თუ ვენეციის კომისიის სატელიტები? ოღონდ ბოღმით თქვათ რამე და სულერთია....
ესეც სატელიტობაა?
საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებას ჟურნალისტების ცემის პრაქტიკის გაგრძელებას საყვედურობს
13:16 12-10-2010
საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებას ჟურნალისტების ცემის პრაქტიკის გაგრძელებას საყვედურობს .
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, ლევან ვეფხვაძემ და გიორგი ცაგარეიშვილმა ტელეკომპანია "თრიალეთის" დირექტორის ჯონი ნანეტაშვილის საპატრულო პოლიციის მიერ ცემის ფაქტი გააპროტესტეს.
ლევან ვეფხვაძის თქმით, არ ეგონა, რომ ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზის შევარდნის შემდეგ კიდევ სცემდნენ ჟურნალისტებს. ლევან ვეფხვაძემ იმედი გამოთქვა, რომ ეს ფაქტი გამოძიებული იქნება და პოლიცილები დასჯილნი იქნებიან.
გამოძიების იმედი არ აქვს გიორგი ცაგარეიშვილს. გიორგი ცაგარეიშვილმა ხელისუფლებას დღევანდელ პლენარულ სხდომაზე შეახსენა, რომ მათი მმართველობის პერიოდში არც ჟურნალისტებზე ზეწოლის და არც სამართალდამცავების მიერ ჩადენილი კანონგადაცდომის ფაქტები არ გამოძიებულა.
იმ შემთხვევაში კი, თუ საქართველოს ხელისუფლება ტელეკომპანია "თრიალეთის" ხელმძღვანელთან დაკავშირებით ამ პრაქტიკას შეცვლის და ფაქტს მართლაც გამოიძიებს, გიორგი ცაგარეიშვილი პირობას იძლევა, რომ პარლამენტის ტრიბუნიდან ხმამაღალ მადლობას იტყვის.
http://new.interpressnews.ge/ge/politika/1...ayvedurobs.htmlან ეს:
ლევან ვეფხვაძე უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომის გამართვას ითხოვს
12:32 12-10-2010
ლევან ვეფხვაძე უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომის გამართვას ითხოვს .
ვეფხვაძე გამოეხმაურა პრეზიდენტის ბრძანებულებას ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობის საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შეაძლებლობის შესახებ.
როგორც ლევან ვეფხვაძემ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ერთი მხრივ, პრეზიდენტის გადაწყვეტილება არ უნდა იყოს საფრთხის შემცველი, თუმცა მაინც დიდ პრობლემებს ქმნის ყაზბეგთან მიმართებაში.
ვიცე-სპიკერმა დეპუტატებს შეახსენა ვლადიკავკაზში მოქმედი ორგანიზაცია "დარიალი", რომლის მიზანი ყაზბეგში შემოსვლა და მისი დაკავებაა.
ვეფხვაძე ვარაუდობს, რომ თუ ჩრდილოავკასიელებს ლარსის გამშვები პუნქტიდან ყაზბეგში უვიზოდ შემოსვლის საშუალება მიეცემათ, ისინი უკონტროლოდ შემოვლენ თრუსოს ხეობაში და მოახდენენ ყაზბეგის მცოცავ ანექსიას.
დეპუტატი ითხოვს, აღნიშნულ საკითხზე გაიმართოს უშიშროების საბჭოს სხდომა და ძალოვანმა მინისტრებმა წარმოადგინონ ინფორმაცია, არსებობს თუ არა საფრთხე და პრობლემა ყაზბეგის მიმართულებით.
http://new.interpressnews.ge/ge/politika/1...s-ithkhovs.htmlთუ ჩდშ უნდა დაეყოლებინა და მიშა მოვდივარ და უფრო ჯიგრულ პონტში იქნებოდა?