#21922913 · 6 Oct 2010, 17:50 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
karlsoni
| QUOTE | კი. კი. ანუ იძულებულები გახადეს და იარაღი ბლომად შეიტანეს. იძულებულს რომ გახდიან, ძალით არის აბა რა ჯანდაბაა.
|
იძულებული როგორ გახადეს საინტერესოა ? თავისი ქვეყანა თვითონ დაანგრიეს, მანდ სულ არეულობა იყო. ისე რომ ამერიკა და რუსეთი უკვე არეულ ქვეყანაში შევიდნენ. უკონტროლო ტერიტორია იყო და ტერორიზმის ბუდე. იარაღი შეიტანესო რომ წერ, გინახია ადამიანს იარაღი უნდოდეს და ვერ ეშოვოს ? იარაღს რომც მთავაზობდნენ თუ არ მინდა არ ავიღებ და თუ ავიღებ არ არის აუცილებელი გამოვიყენო.
| QUOTE | კი ბატონო. ამერიკამ რამდენი დახარჯა მანდ იარაღის შეტანაში და იმ შეტანილი იარაღის ფასი? + რამდენი მოიგო იქიდან ნარკოტიკის ექსპორტით? და რამდენი დახარჯა იქ განათლებაში? |
რა ნარკოტიკის ექსპორტზე ლაპარაკობ ? ფაქტები გაქ რომ ამერიკის სახელმწიფო ახორციელებს ჰეროინის ექსპორტს ? განათლებისთვის ამერიკას ფული რატომ უნდა დაეხარჯა როცა იქიდან სურვილი არ იყო ?
| QUOTE | ნორმალურ პირობებში უმრავლესობას ურჩევნია ავტომატს წიგნი. როცა გესვრიან უმრავლესობას ურჩევნია წიგნს ავტომატი. |
ესეიგი მთელი მსოფლიო არანორმალური ყოფილა ვინ ესროდა ისევ თვითონ ესროდნენ ერთმანეთს შენი აზრით ალბათ სომალის, სუდანის და ზიმბაბვეს მდგომარეობაც ამერიკის ბრალია.  საერთოდ ყველაფერში ამერიკაა დამნაშავე აყვავებული ქვეყანა დაუნგრია ავღანელებს | QUOTE | | როცა ამერიკის შესვლის შემდეგ, მსოფლიო ნარკოტიკულ ბაზარზე ავღანური ჰეროინის წილი 5%-იდან 90%-მდე იზრდება, მხოლოდ გულუბრყვილო თუ იფიქრებს, რომ ეს შემთხვევით მოხდა. |
წელიწად-ნახევარია რაც ეგ ფილმი ვნახე ბუნებრივი თალიბები ავიწროვებდნენ "ფერმერებს" და როცა მეტნაკლებად მშვიდობიანი პერიოდო დადგა აყვავდა "ბიზნესი". ამერიკელ სამხედროებს არ ევალებათ ჰეროინთან ბრძოლა, ეს ავღანეთის მთავრობის საქმეა. არც ის არის გამორიცხული რომ ამერიკაში გარკვეული წრეები დაინტერესებული იყვნენ ჰეროინით, როგორც ყველა ქვეყანაში იქაც იქნება ხალხი რომელიც მფარველობს მაგ ბიზნესს, მაგრამ ომის მთავარ მიზეზად მაგის დასახელება არასწორია, არგუმენტები, ფაქტები არ არსებობს არანაირი. ცარიელი ეჭვებით და ვარაუდებით ყველაფრის თქმა შეიძლება. "ხაზარები გვამრთავენ", მაგის ნაირსახეობაა
|