ნუ, ჩემ შემთხვევაში რა იყო იმას გეტყვი...
პრივილეგიების პონტში ყველაზე მაგარი იყო ის, რომ ფლუდკონტროლი არ გაქ...
როდესაც უსაქმური ხარ, მუშაობ პერიოდულ სამუშაოებზე და მუდმივი სამუშაო არ გაქ, როგორც მე ვიყავი მაშინ, და დიდ დროს ფორუმში ატარებ, როგორც მე ვატარებდი, მისწრებაა უფლუდკონტროლობა...
ეხლა რაც შეეხება ძალაუფლებას...
კარგია როდესაც შეგიძლია შენით დახურო ის რაც შენი აზრით დასახურია და შენით დავორნო ან დაბანო ის, ვინც დასაბანია, იმის გარეშე რომ ამისათვის შწპ-ში ირბინო...
მაგრამ ეს იყო მაშინ, როდესაც პოლიტიკის განყოფილებას კიდევ რაღაც პონტში ვუყურებდი ცოტა სხვანაირად...
ახლა მართლა ხელფასი რომ დამინიშნონ არ მინდა და არც დავთანხმდები...
მართლა მაგრად როგორღაც მკიდია უკვე აქაურობა...
არის უზერების 2 ჯგუფი, რომლებიც
ნებისმიერ თემაზე საუბრისას პირველ რიგში ითვალისწინებენ თემის ავტორს და იმის მიხედვით ირჩევენ პოზიციას...
არის რამოდენიმე უნიკალური უზერი:
ლიცემერი, რომელიც ნებისმიერ სტატიაზე სპასობნია გამოაცხოს თემა, დააკოპიპეისტოს სტატია და მიუწეროს თქვენ რას ფიქრობთ ჰუზერებოო... ამასთან მისი თემების დახურვას ისე განიცდის, როგორც რომელიმე შორეული ნათესავის სიკვდილს...
არის წეროვანის მერი, კოდექსა, ჩოხა და ა.შ. ოდიოზური ფიგურები... რომლებიც ადრე საინტერესოები იყვნენ ტავიანთი რადიკალიზმის გამო თუნდაც... ბოლო-ბოლო წეროვანის მერის თემებში იკაიფებდი მაინც... მაგრამ ამოწურა ყველამ თავის თავი...
წეროვანის მერი ერთი და იგივე კარდუსტანს ანგრევს და ვერ დაანგრია, კოდექსას მიშმიში ამოვიდა ყელში, ჩოხა კიდე ჯოკერზე ხსნის თემებს...
ხო, კიდე არის ფრანკენშტეინა, რომელსაც ვღლევდები როგორ არ ეზარება, რაღაც დიიიიიიიიიიიიიდ ფსიქოანალიზებს აკეთებს უზერებზე და მოდერებზე და არასოდეს, არაფერში, არ არის ხოლმე მართალი

ჰოდა... ერთადერთი რატომაც აქსემოვდივარ ხოლმე, არის კომპთან ჯდომისას, სხვა უკეთესი საქმიანობის ვერ აღმოჩენის ბრალი... რაც უფრო და უფრო იშვიათადღა ხდება ხოლმე...
და ძალიან მიკვირს ხოლმე როდესაც ვხედავ რომ რომელიმე უზერს ჩემგან განსხვავებული დამოკიდებულება აქვს და არზებს აცხობს ხოლმე...
მაგრამ ეს უკვე ჩემი სუბიექტური რეალობის ბრალია...