დღეს

უყურეთ, სასიამოვნო კადრებია

ეს როცა ევროპის ჩემპიონი გახდა.
ამის გარდა:
ქართველი ძიუდოისტი მსოფლიო ჩემპიონი გახდა
24.10.10 13:08
ავთანდილ ჭრიკიშვილი მსოფლიო ჩემპიონია. საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების წევრმა 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მაროკოს ქალაქ აგადირში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, წაუგებლად იასპარეზა და ექვსივე შეხვედრა მოიგო.
მან ნახევარფინალსა და ფინალში იაპონელი მეტოქები დაამარცხა და ერთი თვის მოპოვებულ ევროპის ჩემპიონის ტიტულს, მსოფლიოს ოქროს მედალიც შემატა.
მსოფლიო ჩემპიონატი დღეს დასრულდება. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები ონისე ბუღაძე, გიორგი კობერიძე, უშანგი კოკაური და ლევან მათიაშვილი დღეს იასპარეზებენ.