საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია მესტიის, როგორც ზამთრის კურორტის წარმატებაში დარწმუნებულია .
როგორც ~ინტერპრენიუსს" ქობალიამ განუცხადა, მესტიის კურორტის განვითარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე მოწვეული იყო კონსულტანტების ჯგუფი, რომლმაც შესაბამისი დასკვნა მოამზადა.
"როგორც ყველა სხვა ბიზნესი, საკურორტო ბიზნესიც პირველ 6 თვეში შესაძლოა შემოსვალიანი არ იყოს, თუმცა ჩვენ ვცდილობთ, განვავითაროთ ტურიზმის სექტორი საქართველოში, შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები. მომავალ წლებში მესტიის კურორტი მომგებიანი აუცილებლად იქნება", - აღნიშნა ქობალიამ.
ფრაქცია "ძლიერი საქართველოს" თავმჯდომარემ, გია თორთლაძემ სვანეთში კონკურენტუნარიანი სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარების პერსპექტივას ბლეფი უწოდა.
თორთლაძეს მიაჩნია, რომ ამ საკითხზე პრეზიდენტი "ვიღაცამ შეცდომაში შეიყვანა".
თორთლაძის განმარტებით, კონკურენტუნარიანი სამთო-სათხილამურო კურორტის მოსაწყობად უნდა იყოს 10-12 კილომეტრიანი ტრასები, რაც მესტიაში არ არის. იგი ხაზს უსვამს იმ გარემოებასაც, რომ მესტიაში სველი თოვლია, რაც ნამდვილად არ არის ასეთი კურორტისთვის სასურველი. თორთლაძე იმედოვნებს, რომ ამ ბლეფისთვის "ვიღაცას აუცილებლად მოხვდება".
http://www.presa.ge/new/?m=news&NID=1000ბლა ბლა ბლა