წიგნში
"მწარე სიმართლე საჯარო სკოლებზე" მოყვანილია ასობით წყარო პრესიდან და სამეცნიერო გამოკვლევებიდან და ასახულია
მდგომარეობა ამერიკის სახელმწიფო სკოლებში.
წიგნში განხილულია შემდეგი საკითხები:
- ანტიქრისტიანული ტენდენცია ამერიკის სახელმწიფო სკოლებში.
- ჰომოსექსუალური ინდოქტრინაცია სახელმწიფო სკოლებში.
- ტესტების შედეგებით და სტატისტიკით მანიპილირება და ანტიაკადემიური მენტალიტეტის დამკვიდრება.
- დისციპლინის დაქვეითება და ძალადობის მატება, დანაშაულებათა დაფარვა.
- ომი ბიჭების წინააღმდეგ როგორც რადიკალური ფემინიზმის აგრესიული პოლიტიკის მთავარი კომპონენტი.
- გონებაზე ზემოქმედების ლეგალური წამლების გამოყენება, როგორებიცაა რიტალინი და პროზაკი.
ავტორი იძლევა აგრეთვე რჩევებს იმ ქრისტიანი მშობლებისათვის რომლებსაც არა აქვთ დრო ან სახსრები იმისათვის რომ მისცენ
ბავშვებს საშინაო განათლება ან ასწავლონ კერძო ქრისტიანულ სკოლებში, აგრეთვე ქრისტიანი მასწავლებლებისთვის რომლებიც
ასწავლიან საჯარო სკოლებში.
წიგნის თანახმად ბიჭები ბუნებრივად არიან უფრო მოუსვენარი, თავგადასავლის მოყვარული და აქტიური ვიდრე გოგოები. "გენდერული" თანასწორობის
განხორციელების მოტივით ბიჭებს ეძლევათ გონებაზე ზემოქმედების წამლები რიტალინი და პროზაკი მათი ქცევის გაკონტროლებისთვის.
წიგნის შესახებ მკითხველების კომენტარებს შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე:
http://www.amazon.com/Harsh-Truth-About-Pu...s/dp/1891375237