ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მცხოვრებლებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება უკვე მიეცათ
22:42 12-10-2010
ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მცხოვრებლებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება უკვე მიეცათ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების - ჩეჩნეთის, ინგუშეთის, ჩრდილოეთ ოსეთის, დაღესტანის, ყაბარდო-ბალყარეთის, ყარაჩაი-ჩერქეზეთისა და ადიღეს მცხოვრებლებს საქართველოს ტერიტორიაზე უვიზოდ შემოსვლის უფლება უკვე მიეცათ .
ამის შესახებ ნათქვამია შსს-ს განცხადებაში, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა. სამინისტროს ცნობით, ჩრდილოეთ კავკასიაში ბინადრობის დადასტურება მოხდება ბინადრობის დამადასტურებელი ნებისმიერი დოკუმენტით. ჩრდილოეთ კავკასიის მცხოვრებლებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საზღვრის გადაკვეთის მაქსიმალურად კომფორტულ პირობებს შეუქმნის.
შსს-ს განმარტებით, საქართველოს ხელისუფლების აღნიშნული ინიციატივა, მიზნად ისახავს ქართველი და ჩრდილოეთ კავკასიელი ხალხების ტრადიციული ძმური ურთიერთობების აღდგენის ხელშეწყობას, მათთვის საშუალების მიცემას, ისარგებლონ ყველა იმ უპირატესობით, რომლითაც სარგებლობენ საქართველოს მოქალაქეები და ქვეყნის სტუმრები ბოლო წლების განმავლობაში გატარებული რეფორმებისა და მიღწევების შედეგად.
"ჩრდილოეთ კავკასიის მცხოვრებლებს შესაძლებლობა ექნებათ საქართველოში იმოგზაურონ, დაკავდნენ ბიზნესით, მიიღონ განათლება, დაისვენონ და ისარგებლონ ყველა იმ სიკეთით, რომელსაც კორუმპირებული და რეპრესიული ფედერალური რეჟიმის პირობებში მოკლებული არიან სამშობლოში. საქართველო გახდება ხიდი, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიის მცხოვრებლებს ცივილიზებულ სამყაროსთან დააკავშირებს", - ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

------აჰა - გაიხარეთ.... ვისაც გიხარიათ..... ან რა გიხარიათ, ეეეეჰ.......
Quod facimus nos ? Quis? quid? ubi? quibus auxiliis? cur? quomondo? quando?