როგორც "განყოფილება კომაშია" ოდნავგაბუქებულიდიაგნოზის პირველავტორს, რაც დაეფუძნა თემებსა და საჩივრებში მიმდინარე "კლინიკური ნიშნების" ანალიზს, რასაც სხვა ასევე ჩემსავით თავდადებული მოცლილ-ჟილკიანი გამოჩენილი "ექსპერტ-მკვლევარი" იუზერებიც დაეთანხმნენ, რომელთა ნაწილი კრიზის მიზეზს მხოლოდ მოდერაციაში ხედავს, რაც ძირშივე უნდა ითქვას , ფუნდამენტალურად მცდარია,
თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რო კრიზისის გაღრმავებაში მათ ლომის თუ არა, კაი მამალი მგლის წილი მაინც უდევთ.
მოდერაციას უნდა ეგრძნო მოახლოვებული კომატოზური მდგომარეობა და თავისი ქმედებებისთვის გადაეხედასავით
აქვე იმასაც ვიტყვი, რო გამოჯანმრთელების პერსპექტივისთვის ეს კარგი ნაბიჯია, მატი მხრიდან სრულიად გაუთვლელი, მათთვისვე ცუდი, მარა ზოგადად პროცესის გამოჯანსაღებისთვის კარგი- მათ ლატენტური პროცესი გაამწვავეს, პროცესი შეიყვანეს კრიზისში, ახლა კრიზისიდან კრიზისით გამოყვანა უკვე ვირტუოზების საქმეა
ვირტუოზები და ვირტუოზული ვახსენე
რაც შეიძლება მეტი ჰუზერი უნდა აყაყანდეს, წარსულში და მიმდინარე ყველა უსამართლობაზე ხმა უნად ააჟღერონ, ისინი ეხლა მარტო არ არიან-მათ წინამძღოლობს თვით მიტროპოლიტი ჯუდა, და ასევე ბობოლა იუზერები.
მოდერაცია ჯერ დაიკიდებს- იქედნურად დაიწყებს ღიმილს, მერე დაიბნევა, მერე ალოგიკურ ქმედებს მიმართავს, მერე ყველაფერს ხო არ ვიტყვი კაცო, და ბოლოს მობეზრდება და...
ფინალი უკვე სად მეტი ვირტუოზი აღმოჩნდება, იმაზეა დამოკიდებული
მე მხოლოდ დამკვირვებელ-ანალიტიკოსის როლით შემოვიფარგლები , იმიტო რო ვერ ვხედავ ვერც დიად და ნათელ მიზანს, რომელიც სიცოცხლეზე მეტია, ვერც კონკრეტულ სამიზნე (სამიზნეებს), და ვერც ვერაფერს- მე პიროვნებებთან ბრძოლა არ მიყვარს, სისტემური ცვლილები კი ბატონო ჩვენი პროფილია
თუ ჩამოყალიბდებიან და რამე, ეგ სხვა საქმეა
გავმეორდები და დავდებ წინა დახურული "საჩივრებიდან" პოსტს
=======================================
ჩამოყალიბდიტ კაცო რა გაწუხებთ, იქნება და პრიჩინაზე ხართ-
გარეთ მუხტის დეფიციტია, შესაბამისად ტემებში ვერ ჩხუბობთ და ვინმეს ხო უნდა დააყაროთ ანუ "საქმეში" ხართ და ეგაა სულ!
ეგ თუ არ არის მიზეზი, მაშინ რა გინდათ?! რა არის თქვენი პრეტენზიების ღრმადპატივცემული ღაბაბი კი არადა, მოტივაცია:
1. კონკრეტული მოდერატორუმფროსია მიუღებელი
2. კონკრეტული მეგობარი ჰუზერებისთვის იღწვით- "ჩემიანს და მაგას ხელი როგორ დააკარეთ ბიჭო" პრინციპით, თორე ისე ზოგადად სამართალი გკიდიათ- ანალოგიურ სიტუაციაში შთავარდნილ-შთაცვენილი ვინცხა უზერისთვის თავს არ შეიწუხებდით კი არადა და, არ გკიდიათ როო..
3. ზოგადად მოდერაციისგან შერჩევითი სამართალი გაჰღშფოთებთ
4. ზოგადად კოდექსწესები არ მოგწონთ
5. "მოდერაცია საერთოდ რა საჭიროა" პოზიცია გაქვთ
6. მახათებს ვანაცვლებთ (ის იჩხვლიტება და ამაზე კიდე ჰხალისობთ..) gigi.gif
7. ............
8. ............
.
თუ რააა?
რა გინდათ- გააგებინეთ ამ მოდერაციას ადამიანურ ენაზე, და იქნება ეგენიც იცვლებიან და თქვენგან მოსაწონგასაგიჟებელები ხთებიან
ბიჯოოს
თუ არადა და, ხო ხედავთ "ძაღლი ჰყეფს, ქარავანი მიდის" პოზა აქვთ თქვენი გულების გასაგლეჯათ biggrin.gif biggrin.gif
* * *
სიამოვნებით ვუსრულებ იუზერ ჩივავას თხოვნას და ვდებ მის პოსტს
==========================================================================================
ჰაი!
დიდი მადლობა მინდა მოვუხადო იუზერებს, ჩემს ერთთვიან სასჯელს ვინც აპროტესტებს.
ერთხელ უკვე ვთქვი და ისევ გავიმეორებ
სანამ თემას გავხსნიდი, ვიცოდი, რომ დავისჯებოდი. ასე რომ სასჯელს სამართლიანად ვთვლი.
უსამართლობა სხვა რამ მგონია.
მაგალითად, როცა ფორუმელების ტრაკის მლოკველებად მოხსენიება მხოლოდ 3 დღით ისჯება. ან, ლიცემერის შეურაცხყოფისთვის, მხოლოდ 20%-ა სასჯელი.
ნუ, ტომის ბანი ხომ საერთოდ არაფერში ჯდება.
ხოდა, მე კაცი კი არ მომიკლავს
რამოდენიმე ფორუმელს მივაყენე შეურაცხყოფა, თან სავსებით დამსახურებულად.
ვისაც ამ "დამსახურების" დანახვა არ სურს, ეს მისი პირადი პრობლემაა და დიდად არ მანერვიულებს. დაე იფიქრონ რომ მე აგრესიული ვარ. მერე რა რომ ერთხელ ნათქვამი "ფიქრია ხარ ჩიხრაძე"- ს გამო მთელი წელი მაყენებენ სასტიკ შეურაცხყოფას და მე ამას ვატარებ.
მერე რა რომ ქალი, რომელიც სხვის გაკეთებულ სიკეთეებს თავის გრაფაში იწერს და ფორუმზე დედა ტერეზობანას თამაშობს, მე მლანძღავს.
მერე რა რომ ქართველი კაცი, ფიზიკური გასწორებით მემუქრება პმ-ში და ის ფორუმელი ქალების გმირია.
მერე რა რომ უწი-პუწობენ და სხვას წერენ , როცა სხვას ფიქრობენ.
მერე რა რომ, თვითონ ვიღაცის დამკერავები, მე მაბრალებენ საშინელებებს.
მერე რა რომ ზოგიერთ ბრძენს ჰგონია, მე ვიღაცეებს ვიღაცეების წინააღმდეგ ვქოქავ(გამეცინა)
მერე რა რომ, ამ კატეგორიას შეუძლია, როცა ბანი მადევს და ვერ ვპოსტავ, ურცხვად იჭორაონ რამოდენიმე საათი ვიღაც მმკ-ელის გახსნილ თემაში ჩემზე. თან ამტკიცონ რომ საერთოდ არ მაქცევენ ყურადღებას. ეს მე ვარ თურმე დევნის მანიით შეპყრობილი.
მერე რა რომ არასდროს არავისთვის პირველს არ მიმიყენებია შეურაცხყოფა.
ბევრი "მერე რას" დაწერა შეიძლება. ალბათ არ ღირს.
გეგონოთ რაც გინდათ. დამაბრალეთ რაც გინდათ. იკადრეთ რაც გინდათ.
ერთ რამეში მერწმუნეთ
ამით, ჩემს ადამიანობას და ქალობას არაფერი აკლდება.
ვერ გავხდები ფარისეველი.
ასე რომ მუდამ იმას დავწერ, რასაც ვფიქრობ.
პ.ს. დაირაზმეთ ახლა "ჩოხას ანგელოზებო", მმკ-ელებო და ქალოაბრაზნი კაცებო( 2 ცალია ასეთი ჩემთვის) და მოემზადეთ, როგორ მლანძღოთ ჯგუფურად.
დიდი სიყვარულებით ჩივავა
პ.პ.ს. სვანს მოუხსენით ბანი. იქონიეთ სინდისი.
იმიტომ კი არა, რომ ავადაა
ინდივიდების დეფიციტია ფორუმზე და საერთოდ ქვეყანაში და ამიტომ.
პ.პ.პ.ს. სულ დამავიწყდა
სიენენს ბანი მხოლოდ ჩემს გამო არ დაადეს, თან პირველი შემთხვევა არ იყო, როცა ეს პატ. იუზერი და მისი თანამოაზრე მმკ-ელები შეურაცხყოფას მაყენებდნენ. სისტემატური ხასიათი ჰქონდა ამ ყოველივეს. იქონიეთ სინდისი და მხოლოდ იმიტომ რომ ვერ მიტანთ, ნუ დაკარგავთ სამართლიანობის გრძნობას.
ვთვლი რომ დასასჯელი იყო. თუმცა, ასევე ვთვლი, რომ სამუდამო ბანს ნამდვილად არ იმსახურებდა.
თავის დროზე რომ მიექცია მოდერაციას ყურადღება ამ სუბიექტებისთვის, ალბათ ყველასთვის აჯობებდა.
საბჭოთა სავოკის უკანასკნელ ნაგლეჯს ჩააზილა წიხლი 1 ოქტომბერს ქართულმა საზოგადოებამ (с)ჩოხა