#21717511 · 22 Sep 2010, 22:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Beria1
| QUOTE | | რა მნიშვნელობა გინდა ჩადო "უბრალო" რუსში? |
ის მნიშვნელობა ,რომ მთელი ხალხი არაა მთავრობა, ხოლო რაც შენ დაწერე ეგ გააკეთა მთავრობამ ამ ორი ცნების აღრევისთვის დასავლეთი ძალიან მწარედ გვაკრიტიკებდა ეროვნული მოძრაობის წლებშიც თუ გახსოვს და ეს იყო ერთ ერთი მიზეზი რატომაც ვერასდროს მიიღეს და გაითავისეს ის მოძრაობა... მოსახლეობის 80% საერთოდ არ აინტერესებს სადაა საქართველო, ვინ სად ვის კლავს და საერთოდ რა ხდება პოლიტიკაში... უბრალოდ აპოლიტიკური ადამიანი არ გაგიგია? ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა კი იმათაც ჩვენს წინააღმდეგ განაწყობს. აბა შენ თვითონ მიპასუხე: სადამის მომხრე რამდენი დარჩა ერაყში? ყოველ დღე ტერაქტებია იქ...ჰოდა იმანაც ასე რომ იმსჯელოს, ქართველებიც ეხმარებოდნენ ამერიკასო და რომ აუშვას ერთი ორი მეტროს სადგური ჰაერში თბილისში, შენი ლოგიკით მართალი არ იქნება საკუთარ თავთან? რა მნიშვნელობა აქვს რომ არც ერთი ადამიანი, ვინც ეგ გადაწყვეტილება მიიღო, მეტროთი არ მგზავრობს? "ქართველები" ყველა ერთია და ერთმანეთის მაგივრადაც აგებენ პასუხს...რა მნიშვნელობა აქვს, რომ შეიძლება ყველაზე მეტი ზუსტად ოპოზიციონერი ქართველი მოკვდეს? იმისთვის სულ ერთია, მთავარია "ქართველებზე" როგორც ასეთი, შური იძია... აი საითკენ წაგვიყვანს მასეთი აზროვნება
--------------------
ამაოება ამაოთა, - თქუა ეკლესიასტე, - ამაოება ამაოთა, ყოველივე ამაო
|