ცელულიტებიანი ფეხები, ყველა ეროვნების ქალის პრობლემაა და სასაცილოა მხოლოდ გერმანელ ქალებზე თქვა მსგავსი.
მთლიანობაში, არავისზე ნაკლები ქალები არ ყავთ. გრძელფეხება და სპორტულები უფრო, ქართველ ქალებთან შედარებით.
ძალიან კარგი სახის წყობაც აქვთ და თმის ხარისხიც.
ნუ, წვერ-ულვაშის და ბანჯგვლების პრობლემა ნაღდად არ გააჩნიათ.
ასე ზედაპირულად იმსჯელო გერმანელების სილამაზეზე ძნელია.
დღეს საშუალო ასაკის გერმანელი ქალები რატომღაც თვლიან, რომ ქალი არ უნდა იპრანჭებოდეს. ძალიანაც ცდებიან. ქალი ყველა ასაკში უნდა იყოს გაპრანჭული და მოვლილი. ბევრი ტელეგადაცემაც მიეძღვნა ამ პრობლემას.
რომ გერმანიაში ჩაცმის კულტურა დაეცა. რომ გერმანიაში 70--ანელების თაობა თავს ნაკლებად უვლის, ვიდრე მოხუცები.
ვერ ნახავ ასაკოვან ქალბატონს, პედიკიურ-მანიკიურის გარეშე. თმებიც მოვლილი. სათანადოდ და ფერების შეხამებით ჩაცმული. შლიაპით და სათანადო სამკაულით. მე პირადად ვტკბები მათი ყურებით. კულტურა იგრძნობა მათ ნებისმიერ საქციელშიც.
კვირის ბოლოს სასეირნოდ გამოსულ, ველოსიპედზე შემომჯდარ ჯინსებიან ბებიებზე ხომ საერთოდ გული მიჩუყდება.
ახალგაზრდებში ძალიან ბევრ ლამაზ ქალს ნახავ, ჩვენზე არანაკლებს. მოვლილი თმები, მაკიაჟი, თამამი ჩაცმა თავისას შვება.
საბედნიეროდ, ახალმა თაობამ გადაწყვიტა გაიპრანჭოს

ჰოდა რომ გაიპრანჭნენ, გამოჩნდნენ.

ბევრი რომ არ გავახურო, არავისზე ნაკლები ქალები არ ყავთ

ლამაზი ქალები ყველგან არიან, უბრალოდ დანახვა უნდა ამას.