
ვითომ?
ბიჯოოოო, ჩემსასაც ასე უჭირავს კალამი, ვერაფრით გადავაჩვიე...
--------------------------------------------------------------------------------
ჩემი ტყუპების "ნიჭიერებანი":
1. ელენე, ცისფერთვალება თავისუფლად ადის თოკზე, კედელზე (კედელზე ყველა გადის ალბათ...) თავისუფლად აკეთებს მალაყს, (არავის უსწავლებია და არსად უვლია)
2. ნიკა კარდუს ბავშვის არ იყოს სულ ხატავს და კომპიუტერზე თამაშობს.
3. თინა მუქი, სულ ზეპირად იცის ყველა სიმღერის ტექსტი, მათ შორის ინგლისურის (დამახინჯებულად რასაკვირველია)
სხვა ნიჭიერებანი ჯერ ვერ შევამჩნიე
ქცევები: დედა შენ რომ კამფეტი დამალე ვიპოვეთ და სულ შევჭამეთ... ჩემი მეუღლე გავარდა და სადაც იდო კამფეტი იქ შეამოწმა; თინიკო: აი ახლა ძლივს გავიგე სად მალავდი...
სიტყვები ბავშვობისას: ერთი ვზიოდი-მარტო ვიჯექი; ვირცხნავ-ვივარცხნი; უჩხუპალეტი-უცხოპლანეტელი; იანასამანი-იასამანი; კიმაღეთ-კინაღამ; დავისკასკეთ--შევიღებეთ; დაკეცული--დაკეცილი.......
4 წლის ნიკა---ვინ გატეხა ჩემი შემოქმედება? (კონსტრუქტორით აწყობილი)
5 წლის ელენე: დედა როცა წვიმს ანგელოზებს რა მოსდით?
რავი ბევრია კიდევ მარა არ მახსენდება...
------------------------------------
გაიხარეთ ყველამ, მაგრად ვისიამოვნ-ვიხალისე...


ა კიდო სურათები: ერთ საწოლში ეტეოდნენ

This post has been edited by LEV_TEN on 30 Sep 2010, 15:18