#21822873 · 30 Sep 2010, 00:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Misha_2007
| QUOTE | | იმ პერიოდში, როდესაც ხელისუფლებას არ აინტერესებდა და ფაქტიურად არაფერს არ აკეთებდა მეცნიერების, სპორტის და კულტურის დასახმარებლად ბადრი პატარკაციშვილი და ბიძინა ივანიშვილი ზემოთ ჩემს მიერ ჩამოთვლილი სფეროების დასახმარებლად ძალიან ბევრს აკეთებდნენ. |
კი, აკეთებდნენ. მაგრამ არა ხელისუფლებაზე მეტს. ვეტერანი სპორტსმენები, მეცნიერები და კულტურის მოღვაწეები დარჩნენ ხელისუფლების ყურადღების გარეშე და ბევრ მათგანს დაეხმარნენ, განსაკუთრებით ივანაშვილი, მაგრამ ზოგადად სახელმწიფოს ხარჯები ამ დარგში, ნებისმიერი ხელისუფლების დროს, ბევრად აღემატებოდა ქველმოქმედებას,
| QUOTE | | ბადრის დიდ დამსახურებას კულტურის, მეცნიერების და სპორტის განვითარებაში. |
კაი, რა ... ეს ნამეტანია. ბოლოს და ბოლოს, ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარედ ბადრის დანიშვნა (დიახ!) ნამუსზე შეგდება იყო - გვიჭირს და სპორტს დაეხმარეო. ამას გარდა, ასეთი სიტუაცია თავად ბადრისაც აწყობდა - გარკვეულ ლეგიტიმაციას იძენდა საქართველოში ხელისუფლების მხარდაჭერით, მაშინ როცა რუსეთში მისი ყოფნა საორჭოფო გახდა და საქმეები აღიძრა მის წინააღმდეგ. \მერე ნელ-ნელა "გადაავიწყდათ" თითქოს რუსებს.
| QUOTE | | ნონა გაფრინდაშვილმა კი დაამტკიცა, რომ ნამდვილად ღირსეული ადამიანია |
არასოდეს დამავიწყდება რამდენი სიხარული მოუტანია ნონას საქართველოსთვის. ის მელოდია ახლაც ყურში მიდგას, ჭადრაკის ამბებს რომ უძღოდა წინ და ვცდილობდი წამყვანის - გიორგაძის ხმაზე გამომეცნო, როგორ ითამაშა იმ დღეს ნონამ,
ახლა კი... არა, არა.... არა! საკუთარ თავს და ამბიციებს ვერ აჯობა, საკუთარი სიმპათია-ანთიპათიების იქით ვერ იხედება. ეგ არც პირველია და არც უკანასკნელი. გიორგი კანდელაკზეც მაგრად დამწყდა გული თავის დროზე. იგივე სიტუაცია იყო, პრინციპში.
--------------------
ღმერთი ბჭობდა, კაცი იცინოდა. (C) crocodile
We fight, get beat, rise, and fight again (Nathanael Greene)
|