ყაზახეთზე გამახსენდა.
პრეზიდენტი ნაზარბაევი ყაზახეთში შერაცხეს "ნაციის ლიდერად".
ეს ნიშნავს, რომ ის სამუდამოდ გათავისუფლდა ნებისმიერი პასუხისმგებლობისგან. მას ვერ დაიჭერენ და ვერ დააკისრებენ სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას.
ხელშეუხებელია მთელი მისი ქონება და მასთან ერთად მცხოვრები ოჯახის წევრების ქონება. მისი სიცოცხლის ხელყოფა გათანაბრებულია ტერორიზმთან.
ნაზარბაევის სურათების დამახინჯებისთვის, აგრეთვე მისი ბიოგრაფიიდან ფაქტების დამახინჯებისთვის და მისი საჯარო შეურაცხყოფისთვის დაწესებულია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
რაც პოსტიც უნდა ეკავოს, "ნაციის ლიდერს" უნდა შეუთანხმონ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.
კანონის "ნაციის ლიდერის" შესახებ პარლამენტმა უკვე დაამტკიცა და ძალაშიც უკვე შევიდა. ერთი ეგ არის, კანონისთვის პრეზიდენტს არ მოუწერია ხელი, მაინც ეუთო-ს თავმჯდომარეა ახლა და გაუტყდა და რამე...
ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ნაზარბაევი იმდენ ხანს იქნება ხელისუფლებაში, რამდენსაც მოისურვებს, ხოლო როცა გადადგება, ქვეყანას მისი ერთგული ადამიანი ჩაიბარებს, რომელიც დეკორატიული ფიგურა იქნება.
კანონით ნაზარბაევს სიცოცხლის ბოლომდე მიენიჭა უმაღლესი არბიტრის სტატუსი.
ალტერნატიული წინადადებაც იყო - მისთვის სამუდამო პრეზიდენტობის მინიჭება, მაგრამ ესო ძალიან დემოკრატიული იქნებაო

არ ვხუმრობ, მართლა ასეა.
http://www.runewsweek.ru/news/globus/34217/ This post has been edited by Geronti on 31 Aug 2010, 19:37