ეს ბიჭები ჯიგრები არიან რომ გამოიძიეს ეს ამბავი. სიმართლე გითხრათ პირდაპირი დარღვევა მერიაზე ერთადერთი წერილზე დროული პასუხის არ გაცემა დავინახე. თუმცა რეფორმატორული გუნდის სულისკვეთება ისეც უნდა იყოს რომ რეკეტის ფაქტის შესახებ ნებისმიერ ინფორმაციაზე რეაგირება უნდა მოხდეს. რეაგირება მოხდა პრინციპსი მაგრამ არა დროული და არა იმ სტილში რომელსაც ხშირად გვანახებენ რ2-ზე. ასეთ დარღვევებზე რეაგირება გაცილებით სწრაფათ (იქამდე სანამ ვინმე კინოს გადაიღებდა დღისით) უნდა მოხდეს. იმ პატრულის ბიჭს რომელიც დაჭერის ვიდეოშია ვიცნობ და შევეცდები გავარკვიო თუ რამე მითხრა..
ერთი კითხვა არ მასვენებს. რატომ არ მიმართეს თუნდაც ამ ბიჭებმა პოლიციას განცხადებით როცა ამხელა მასალა და ამხელა ბანდის შესახებ ინფო გააჩნდათ. ხო საინტერესო იქნებოდა რას ტკოდნენ პოლიციაში. ან იქნება მიმართეს კიდეც და სწორედ ამის მერე დაიჭირეს ეს ხალხი. თუ ვინემ იცით დაწერეთ.
რაც შეეხება თვითონ ფაქტს.. ნუთუ ასეთი ბნელია ეს ქვეყანა რომ რამოდენიმე ასეულ სტაიანშიკს ბანდა ფულს ძალავდეს და სადაც არ დარეკავ ყველგან გეუბნებოდნენ რომ კანონი ირღვევა და მაინც იხდიდეს ეს ხალხი ამხელა ფულს.. ბნელა ხალხო? ასეთი შეშინებულია ეს ხალხი რომ 15-20 კაცი ამდენ ხალხს ფულს ძალავს და ვერაფერს აკეთებდნენ? მე მჯერავს რომ რაღაცა კრიშა ყავდათ, ანუ თავისით ეს საქმე არ გასკდებოდა მაგრამ იმასაც მივხვდი რომ ეს ხალხი ფრთხილობდა როცა საქმე რეალურ საფრთხეს შეეხებოდა. სტაიანშიკის დაბოლება არ ნიშნავს რომ კრიშა გყავს. ასევე ვიდეოშიც რამოდენიმე სტაიანშიკი ვნახეთ რომელმაც გააჯმევინა მაგ ხალხს პატრულის მუქარით. ასევე ჩეკებსაც მანქანებზე არ აკვრევინებდნენ. ასევე მოგზავნილი კაცის შეეშინდათ. ეს ფაქტები იმაზე მეტყველებს რომ კრიშა თუ ყავდათ ის მაქსიმუმ თვალის დახუჭვას პირდებოდა და არა მფარველობას.
მე იმ აზრამდე მივდივარ კიდევ ერთხელ რომ თუ რამე უსამართლობა ხდება ეს ორმხრივი ქმედებით ხდება. უნდა იწამოს ხახმა რომ სამართალის პოვნა შეიძლება. ყოველ შემთხვევაში მოსინჯოს მაინც. უნდა არსებობდეს ხალხი რომელიც უჩივლებს რეკეტს; უსამართლებაზე დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს; მასალას შეკრიბავს და გაავრცელებს.. უნდა არსებობდეს ეს ფორუმიც რომ რაც შეიძლება მეტი დაიდოს ფაქტები როგორ ირღვევა კანონი და ასევე ძაან მნიშვნელოვანია იმ ამბების აფიშირება როდესაც ადამიანმა ან ადამიანთა ჯგუფმა დაამარცხა უკანონონობა. ხალხი კი არ უნდა დაშინდეს უნდა დაიცვას თავისი უფლებები. სწორედ ასე შეიძლება ნორმალური სახელმწიფო შეიქმნას. საზოგადოება თუ ამჯობინებს ჩაგრულის და ეს რას გვიშვებიან პოზიციაში ყოფნას ესეთი უსამართლობა კვლავ იქნება. ეს ახვრები რომლებიც ვიდეოში იყვნენ, ესენიც ქართველები არიან და ამ საზოგადოების ნაწილია. ხელისუფლების შეცვლის ნაცვლად ჯერ გაწვრთნა ვცადოთ. როგორ შეიძლება ან მიტინგი იყოს რევულუციის მოწყობის მუქარებით ან აფსოლუტური უთქმელობა. გამოდის რომ ან მთავრობაში დამსვი ან ფეხებზე მკიდია რა მოხდება. მე არჩევნებში ამ ხელისუფლებას მივეცი ხმა მაგრამ სულაც არ მსურს რომ ოპოზიციაში აღარავინ იყოს. მე იქნებ უბრალოდ გავაკეთე არჩევანი ცუდსა და უარეს შორის. იქნება ეს ხმებიც სწორედ ეგრე გროვდება. არჩევნების მოგება მოსვენებას არ უნდა აძლევდეს მთავრობას მომავალ არჩევნებამდე. მუდმივად უნდა კონტრლი. თუ ასე არ იქნება ყოველთვის შეიძლება ვიღაცამ ისარგებლოს და ვიღაცას დაპირდეს თვალის დახუჭვას. ხანდახან ისეთ რამეს ვიგებ ხოლმე კითხვა მებადება. ნუთუ ცხვრის ფარა ვართ? ან ვიღაცამ უნდა მოგვიწოდოს მიტინგისთვის ან უნდა ვძოვოთ ბალახი? უამრავი საერთაშორისო ორგანიზაციაა. დარწმუნებული ვარ მათი უმრავლესობა სიამოვნებით დაგვეხმარება სიმართლის გატანაში. მე არ აქვს საუბარი ფინანსურ პოიციაზე. ეს სულ სხვა ფენომენია და აქ პირველ რიგში კოდექსი უნდა შეიცვალოს რადგან 2 აზრი ერთ მუხლს არ ქონდეს. ამ სისტემაში თუკი რამე უსამართლობისთვის მომიკრავს ყური ყველა შემთხვევაში მეწარმის დარღვევს საფუძველზე გაწეწვას და ბიუჯეტის ასე შევსებას ქონდა ადგილი. ეს რთული თემაა მაგრა ასეთი აშკარა რეკეტის შემთხვევაში როცა აშკარად ყველა ისტანცია გპასუხობს რომ შენ მართალი ხარ.. რა უბედურებაა ცხვარივით ყოფნა? მე მსმენია შემთხვევების შესახებ როდესაც ან კუდის ან სოდის ან მერიის ან სხვა რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურის თანამშრომელი რომელიმე სიტუაციაში სხვის დაჩაგვრას ან დაშინებას ცდილობა და იმ სხვამ სიმართლე გაიტანა და მოძალადეც დაიტუქსა ან განთავისუფლდა ან დაუჭერიათ.. ხალხო თქვენი უფლება თუ ირღვევა იბრძოლეთ კონკრეტული დამრღვევის წინაამღდეგ და ნუ ქმნით ილუზიას რომ მთელი ხელისუფლება შენ წინაამღდეგ არის და ნუ გადადებ სიმართლის გატანას ამათი ცასვლის მერესთვის. კონკრეტულ პრობლემაზე კონკრეტული ფაქტები მოიპოვეთ და პირველ რიგში გამოაქვეყნეთ და მერე მიმართეთ ინსტანციებს.. ყველა გამომძიებელი, ყველა მოსამართლე, ყველა თანამდებობის პირი პროჭი ხომ არ არის.ესენიც ხალხია და ცწორედ მათ უნდა მივცეთ საშუალება და ყველა ბერკეტი და უნდა ვაიძულოთ ებრძოლონ უკანონობას. მე არ ვამტყუვნებ გამომძიებელს რომელიც ყველა უკანონობაზე რომელსაც გაიგებს ან გამოიძიებს რეაგირებას ახდენს გარდა უკანონობისა რომელსაც ყური მოკრა ვინმე შიშკის შესახებ (თუმცა არიან ინიციატორებიჩ ა ბევრი გაუშვეს ზევიდან ქვევით ან კამერაში). ძნელია ინიციატივა გამოიჩინო და შიშკას დაეტაკო, მაგრამ თუ ამას კონკრეტული ფაქტები, რომელიც მოქალაქემ მოგაწოდა და ასევე გაავრცელა სხვაგანაც, გიბიძგებს მაშინ საქმე ადვილი ხდება. ვაიძოლოთ მეპურემ პური გამოაცხოს. ვაიძულოთ გამომზიებელმაგამოიძიოს. ვაიძულოდ მოსამართლე რომ აშკარა დარღვევაზე რომლის შესახებ უკვე გაავრცელეთ ფაქტები, თვალი დახუჭოს. არ გამოვრიცხავ რომ დიდი შიშკა ვერ წააქციო მაგრამ დაჩაგვრას მაინც აიცილებ თავიდან.
ამ საცოდავი სტაიანშიკების საქციელმა დამაწერინა ამდენი

ცივილიზებული ხალხი ასე არ დააჩაგრინებდა თავს არავის.. უნდა გავიზარდოთ ხალხო..
თუ ვინმეს რომელიმე ფრაზით ვაწყენინე.... ბოდიში