"ძველი ბიჭი" რას ნიშნავს, საერთოდ არ იცი

არა მხოლოდ შენ, რაც აქ პოსტები წავიკითხე, როგორც სჩანს, არც არავინ იცის და მხოლოდ გადმოცემით გაუგიათ რაღაც. როგორც აქ ერთმა თქვა, "გრეჩიხა" ძველი ბიჭი და "ვისაა, ბიჭოოო"-ს ღრიალი ძველბიჭობა გგონიათ
სკოლაში "ძველი ბიჭი", რასაც "ძველი ბიჭი" ჰქვია, საერთოდ არ მინახავს მე. არიან ქუჩური ცხოვრების მხოლოდ იმიტატორები, რომლებმაც წესიერად თავადაც არ უწყიან რა და როგორ არის ამ ქუჩურ ცხოვრებაში.
ასეთი ტიპების აგრესიით გამუდმებით რომ იჩაგრებიანო, ამბობ. აღზარდე ბავშვი ისე, რომ ვითომ "ძველ ბიჭებს" თავი არ დააჩაგვრინოს. აღზარდე ასე იმიტომ, რომ, ადრე თუ გვიან, ნაწილობრივ მაინც მოუწევს ეგეთებთან შეხება და მსგავს სიტუაციებში მოხვედრა.
სკოლაში დანის ტარება დაუშვებელია, მაგრამ რაც არ უნდა ქნა, ჩხუბს ვერ აღკვეთ. შეუძლებელია ერთხელ მაინც არ მოგივიდეს ვინმესთან და რაიმე მიზეზით ჩხუბი. ეს სკოლაში რომც აღკვეთო რაიმენაირად, გარეთ იჩხუბებენ. ვთქვათ მუშტაიდში ან არტოს ბაღში, ან სულაც ხუდადოვის ტყეში

დაგვევინება და ეგეთი რაღაცები სრული სისულელეა. ამით მხოლოდ ზიზღს გაამძაფრებ. მეორეც არის - ეს სკოლადამთავრებულები მერე ერთ-ორ წელში ჯარში უნდა წავიდნენ, სადაც სრულიად დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ ყოფით საკითხებთან დაკავშირებით. ქართულ ჯარში რა ხდება, მე არ ვიცი, რადგან სსრკ-ის ჯარში ვარ ნამსახურევი. იქ კი, ჯუნგლის კანონი იყო, ასე ვთქვათ. შენ არ უყვირებდი და არ სცემდი? მაშინ შენ გიყვირებდნენ და შენ იცემებოდი. იქ ცოცხის აღებაზე ხომ საუბარიც ზედმეტი იყო

არათუ რაღაც სამტრედიის კოლონია, არამედ რამოდენიმეჯერ კარცერშიც ვმჯდარვარ მაგ ცოცხის არაღების გამო და დისბატითაც (სადისციპლინო ბატაკლიონი) მემუქრებოდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში, სერჟანტობა სწორედ მაგ ცოცხის არაღების და ყაზახების "ცეპოჩკებზე" ტარების გამო მომცეს (ნუ, ცოტა თავშიც მქონდა რაღაც

), თორე ქე დავრჩებოდი რიგითად და "აჩკოების" მხეხველად. ახლა, ეს რატომ მოგიყევი? რატომ და შენი აზრით ძველბიჭური მენტალიტეტი მაქვს?