მე მხოლოდ ის ვთქვი,რომ ძველი აპრიორი ცუდს არ ნიშნავს და ახალი - კარგს.ეს არის სტერეოტიპი და ცოტა წაუსნობურებს.(ოხ,ბაჩო!)
აქ,ალბათ,მეც მგულისხმობ.
კრეატივის მოკლებულობისა რამე შემატყვე? თუ ვერ ვაკმაყოფილებ თბილისის მიშმაკური ფორუმის საშუალო-სტატისტიკური იუზერის "დონეს"?
რა,რა და,უინტერესო ადამიანი არ ვარ

ბევრი რამ ვარ,ოღონდ უინტერესო არა.
არც ბორკილები მადევს და არც ბორკილებს მივტირი.პირიქით,ვიქცევი ისე,როგორც მისწორდება.თავისუფლების საკმაოდ მაღალი ხარისხი გამაჩნია.არ ვერიდები არაფერს,ხალხი ჩემზე რას იტყვის,ოდნავადაც არ მაღელვებს...თუ სტანდარტული აზროვნება და მოქმედება არ მახასიათებს(როგორც მასას),ამის გამო დისკომფორტს სულაც არ განვიცდი.სიამოვნებას რაც მანიჭებს,ისე ვიქცევი და რაც სწორად მიმაჩნია,ისეთნაირად ვაზროვნებ.
თუ რამეს არ ვაკეთებ "სტანდარტულს" ამ ცხოვრებაში,ეს იმის გამო არა,რომ ვერ ვაკეთებ,არამედ იმიტომ,რომ არ მსურს მაგის გაკეთება რიგი მიზეზების გამო,ანუ თავს ასე უფრო კომფორტულად ვგრძნობ.მკიდია,სხვები ჩემზე რას იტყვიან.მე ასე მისწორდება და ასე ვცხოვრობ.ნუთუ ეს თავისუფლება არაა? ადამიანი,პირველ რიგში,აზროვნებაში უნდა იყოს თავისუფალი.მიწის ნაგლეჯის საზღვარზე რომელი ქვეყნის მესაზღვრეები დგანან,ეს არც ისე მნიშვნელოვანია,ეს შენი თავისუფლების ხარსიხს ოდნავადაც ვერ ამცირებს(ეს პატრიოტიზმის საზღვრებშია).
თუ მაინცდამაინც ტელევიზიით უნდა გამოხვიდე და შენი ლიბერასტული იდეებით მოძღვრო მოსახლეობა? ესაა თავისუფლება? მე ასე არ ვთვლი.ეს ელიტარული თავისუფლებაა განსაზღვრული ტიპის ადამიანებისთვის,რომელიც ისევე ამაზრენია ჩემთვის,როგორც დიქტატურა.დიქტატუარზე კი იმას ვიტყვი,რომ გაცხადებული დიქტატურა მირჩევნია დაბოლებასა და შენიღბულ დიქტატურას დემოკრატიულ შეფუთვაში.თავს ასე უფრო ნაკლებად ვიგრძნობ დამცირებულად.არ მინდა ტყუილი.არ ვაპირებ,ვინმეს ჭკუაში მოვატყუებინო თავი და მერე თვითკმაყოფილი რეგვენიოვით ნასიამოვნები გამომეტყველება მივიღო.
თავისუფლება ნიშნავს სიმართლის გაგების სურვილს და საღ აზროვნებას+ინდივიდუალიზმს.სიმართლე კი თავისუფალს გაგხდის(ინგლისურად უკეთ ჟღერს ეს ფრაზა).ადამიანის მონობა პირადი არჩევანია.მონა მონაა,აქაც და ამერიკაშიც.ამერიკელ ერზე(და ევროპელებზეც) დაბალი წარმოდგენის ვარ.ისინი რომ დაზომბირებულები არიან სისტემის მიერ,მაგის 1/4 არ ვიყავით ჩვენ.მე ნებისმიერ ეპოქაში ვიქნებოდი თავისუფალი ადამიანი,გინდაც ხელზე მატერიალური ბორკილები მქონოდა.ამერიკელები თავისუფალ გარემოში არიან მასეთი ზომბები,სუსურუკუში კი კომუნისტური წყობა და რეპრესიები იყო.აზროვნებაში თუ არ გვიჭირდა და თავისუფლები ვიყავით ამ მხრივ,ჩვენს ქმედებაზე ეს არ აისახებოდა გასაგები მიზეზების გამო,ამერიკელები კი ...ახლა თავად განსაჯე,ვინ უფრო მონა იყო - რიგითი საბჭოელი რეპრესიული მანქანის ეპოქაში თუ რიგითი ამერიკელი "კაპიტალისტურ" და "ლიბერალურ" გარემოში.
შენ თვლი,ეს ამერიკული სიაფანდობა თავისუფლებაა? მოუსმინე ჯონ ლენონის უკვდავ ჰიტს working class hero და სიტყვებს დააკვირდი.
არა,თქვენ თავისუფლების ილუზია შეგიქმნეს,დაგაზომბირეს,გამოგატელევიზორეს და ადვილად მართვადი გაგხადეს.
მე არ ვარ ადვილად მართვადი.არც ტელევიზორს აღარ ვუყურებ საერთოდ(მარტო ფეხბურთს).არ მსურდა,ამ იუმორისტული შოუებით გამოვეთაყვანებინე ხელისუფლებას;არ მსურდა,ის ფილმები და ის უგემოვნო მუსიკა მოეხვიათ თავს,ეგენი რასაც თვლიდნენ საჭიროდ "თავიანთი თაობის" გამოსაყვანად და ცნობიერების ფორმირებისათვის.ინტერნეტი თავისუფლების მაღალ ხარისხს გაძლევს.აქ ვუყურებ და ვუსმენ იმას,რაც მე მინდა და რა დროსაც მინდა.ყველანაირ ინფოს ვიღებ,მერე ვამუშავებ გონებაში და ჩემთვის დასკვნებსაც ვაკეთებ.
იცი,სტანდარტებში არ ვჯდები(როგორც თქვენ ფიქრობთ,ცუდი გაგებით) და რაზე მეტყობა ბორკილები რომ მადევს? ადამიანში ყველაზე მეტად ინდივიდუალიზმს ვაფასებ და მეზიზღება ზომბები.ეს ერთ-ერთი მიზეზია,რის გამოც ეს მთავრობა ავითვალწუნე.გარდა იმისა,რომ ისინი არიან გრანტიჭამია ზომბები და ამერიკის მიერ კომპაქტ დისკებზე გამოშვებული software პროდუქტი,თავიანთ მაზომბირებელ პოლიტიკას მოსახლეობაზეც ავრცელებენ.საშინელი პროტესტის გრძნობა მიჩნდება.ეს ის არაა,რასაც მოველოდი 2003 წლის ნოემბერში.თუ არჩევანი გვაქვს ჩვენს ცუდასა და ამერიკულ ცუდს შორის,მაშინ მე ვირჩევ ჩვენს ცუდს(სუსურუკუს დროინდელ "მარაზმს").ამერიკულ მარაზმთან შეარებით ნამდვილი "საყვარლობაა".სულ მცირე,საკუთარი მაინც იყო,ერთი ქვეყანა გვქონდა.ახლა სხვა,აბსოლუტურად უცხო ქვეყანა რომ გახვევს თავზე და ექსპორტს უკეთებს ამერიკულ(თავის) გავლენას,და ამას საზიზღარი მეთოდებით აკეთებს,რაც მთავარია,ამას ფუთავს დემოკრატიითა და ლიბერალიზმით,ეს ჩემთვის ბევრად მიუღებელია და ორმაგი პროტესტის გრძნობა მიჩნდება.ნაკლები ბოროტების პრინციპია;
და რატომ ვუწოდებ სუსურუკუს ჩვენსას? - იმიტომ,რომ ერთი სახელმწიფო იყო და ამ სახელმწიფოს უმაღლესი მთავარსარდალიც შეიძლებოდა ქართველი გამხდარიყო(და იყო კიდეც ადრე).ეს უკანასკნელი მე არ მრცხვენია,პირიქით,ექსტაზია ჩემთვის და უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს სტალინი-ბერიას ფაქტორი და ოდესღაც მათი ყოფნა ქვეყნის მართვის ავანგარდში,იმ ქვეყნისა,რომელიც მათ აქციეს ასეთ დერჟავად და სამუდამოდ დატოვეს ქართული კვალი.ახლა რა ვართ ქართველები? ქეციანი აფსუა-ოვსებიც თავზე გვაზიან,სომხებზე არაფერს ვამბობ.რეგიონშიც კი არ ვართ წამყვანი რესპუბლიკა.ეს გვინდოდა? მე ნამდვილად არა.საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონიდან გადავიქეცით ამერიკის მეათეხარისხოვან რეგიონად,მესამე მსოფლიოს დორბლად.რატომ არის ასე წარმოუდგენელი თქვენთვის,რომ სუსუსრუკუს კალიფორნიობა(ამაზე არ გამომეკიდოთ) მირჩევნია იმ მახინჯ წარმონაქმნს,რაც ახლა გვაქვს ისთ ჯორჯიას სახით? ისთ ჯორჯია რომ იყოს,კიდევ რაღა გვიჭირდა.
ჩვენ ვართ ამერიკის ძალათფავორიტები.ტყუილად ვეკვეხებით,ისრაელის 1/16-იც ვერასოდეს გავხდებით მათთვის,ვერც ხაჭაპურისა და ხინკლის გემოს ვაზიარებთ(ობრაზნა გავარია)

გადამთიელი იანკები არიან,მეტი არც მოეთხოვებათ საქართველოსთან მიმართებაში.მე პრეტენზია ცეერუს აქაურ აგენტურასთან მაქვს,ქბეყანას რომ "მართავენ" და უფსკრულისკენ მაიქანებენ ბუგატი ვეირონას სისწრაფით.
ახლანდელი საქართველო რა არის? ტერიტორიებდაკარგუილი,დიქტატორული,ბელადომანიური(ბრეჟნევს რომ შეშურდებოდა),ახალი ინწილიგენციით,პოლიციური(გადამეტებული დოზებით),ეკონომიკურად გაჭირვებული,დაზომბირებული,უკონკურენტო მმართველი პარტიით(ადმ.რესურსის გამო,პირველ რიგში, და მერე ოპოზიციის უნიათობის გამო),ამერიკელი ინსტრუქტორების საპარპაშო ტერიტორია და ა.შ.
რაც ბრწყინავს,ყველაფერი ოქრო არაა.ეს შადრევნები და ჭრელა-ჭრულა ფასადები არის აისბერგის მწვერვალი.პიარდება და წინა პლანზეა.ამით ხდება იმ პრობლემების გადაფარვა,რაც ქვეყანაშია.ქვეყანაში რომ აუტანლად ბევრი და რთული პრობლემებია,ამას აქაურები უფრო ვხვდებით და 2 კვირით დასასვენებლად ჩამოსულ ემიგრანტებზე ბევრად უკეთ ვიცით საგანი.
რაც შეეხება ჯოპლინს - ძალიან მიყვარს

რაც კარგია,იმას ვაფასებ ამერიკულში,ეს ,ძირითადად,ძველ ამერიკა ეხება.მართლაც ბევრი კარგი დატოვა მაგ ქვეყანამ,მაგრამ ახლა "კრიზის ჟანრა" აქვს. სხვისი ცუდის გადმოღებას არ ვაპირებ,ჩვენი ცუდიც გვეყოფა,მაინც ჩვენია.ჩანაცვლებით რა იცვლება? ჩვენ იმდენი ცუდი არც გვაქვს,ამერიკისგან რისი შემოტანის საშიშროებაც არსებობს.ვაის გავეყარე,ვუის შევეყარე სიტუაციაა.არ მიღირს მთელი ეს ამერიკული სიაფანდობები იმად,რომ ქვეყანამ ასე იზარალოს და ამდენ რამეზე თქვას უარი.ნატო ტერიტორიების ნაცვლად - უკვე ასე დააყენეს საკითხი მიშისტებმა.ძალიან მაღალი ფასია და თან არაფრის გამო.ამერიკამ თავისი გეოპოლიტიკური წიაღსვლები საქართველოს გარეშე,მისი დაზარალების გარეშე აწარმოოს და ხმას არ ამოვიღებ.
ამერიკას მესამე მსოფლიოს მიყრუებული ქვეყანა ვგონივართ და ეს მაგიჟებს,ჭკუიდან გადავყავარ ასეთ "ზერელე" დამოკიდებულებას(მაგალითებს ნუ ჩამომათვლევინებ.დაფიქრდი და ეგრევე ამოგიტივტივდება თავში 5-7 მაგალითი სხვების დახმარების გარეშე).ჩვენზე,ქართვეელბზეც არასწორი წარმოდგენა აქვთ.მოვა დრო და ირანელი ხალხის კონფორმიზმი მოენატრებათ.მოვანატრებთ

ადრეც ვთქვი და ისევ გავიმეორებ: სილიკონის ველის გაშენების მოლოდინში,მხოლოდ წეროვნის გეტოებს თუ გავაშენებთ და ქუჩაში ფსმის ლეგალიზაციით დავამთავრებთ.ეგაა და ეგ მთელი ჩვენი გლობალიზაციური ტრალალა.
სილიკონის ველის გაშენება ჩვენთვის,ჩვენნაირი შეზღუდული რესურსებისა და შეზღუდული ყურადღების მქონე ქვეყნისთვის თითქმის წარმოუდგენელია,და რომც იყოს შესაძლებელი,მაგას არ სჭირდება ევრო-ამერიკული სტილით ცხოვრების გადაღება.ნუ აბოლებენ ამ ხალხს.გლობალიზაცია წაგვლეკავს და ძირითადად მხოლოდ ნეგატიურ ელემენტებს შემოიტანს.(უკვე შემოიტანა).მაგ "ელემენტების" გაფილტვრის რესურსიც არ გვაქვს,და არც არავინ გვაკითხებს რამეს.
როგორმე,საკმარისი რესურსი თუ იქნება,პირველ რიგში კი - ფინანსური და ინეტლექტუალური, მაშინ სილიკონის ველს ქუჩაში ფსმის გარეშეც გავაშენებთ.
ჯერ ქუჩაში ფსმა("ქუჩაში ფსმა" – კრებითი სახელია რაღაც–რაღაცეებისა) დავიწყოთ და მერე სილიკონის ველიც თავისით მოვა წელიწადში გადმორიცხული 1 მლრდ დოლარით,არა? ვაჰმე!
ჯერ ის კარგი შევინარჩუნოთ,რაც გვაქვს და მაღალ მატერიებზე მერე ვსიაუბროთ,ოღონდ გააჩნია,თქვენ რას ეძახით მაღალ მატერიებს...