ღმერთმა გვიმრავლოს ხატია, სიკვდილას, ჩივავას და კიდევ ბევრი აქ მპოსტავი ადმიანის მსგავსი ხალხი!
ერთი ამბავი მინდა გითხრათ, რომელიც ამ ზაფხულს მოხდა
ერთი ძალიან მაგარი ადამიანია, რომელსაც მე ვიცნობ. ელიავას ბაზრობაზე მუშაობს... ადრე სატვირთო მანქანა ჰყავდა და ამით არჩენდა ოჯახს, შემდეგ სხვა ხელობასაც მიჰყო ხელი... ძალიან კარგი ადამიანია, არაფერი ეზარება და ოჯახისთვის მზად არის ნემსის ყუნწში გაძვრეს. მისი შვილები ჩემს ნათესავთან დადიოდნენ მუსიკაზე და ისიც ყოველთვის გვეხმარებოდა ათას საქმეში. თუმცა, მიუხედავად გამალებული შრომისა, რა თქმა უნდა არ ულხინთ, კარგად მოგეხსენებათ, რომ არ არის იოლი დიდი ოჯახის რჩენა რაც არ უნდა მშრომელი კაცი იყო...
ამ ზაფხულს დაგვირეკა მისმა მეუღლემ ტირილით... ჩვენს შვილს საკმაოდ რთული დაავადების დიაგნოზი დაუსვესო...

კინაღამ გადავირიეთ... ნუთუ ასე გაწირავს ღმერთი ამისთანა პატიოსან კაცს მეთქი...
ხოდა, ორიოდე კვირის შემდეგ დაგვირეკეს და გვითხრეს. ერთმა კაცმა დარეკაო, გვითხრა დახმარება მინდა თქვენიო... სახელი არ თქვაო. მივეცით ანგარიშის ნომერი და როცა შევამოწმეთ 30 ათასი ევრო იყო ანგარიშზეო.
ღმერთმა გაახაროს ის კაცი!
ეს ისეთი კაცი იყო გარშემო სიკეთეს თესავდა ხოდა არ დაუვიწყა ვიღაცამ ეს სიკეთე და არ დატოვა ბედის ანაბარა.
killerხატი, ეგ ანგარიში იყოს სხვა ხალხის დასახმარებლადაც...
იმ გოგონას შეიძლება ხვალ აღარ დაჭირდეს ჩვენი დახმარება, მაგრამ მსგავსი პრობლემა ხშირად ჩნდება ამ ფორუმზე და რაკი ანგარიში უკვე არსებობს, იყოს ფორუმის საქველმოყმედო ანგარიშად და უბრალოდ ვაგროვოთ ფული, ხოლო როგორც კი ვინმეს მსგავსი პრობლემა გამოუჩნდება თანხა უკვე იქნება და აღარ დაგვჭირდება სასწრაფოდ ფულის შეგროვება.