nino darbaiseli
Crazy member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3704
წევრი No.: 57334
რეგისტრ.: 1-April 08
|
#21409202 · 3 Sep 2010, 12:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეტყობა, გულუბრყვილო ,,ქარიდანი'' ამ ლექსმა შემოიტყუა ჩვენში და გვიან მიხვდა, რომ პოეტის სიტყვა მთლად სანდო ვერ არის:
სად არიან შვილები, შვილები სად არიან, გავალ, გავიხედები, არ არიან, ქარია. სად არიან შვილები, მე რომ მოგაბარეა, გავალ, ავეძრახები, არ არიან, ქარია. საქართველო აქროლდა, ვით ფოთლებში ქარია, სად არიან შვილები, ქარია, არ არიან. სად არიან ვეფხვები, ლერწმიანში არიან, ლერწმიანში ქარია, ვეფხვები არ არიან. ჩემი მკვდარი კი არა, შენი პატიმარია, მიველ, ციხე გავტეხე, არ არიან, ქარია, გოგო, ბიჭი გიყვარდა, თქმა ვერ მოასწარია, გზაზე გამოეკიდე, არ არიან, ქარია. ეშმაკს ერქვას სახელად, ვინც მე ხელი დამრია, სად არიან შვილები, შვილები სად არიან. იმათ სახელობაზე ხე მაინც ახარეა, იმ ხესაც ხომ შენ დასწვავ, შენი მოსახმარია, საქართველო, მითხარი, ნუთუ მხოლოდ ქარია, სად არიან შვილები, შვილები სად არიან, გავალ გავიხედები, არ არიან, ქარია, საყელოზე მოგწვდები, შვილები სად არიან. არ არიან შვილები, საქართველო ქარია. ქარია საქართველო, შვილები არ არიან. დღე არი, არ არიან, ღამეა, არ არიან, ქარია, არ არიან, არ არიან, ქარია.
ბესიკ ხარანაული
This post has been edited by nino darbaiseli on 3 Sep 2010, 12:45
--------------------
როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ სიმართლე უყვართ, იგულისხმება მხოლოდ ის სიმართლე, რომელიც მათ სასარგებლოდ მეტყველებს. ...და ჩვენს სასარგებლოდ მეტყველი სიცრუეც - საყვარელი თუ არა, ადვილად ასატანი ხომ მაინც არის?
http://forum.ge/?showtopic=33836566&f=&st=420&#entry20646004
|