#41018802 · 22 May 2014, 11:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
tamuna_bebe
| QUOTE | | უმეტესობამ სახლი დაკარგა. |
ვო, ვო, ვო. აი, მარქსა აქვს ნათქვამი - პროლეტარს სამშობლო არ გააჩნიაო და მართალია. თუ სახლი და კარი არა მაქვს და ჩემ სახელობაზე ერთი ქვა არ აგდია, რა ჯანდაბამ უნდა მიმაჯაჭვოს ამ დამპალ ქვეყანას? ბარემ დალაგებულ ქვეყანაში წავალ და ის მაინც მეცოდინება, რომ იმ საცოდავი კაცივით არ მომივა, ზესტაფონის ვაგზალზე რომ გარდაიცვალა და ორი დღე რომ იქ იდო. ისეთი სიტუაციაა საქართველოში, ლამისაა ის ვიფიქრო, ძალით ჰყრიან ამ ხალხს ამ ქვეყნიდან-მეთქი. ბოლო 2 წლის განმავლობაში ბანკების მოგებამ 400%-ით მოიმატაო და უხარიათ. არადა, 300000 ბინაა ბანკში ჩადებულიო და 75000 უკვე აღსრულებას აქვს გადაცემულიო. აი, ამ ხალხის მესამედი მაინც საზღვარგარეთ წავა და უკან ისე მობრუნდება, როგორც აქამდე წასულნი მობრუნებულან.
--------------------
შენი დედაც მოდის ტყიბულიდან, პაპუნა უგრეხელიძევ, პოლიტპატიმრის დევნისთვის!
ვიბარებ ძველ, ნახმარ ავეჯს, აქვე, ფორუმზე.
|