MONTYგინდა არ გინდა ომზე უნდა იფიქრო სამწუხაროდ

. საერთოდ კარგი იქნებოდა ამ საქმისთვის ცოტა უფრო ადრეული ასაკიდან მიეხედათ ვიდრე წვევამდელის ასაკია, ანუ შემზადება რა. როცა ამხელა ქვეყანა გიდგას გვერდზე რომელსაც შენი ჩაყლაპვა ნომერი პირველი პრიორიტეტი აქვს თავის დღის თუ წლის წესრიგში, გინდა არ გინდა ომისათვის უნდა ემზადო, ხოლო თუ დაატყობ რომ საქმეს სჭირდება მომენტ თვითონვე უნდა მიიტანო პირველი შეტევაც. დიპლომატიური გზით რუსეთთან მოლაპარაკება საქართველოს დეოკუპაციაზე აბსურდია, მას თუ რამე ეკონომიკური ზეწოლა არ მოუხდინა ვინმემ როგორც საბჭოეთს ავღანეთის დროს, რეიგანმა რომ ნავთობის ფასი დააგდო სასტიკად აი მასე. რუსეთს მშვიდობიანად კავკასიაზე უარს ვერავინ ათქმევინებს რაც არ უნდა სამწუხაროდ ჟღერდეს. ჩვენი დიპლომატები თუ მიაღწევენ რამეს იქნება საქართველოსთვის არც ისე მსაღები, იმიტო რომ გვატენიან ფედერაციის სტრუქტურას. რაც საქართველოსთვის საერთოდ მიუღებელია, იმიტო რომ დაშლიან ნებისმიერ მომენტშI ღეროღერო. ჩვენი დიპლომატები კიდე საერთოდ ფარდობითი მცნებაა. თუ დიპ კორპუსს შეხედავ ნაკლებ ადამიანს იპოვი იქ რომელიც განატლებით არის დიპლომატი. იმავე ლომაიაზე რომ ვთქვათ, განათლებით როგორც ვიცი სანტექნიკოსია, მაგისი ძირითადი დანიშნულება საკანალიზაციო და წყალ გაყვანილობის მილების მოვლა პატრონობაა. მაგრამ ახლა საქართველოს უფლებებს იცავს საზღვა გარეთ. როგორც განათლებაში გაამართლა ისე გაამართლებს იქაც, მაგრამ ჩვენ გვკითხავს ვინმე? ან ბოკერია რისი აქნისია, მთელი მაგისი იდეოლოგია საკუთარ თანამემამულეების თავზე გავლა უფროა ვიდრე ნორმალური პასუხის გაცემა მართლა მტერზე ან ვითომ მეგობრებზე. ხო ვიცი რომ ყველა ტალეირანი ვერ იქნება. მაგრამ მაინ კარგი იქნებოდა რომ მეპურესთვის დაგვევალებინა პურის გამოცხობა.
იმავე თავდაცვაშიც რატომღაც მგონია (ღმერთმა ქნას ვცდებოდე) რომ მაღალ ჩიოსანი სამხედროები, რომლებსაც წესით საბრძოლო ოპერაციების ჩატარება დაევალება, არც ისე კომპეტენტურები არიან. საერთოდ ხალხს სხვანაირად აქვს აღქმული ყველაფერი, რაღაი კარგად ჩაცმულ დახურული და ამერიკელების გაწვრთნა მიღებული რიგითი ჩაივლის მწყობრით რუსთაველზე გონიათ რომ ჯარი აშენდაო. ამ დროს კიდე იმ კარგად გაწვრთნილ და აღჭურვილ ჯარისკაცს თუ ასევე კარგი განათლება მიღებული და გაწვრთნილი მეთაური არ ყავს კაპიკია მაგ რიგითის ფასი, შეიძLება პირისპირ 1 ჩვენი ჯარისკაცი 10 რუსს აჯობებდეს კიდეც, მაგრამ ბატალიონი ბატალიონთან რაღაც არ მგონია რომ ჩვენებმა თავი გამოიჩინონ

. მომიტევეთ ამისათვის. იმტო რომ ბევრი ოფიცერი ვიღაცის ვიღაცაა და მაგ პონტშია მაღალი ჩინით.
მოკლედ რაზე ვიწვალე ამდენი, იმის თქმა მინდა რომ ჩვენ დღეს ისეთ სიტუაციაში ვართ რომ, არც მშვიდობიანად გადაგვიწყდება საქმე ისე როგორც საჭიროა და ვერც ომით შევძლებთ. დრო კიდე ნამეტანი ცოტაა.