშეკრულებას და მზადყოფნაში მოიყვანოს აეროპორტები.
"ხელშეკრულებასთან დაკავშირებით არის სირთულეები, რადგან საქართველოს ავიაცია ლიბერალური უსაფრთხოების გამო შესაძლოა, შავ სიაში ჩასვან", _ განაცხადა ვერა ქობალიამ.
"უმკაცრესი სტანდარტები უნდა იყოს საავიაციო უსაფრთხოების. ამასთან, უნდა ვეცადოთ, რომ ბიუროკრატია ნაკლები იყოს", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, მესტიაში წლის ბოლომდე ახალი აეროპორტი უნდა აშენდეს.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მესტიაში პირველი თვითმფრინავით თავად ჩავა. პრეზიდენტის თქმით, ახალი აეროპორტები უნდა აშენდეს ასევე ფოთში, თუშეთსა და ამბროლაურში.
http://new.interpressnews.ge This post has been edited by kuskusa5 on 30 Aug 2010, 18:47