#22020465 · 13 Oct 2010, 11:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ელჩების აზრით, საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად ოპოზიციამ ნაბიჯი უკვე გადადგა და ეხლა ყველაფერი ხელისუფლებაზეა დამოკიდებული" 14:58 12.10.2010
[პირველი]
საქართველოში აკრედიტებული დიპლომატების განცხადებით, "საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად ოპოზიციის მხრიდან ნაბიჯი უკვე გადაიდგა და ეხლა ყველაფერი ხელისუფლებაზეა დამოკიდებული".
შესაბამისი შინაარსის განცხადებები უცხოელმა დიპლომატებმა დღეს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით მომზადებული პროექტის ავტორებთან - 8 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთეს.
ჩეხეთის ელჩის ივან იესტრჟაბის განცხადებით, "ეხლა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით მოლაპარაკებების დასაწყებად ყველაზე სწორი დროა".
"ის ფაქტი, რომ სააარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის პროექტი 8 ოპოზიციურმა პარტიამ მოამზადა, თავად პროექტის დიდ მნიშვნელობაზე მიუთითებს. ზოგადად საარჩევნო გარემოზე მსჯელობა არა მარტო საქართველოში, არამედ მთლიანად დემოკრატიულ სამყაროში ძალზე მნიშვნელოვანია. რაც შეხება უშუალოდ საქართველოს, ამ საკითხის ირგვლივ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების დასაწყებად ახლა ყველაზე სწორი დროა" - განაცხადა იესტრჟაბმა
|